DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > ბინძური ფული
ბინძური ფული13 თებერვალი 2010. : merabi |
|
ამერიკის მთავრობა უცხოურ საეჭვო ინვესტიციას ომს უცხადებს
ამერიკის კონგრესი ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერებას და კანონმდებლობაში იმ ხვრელების ამოვსებას აპირებს, საიდანაც უცხოური "ბინძური" ფული ჩაედინება ქვეყანაში. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სახით ჩარევის აუცილებლობა განპირობებული იყო სენატის მიერ აშშ-ში აღმოჩენილი საეჭვო კაპიტალის სხვადასხვა ხერხებით შემოდინების გზები. როგორც მოხსენებაში იყო ნათქვამი, უცხოური არალეგალური კაპიტალი ხშირად ბანკირების, ადვოკატების და სხვადასხვა ლობისტების მეშვეობით ხვდებოდა ამერიკაში. სენატორი სანტ ლევინის აზრით, არალეგალური კაპიტალისთვის მრავალი ბარიერის შექმნის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ადგილობრივი სტრუქტურების დახმარებით კვლავ ახერხებენ ამერიკის ფინანსურ სისტემაში ჩარევას. ამერიკელი ჩინოვნიკები თავის მოხსენებაში განსაკუთრებულ ყურადღებას აფრიკელი კოლეგების მიერ ქვეყნიდან ფულის გატანის ფაქტებს უთმობენ. ხელისუფლების განმარტებით, ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის პრეზიდენტის შვილმა იურისტების დახმარებით მოახერხა, რომ საეჭვო წარმოშობის 100 მლრდ.დოლარის ოდენობის თანხა აშშ-დან გადაერიცხა თავის ქვეყანაში. ამ თანხით კი მან მალიბუში პირადი თვითმფრინავი და უძრავი ქონება შეიძინა. ასევე გაბონის ყოფილმა პრეზიდენტმა ომარ ბონგომ ამერიკელი ლობების დახმარებით მოახერხა, რომ ხელისუფლებისგან ბრონირებული ავტომობილები და ექვსი სამხედრო თვითმფრივი C-130 შეეძინა. თანხა კი HSBC, Commerce Bank და JPMorgan Chasse ბანკების საეჭვო ანგარიშიდან იყო გადარიცხული. იმისათვის რომ, ამერიკაში "ბინძური" ფულის შედინება მნიშვნელოვნად შეფერხდეს, კანონმდებლები ითხოვენ, რომ ბანკებმა უცხოელი კლიენტების მიერ ამერიკელი იურისტების დახმარებით გახსნილი ანგარიშები ყურადღებით გადაამოწმონ. დამატებით მეთვალყურეობას ხელისუფლება ასევე სატრანსპორტო საშუალებების რეალიზატორებს და მაკლერებსაც უწესებს. ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ ნებისმიერი ტრანსაქციის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია მთავრობას. |