მსოფლიო ეკონომიკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : რუსეთს რეცესია და ნავთობის ფასის 60 დოლარამდე შემცირება ელოდება

რუსეთს რეცესია და ნავთობის ფასის 60 დოლარამდე შემცირება ელოდებაუმსხვილესი რუსული და უცხოური ბანკები საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის შესაძლო შედეგების პროგნოზებს ადგენენ. ექსპერტებს ერთი ტონალობა აქვთ - რუსეთი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : როგორ ხვდებიან კომპანიები კრიზისს?

როგორ ხვდებიან კომპანიები კრიზისს?უძლიერესი კომპანიებიც კი ვერ უძლებენ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიებიც კი კოტრდებიან. მით უფრო, როცა კრიზისი თვითონ კომპანიის შიგნით მიმდინარეობს. ასეთ დროს, პირველ რიგში, გაკოტრების პირას მყოფი კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ და ამის შესახებ ასობით თანამშრომლებს პირდაპირ უცხადებენ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავსEBRD-ახალი პრეზიდენტი ბრიტანელი სუმა ჩაკრაბარტი (Suma Chakrabarti) ჰყავს – ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ჩაკრაბარტი რომელმაც ტომასა მიროვი (Thomas Mirow) შეცვალა საფინანსო ორგანიზაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ამ დროსათვის ჩაკრაბარტი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მდივნის თანამდებობას იკავებს. ის პირველი ბრიტანელია, რომელიც EBRD–ის პრეზიდენტი გახდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთს კატასტროფული შედეგები ელის

საბერძნეთს კატასტროფული შედეგები ელისსაერთაშორისო ინსტიტუტები საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებისთვის ემზადებიან

„მოხმარების მაჩვენებლები და საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება, უმუშევრობის დონე ახალ რეკორდებს მოხსნის. მოქალაქეების უმრავლესობა, რომელსაც ბანკებში დანაზოგები აქვს, ქონების დიდ ნაწილს დაკარგავს,“ - ასეთ პროგნოზს აკეთებს გერმანულ საქმიან გამოცემებთან ინტერვიუში გერმანელი პროფესორი ვოლფგან ფრანცი, რომლის თქმითაც, ასეთი სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში, საბერძნეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ნავთობის ფასი ბოლო 5 თვის მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო 5 თვის მინიმუმამდე დაეცაWTI-ს მარკის ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე 2,6%-ით დაეცა დაბარელზე 94 დოლარს ჩამოსცდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია.
ვარდნის მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ-ნაიმის განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ ბაზარზე შეთავაზებები მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნას, უახლოეს მომავალში კი Brent-ის მარკის ნავთობი სავარაუდოდ 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ჯოზეფ სტიგლიცი - ევროპა თვითმკვლელობას სჩადის

 ჯოზეფ სტიგლიცი - ევროპა თვითმკვლელობას სჩადისბებერ კონტინენტზე არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება კვლავინდებურად ექსპერტთა და ანალიტიკოსთა მსჯელობის საგნად რჩება. ამჯერად ევროპულ კრიზისზე თავის აზრს გვიზიარებს ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი.

მისი აზრით, ეკონომიის რეჟიმს ევროპისათვის სხვა არაფერი მოაქვს, თუ არა ტანჯვა და არეულობა. ამასთან, სტიგლიცი თვლის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლევანდელი ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ როცა საქმე ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება, ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება მართვის გარეშე რჩება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : იაპონიის სახელმწიფო ვალი კვადრილიონს უახლოვდება

იაპონიის სახელმწიფო ვალი კვადრილიონს უახლოვდება2011 ფინანსურ წელს, რომელიც 2012 წლის 31 მარტს დასრულდა, იაპონიის სახელმწიფო ვალმა 960 ტრილიონ იენს (12 ტრილიონი დოლარი) მიაღწია.ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ვალის დონე 3,8%-თაა გაზრდილი.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიოში საგადასახადო განაკვეთების ზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოში საგადასახადო განაკვეთების ზრდაა მოსალოდნელიბოლო სამი ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგადასახადო წნეხი პერმანენტულად მცირდებოდა

"მაღალი გადასახადები ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია", "შეწყდეს წარმატების "დასჯა" და ეკონომიკა გაიზრდება" - ეს ის ფრაზებია, რომლებიც 1980-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას დაედო საფუძვლად. შემდეგ ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებსაც "გადაედო" და დღემდე მიმდინარეობს მსოფლიოში. თუმცა, ეკონომისტები ჯერ კიდევ არ შეჯერებულან საბოლოო პოზიციაზე, თუ როგორია კავშირი გადასახადების განაკვეთსა და ეკონომიკურ ზრდას შორის, ვინაიდან აქ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოვლენა გვხვდება. მაგალითად: ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 1920-1960 წლებში, როდესაც მაღალი საგადასახადო განაკვეთები ფიქსირდებოდა, სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. ამერიკელები ცხოვრობდნენ 1990-იან წლებში, როდესაც საგადასახადო განაკვეთები მცირედ გაიზარდა, ვიდრე 2000-იან წლებში, როდესაც საგადასახადო წნეხი შემცირდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა

ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2012 წლის დასაწყისში პროგნოზულ მაჩვენებელზე ნაკლებია

ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2.2%-ით გაიზარდა. ამ მონაცემს აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო აქვეყნებს. ანალიტიკოსები 2012 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის 2.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ამერიკული ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია. 2011 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.0%-იან ზრდას ჰქონდა ადგილი. ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი კი 1.7% იყო.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : გერმანია ევროზონის კრიზისის დაძლევის ვექტორებს ცვლის

გერმანია ევროზონის კრიზისის დაძლევის ვექტორებს ცვლისრა გავლენა ექნება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ევროპის კრიზისის დაძლევის პროგრამაზე

ბოლო ვაჭრობის შედეგად ევრო/დოლარის გაცვლითი კურსი 1.3254 ნიშნულზე დაფიქსირდა. წლის დასაწყისთან შედარებით ევრო გამყარებულია, თუმცა ეს დოლარის დასუსტებიდან გამომდინარეობს. შეგახსენებთ, 2012 წლის იანვარში ევროს გაცვლითი კურსი 1.26 ნიშნულამდე დაეცა.
ევროპა თანდათან აცნობიერებს, რომ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმები ჩიხში შედის. ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილის შემცირებამ მოვალე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის კლება გამოიწვია, რაც პირიქით ამძიმებს სავალო პრობლემებს. ამ პრობლემის მიმართ ყურადღება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაამახვილა და და ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის გზების ძიებისკენ მოუწოდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროპის ეკონომიკას ახალი "მარშალის გეგმა” გადაარჩენს

ევროპის ეკონომიკას ახალი "მარშალის გეგმა” გადაარჩენსევროჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა დადებითი პოზიცია გამოხატა ევროპის დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკებში ინვესტიციების გაზრდის იდეის მიმართ.
მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით 10 მილიარდი ევროს გამოყოფა სერიოზულად გაზრდის ბანკის კრედიტუნარიანობას, რაც ევროპის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
ფინანსისტის სიტყვებით, ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ბიუჯეტის კონსოლიდაციით არ უნდა იქნას მიღწეული და აუცილებელია იმ ზომების აქტიური გამოყენება, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპებს აჩქარებს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : Fitch-ი ნიდერლანდების მთავრობისგან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოითხოვს

Fitch-ი ნიდერლანდების მთავრობისგან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოითხოვსსარეიტინგო სააგენტო Fitch-ი ნიდერლანდების მთავრობისგან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას ღეუტერს-ი ავრცელებს. Fitch-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებს, მთავრობაში არსებული განხეთქილების მიუხედავად, ჯერ კიდევ შეუძლია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ევროზონის მიზნის მისაღწევად, რაც მშპ-თან სავიუჯეტო დეფიციტის 3%-იან თანაფარდობას გულისხმობს.
ჩვენი პროგნოზით, საბაზისო სცენარის მიხედვით დეფიციტი, 2013 წელს 3%-მდე შემცირდება, რის შემდეგაც სახელმწიფო ვალი დასტაბილურდება,” - განმარტებულია სააგენტოს განცხადებაში.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : აპრილი აშშ-ის საფონდო ბაზარზე მინორულ ნოტაზე დასრულდა

აპრილი აშშ-ის საფონდო ბაზარზე მინორულ ნოტაზე დასრულდაბოლო 5 თვის მანძლზე პირველად, S&P 500-მა თვე ვარდნით დაასრულა. აპრილი აშშ-ის საფონდო ბაზარზე მინორულ ნოტაზე დასრულდა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, წამყვანი ამერკული ინდექსები 0,1-0,7%-ით შემცირდა.
აპრილის ბოლო სავაჭრო სესიაზე ვარდნის მხრივ ლიდერი საბანკო სექტორი გახდა. Bank of america-ს აქციების კოტირება ბირჟაზე 1,7%-ით შემცირდა, ჩიტიგროუპ-ის - 1,4%-ით, ჭელლს Fargo-ს აქციებზე კი, ფასი 1,1%-ით დაეცა - წერს RBC.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ესპანეთი "ჩავარდნის" პირასაა: უმუშევრობამ 20 წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ესპანეთი "ჩავარდნის" პირასაა: უმუშევრობამ 20 წლიან მაქსიმუმს მიაღწიაუმუშევრობის მაჩვენებლის ბოლო ორი ათწლეულის მაქსიმუმამდე გაზრდის და S&P-ის მიერ რეიტინგის 2 საფეხურით შემცირების ფონზე ესპანეთის ეკონომიკა მწვავე კრიზისის ზღვარზეა.
ერთ-ერთი გამოსვლისას შესაბამისი პოზიცია გამოხატა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ. "წარმოდგენილი მაჩვენებლები კატასტროფულია", - აღნიშნა ესპანელმა პოლიტიკოსმა, როდესაც 2012 წლის I კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელზე აკეთებდა კომენტარს. ბოლო მონაცემებით ესპანეთში უმუშევრობის დონემ 24%-ს მიაღწია, რაც ბოლო 20 წლის ანტირეკორდია, დღეისათვის კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : S&P-მა ესპანეთს საკრედიტო რეიტინგი ერთბაშად ორი საფეხურით შეუმცირა

S&P-მა ესპანეთს საკრედიტო რეიტინგი ერთბაშად ორი საფეხურით შეუმცირასაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standart & Poor's-ი ესპანეთს საკრედიტო რეიტინგი ერთბაშად ორი საფეხურით "A” -დან "BBB+ ~-მდე შეუმცირა.
სააგენტოს ანალიტიკოსებმა რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება საბიუჯეტო მაჩვენებელბის გაუარესებით ახსენეს. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ეკონომიკაში ზრდა გაცილებით ნელი იქნება, ვიდრე ამას ცოტა ხნის წინათ პროგნოზირებდნენ.
ამასთანავე, S&P-ის პროგნოზით, მთავრობას ბანკების მხარდაჭერა მოუწევს, რადგანაც მათ სირთულეები ელით.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : Walmart-მა მექრთამეობა აღიარა

Walmart-მა მექრთამეობა აღიარამექსიკაში საკუთარი ბიზნესის სწრაფ განვითარებას საცალო ვაჭრობის მსოფლიო ქსელი Walmart-ი მრავალმილიონიან ქრთამებს უნდა უმადლოდეს. The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა მრავალი წლის განმავლობაში იცოდა ამ დარღვევების შესახებ, თუმცა გამოძიებას მსვლელობას არ აძლევდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ობამა საწვავის ბაზარზე უკანონო გარიგებებს ბრძოლას უცხადებს

ობამა საწვავის ბაზარზე უკანონო გარიგებებს ბრძოლას უცხადებსამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა მთელი რიგი ზომების მიღებისკენ, რომლებიც საწვავის ბაზარზე სპეკულაციებთან ბრძოლაში იქნება გამოყენებული. Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ობამას მიერ 17 აპრილს წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს იმ თანამშრომლების შტატის გაზრდას, რომლებიც სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიაში ნავთობის ფიუჩერსების გარიგებებს აკვირდებიან. ამასთან, ობამა გამოდის წინადადებით, საწვავის ბაზარზე უკანონო მანიპულაციების გამო ჯარიმები მილიონიდან 10 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : მსოფლიო ბაკნის ახალი პრეზიდენტი კორეული წარმოშობის ჯიმ ენ კიმი იქნება

მსოფლიო ბაკნის ახალი პრეზიდენტი კორეული წარმოშობის ჯიმ ენ კიმი იქნებამსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად კორეული წარმოშობის ამერიკელი ჯიმ ენ კიმი აირჩია. Agence France-Presse–ის ინფორმაციით, ჯიმ ენ კიმი საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას ოფიციალურად 2012 წლის პირველი ივლისიდან შეუდგება, როდესაც ორგანიზაციის მოქმედ პრეზიდენტს რობერს ზელიკს ამ პოსტზე მუშაობის ვადა ამოეწურება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : რა გავლენას იქონიებს ჩინური იუანი ევროპის ერთიან ვალუტაზე

რა გავლენას იქონიებს ჩინური იუანი ევროპის ერთიან ვალუტაზემოგებული დოლარი დარჩება

ჩინეთმა ვალუტის კურსის რეგულირების შერბილება გადაწყვიტა
ჩინეთის ცენტრალური ბაკის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ნაციონალური ვალუტის, იუანის კურსის რეგულირების შერბილების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 2012 წლის 16 აპრილიდან დაშვებული იქნება იუანის გამყარება, ან გაუფასურება დოლართან მიმართებაში დღეში 1%-ის დონეზე. აქამდე, იუანის კურსის მერყეობის ამპლიტუდა საშუალოშეწონილი დონიდან 0,5%-ით განისაზღვრებოდა.
”ჩინეთმა უკვე მიაღწია სავალუტო ბაზრის განვითარების მარალ დონეს. ბაზრის შესაძლებლობა დამოუკიდებლად განსაზღვროს ღირებულება და გაუმკლავდეს რისკებს დღითიდღე იზრდება”, - ნათქვამია ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : სავალუტო ფონდმა G20-გან შესაძლოა 500 მილიარდი დოლარი მიიღოს

სავალუტო ფონდმა G20-გან შესაძლოა 500 მილიარდი დოლარი მიიღოსIMF რესურსების გაზრდას ითხოვს

G20-ის ქვეყნებმა შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საკრედიტო პოტენციალი 400-500 მილიარდი დოლარით გაზარდონ. ამ გადაწყვეტილების მიზნად ფონდის ექსპერტები ევროზონის სავალო კრიზისის დაძლევას ასახელებენ.
სავალუტო ფონდი აქამდეც აცხადებდა, რომ საჭიროებდა დამატებით 600 მილიარდი დოლარის აქტივებს, საიდანაც უშუალოდ კრედიტებისთვის 500 მილიარდი, ხოლო დამატებით 100 მილიარდი კი ბაზარზე შესაძლო არაპროგნოზირებადი მოვლენებისგან ”თავის დასაცავად” ესაჭიროებოდა.
გამომდინარე იქედან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების გრძელვადიან ოპერაციებს ახორციელებს, გასცემს შეღავათიან კრედიტებს კომერციულ ბანკებზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ნაკლებად საჭიროებს რესურსების შევსებას, მიიჩნევენ ექსპერტები.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : სტუდენტური სესხები - ახალი საფრთხე ამერიკული ეკონომიკისთვის

სტუდენტური სესხები - ახალი საფრთხე ამერიკული ეკონომიკისთვისგახდება თუ არა იპოთეკური კრედიტების შემდეგ, სტუდენტური სესხები ამერიკის ეკონომიკური კრიზისის მაპროვოცირებელი ფაქტორი?

სახსრების მოცულობამ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების დაფინანსებისთვის გაიცა, ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, დავალიანების ზრდამ კი, Associated Press-ის შეფასებით, შესაძლოა ახალი კრიზისის პროვოცირება გამოიწვიოს. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების იდეამ - „ისესხე და ისწავლე - დააბრუნებ, როცა სამსახურს იშოვი“ - თანამედროვე რეალობაში კრახი განიცადა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : რენო უახლესი მოდელის ახალ ფასებს აქვეყნებს

რენო უახლესი მოდელის ახალ ფასებს აქვეყნებსცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა "რენომ" გაითვალისწინა ქართველი მომხმარებლების საჭიროება და მოლოდინი, 21 საუკუნის ხარისხიანი და თანამედროვე საავტომობილო მოდელის შესახებ და აპრილის თვიდან საქართველოს ბაზარზე ახალ ავტომობილს რენო დასტერ-ს წარადგენს. დასტერი, რომლის პარამეტრებია სიგრძე 4.31 მ და სიგანე 1.82 მ, სპეციალურად შეიქმნა მსოფლიოს ყველანაირი ტიპის სავალი გზისათვის. მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნების გათვალისწინებით, რენო დასტერის შეძენა შესაძლებელია როგორც 4X4-ის, ასევე 4X2-ის ფორმატში.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : კერძო სექტორზე გადაბარებული სახელმწიფო ვალი

კერძო სექტორზე გადაბარებული სახელმწიფო ვალიდასავლეთის მთავრობებმა ინვესტორების წინააღმდეგ „ფინანსური რეპრესიები“ დაიწყეს

ანალიტიკოსებში გაჩნდა მოსაზრება, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა ინვესტორების მიმართ „ფინანსური რეპრესიები“ დაიწყეს. საუბარია იმაზე, რომ ცენტრალური ბანკები ბაზარს ფულს „აყრიან“, მარეგულირებლები კი ფინანსურ კომპანიებს უბიძგებენ, მიღებული ფული სახელმწიფო დავალიანებებში ჩადონ.

ინფლაციის გათვალისწინებით, მთავრობებს ეს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ შეამცირონ დავალიანების მომსახურების ხარჯები, არამედ მათი ლიკვიდაცია მოახდინონ.დასავლელი ანალიტიკოსები და ფონდების მმართველები უკვე აქტიურად განიხილავენ „ფინანსური რეპრესიების“ საფრთხეს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : რუსეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ ”გაზპრომი” მონოპოლისტად გამოაცხადა

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ ”გაზპრომი” მონოპოლისტად გამოაცხადა„საიდუმლო არაა, რომ თავის დროზე, ფინანსური ნაკადების მისაღებად „გაზპრომი“ პრაქტიკულად თითოეულ კომფორამდე მივიდა. ასეთ კომფორულ მონოპოლიას დღეს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს“

„გაზპრომის“ სუფთა მოგება, რუსეთის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით, 2011 წელს 2,4–ჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი) შეადგინა. კორპორაციის საერთო ამონაგები 3,4 ტრილიონ რუბლამდე, ანუ დაახლოებით 23%–ით გაიზარდა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : გაჯანსაღების ნიშნები ამერიკულ ეკონომიკაში

გაჯანსაღების ნიშნები ამერიკულ ეკონომიკაშიამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2012 წელს უფრო ძლიერი და სტაბილური გახდა, ვიდრე 2011-ში იყო. ასეთი განცხადება შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკემ ამერიკული არხის ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„დიახ, მე ოდნავ უკეთ მძინავს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ თვითკმაყოფილნი. წინ დიდი გზა გველის, ბევრს უნდა მივაღწიოთ, ჩვენ კვლავ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ,“ -განაცხადა ბერნანკემ.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : სარკოზი შენგენის ზონის დატოვებით იმუქრება

ევროპის ბაზარზე პრიორიტეტი ევროპაში ნაწარმოებ პროდუქცის უნდა მიენიჭოს

სარკოზი შენგენის ზონის დატოვებით იმუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ვიდრე ევროპის კავშირი წარმატებას არ მიაღწევს არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს უნდა მიბაძოს და უპირატესობა მხოლოდ ევროპის ქვეყნების პროდუქციას მიანიჭოს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ისლანდიას კანადური დოლარი სჭირდება

ისლანდიას კანადური დოლარი სჭირდება ისლანდიაში საკმაოდ მალე მიმოქცევაში უცხოური ვალუტა შევა. პირველ პრეტენდენტად შეიძლება ევრო ჩაითვალოს, რადგან ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ევროპის ნაწილია და ევროკავშირში შესვლის დიდი სურვილიც აქვს. მაგრამ ევროპის კონტინენტზე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც ისლანდია ახლო წარსულში იყო, ეს ძალიან საეჭვო პერსპექტივაა. ასე რომ, გვარიანად რეალური ხდება რეიკიავიკის მეორე გეგმა – კანადური დოლარის შემოტანა, რომელმაც ბოლო დროს თავისი ძალა ყველას დაანახა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : Chevron-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამას ბენზინის გაძვირების გამო აკრიტიკებს

Chevron-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამას ბენზინის გაძვირების გამო აკრიტიკებს ამერიკული ნავთობ-გიგანტის Chevron-ის პრეზიდენტმა ჯონ უოტსონმა შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბენზინის გაძვირების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ სათანადო ზომების მიღების შემთხვევაში საწვავის ფ ასის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ლუკოილი და რომპეტროლი კარტელური ფასების დაწესებაში დაადანაშაულეს

ლუკოილი და რომპეტროლი კარტელური ფასების დაწესებაში დაადანაშაულეს"ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისია რუსული კომპანია "ლუკოილს” კარტელური ფასების დაწესებაში ადანაშაულებს.
,,ლუკოილის” შვილობილმა კომპანიებმა ავსტრიულმა OMV, რუმინულმა ღომპეტროლ და ასევე ბულგარულმა Nაფტეხ Pეტროლ საწვავზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს. კონკურენციის კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი 30 დღის განმავლობაში გამოიტანს. ამავე პერიოდში კომპანიებს უფლება აქვთ წარადგინონ საკუთარი პრეტენზიები.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : თურქული ლირას დიდი ამბიციები

თურქული ლირას დიდი ამბიციები თურქეთის ეროვნულ ვალუტას ლირას თავისი გრაფიკული სიმბოლო აქვს. იგი მარტის დასაწყისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა, რამაც, თურქეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ვალუტის საიმედოობის და მზარდი პრესტიჟის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. თუმცა, თურქულმა ოპოზიციამ ლოგოში უკვე ამოიცნო ოსმალეთის იმპერიის ბეჭედი და პრემიერ-მინისტრის ინიციალებიც კი. ზოგიერთს კი ის არ მოეწონა, რომ ეს გრაფიკული სიმბოლო დაუძინებელი მტრის, სომხეთის ვალუტის, დრამისას მიამსგავსა.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48