ნანახია: 1126
ბარაკ ობამა და რონალდ რეიგანი. ამერიკის ორი პრეზიდენტი. ორი ქარიზმატული და თვითდაჯერებული ლიდერი, რომელთა მმართველობის პერიოდსაც ფონად ეკონომიკური კრიზისი სდევდა. ორივე მათგანის მიზანი ეკონომიკის ახალი მიმართულებით წაყვანა იყო. პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის პირველსავე წელს სახეზე ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გვაქვს, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის მიერ ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ ხედვებს სრულიად ეწინააღმდეგება. რონალდ რეიგანს ყველაზე მეტად საგადასახადო სისტემა აწუხებდა, რაც, თავის მხრივ, დიდ გაღიზიანებას ხალხშიც იწვევდა. ამ საგადასახადო სისტემის მთავარი ეკონომიკური კონცეფცია საგდასახადო ნიშნულის ზღვარი იყო, რომელიც ოჯახების ზრდად შემოსავალს საზღვრავს და სახელმწიფოც მისგან იღებს წილს. პრეზიდენტ რეიგანის პერიოდში საშემოსავლოს გადასახადი 50%-დან 28%-მდე დაიწია. ყველაზე მძაფრი პროტესტი ერთ საკითხთან იყო დაკავშირებული – მაღალი გადასახადები გამოიწვევდა დამატებით სამუშაოს, რაც თავის მხრივ წლიური სახელმწიფო შემოსავლებს გაზრდიდა, ეს არ ითვალისწინებდა ფორსმაჟორულ მდგომარეობას. მაგრამ თანამედროვეობის არსებითი ფაქტია, რომ მაღალი საგადასახადო ნიშნული ხალხს მუშაობის სურვილს არათუ უმძაფრდება, არამედ უქვეითებს. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის საგადასახადო სისტემას გაზრდის მხოლოდ მაღალშემოსავლიანი გადამხდელებისთვის. თუმცა მისი პოლიტიკის თანახმად, საგადასახადო სისტემის გაზრდლი ტარიფები არამხოლოდ მდიდარ, არამედ მილიონობით საშუალო ფენის წარმომადგენელს დააზარალებს. ეს ყველაფერი აისახება არა იმდენად საგადასახადო კოდექსზე, როგორც ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე. სენატის საფინანსო კომიტეტიდან გამოსული ანგარიში პრობლემის ილუსტრაციაა., ამერიკელებს მიეცემათ საშუალება, რომ ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში შეიძინონ. ოჯახის შემოსავლის გათვალისწინებით, მათ შორის ხარჯისა და პრემიებისა, ჯანდაცვა ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ოთხწევრიანი ოჯახი, რომლის შემოსავალი 54.000 ამერიკული დოლარია 9.900 დოლარს ჯანდაცვაში გადაიხდის. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეს რეალური საფასურის მხოლოდ ნახევარს ფარავს დანარჩენის გადახდა კი ისევ ხალხს უწევს. წარმოვიდგინოთ, რომ ოჯახის დამატებითი შემოსავალი 12.000 დოლარია, რასაც ის დამატებითი სამუშაოებით იღებს. მაშინ მისი ჯანდაცვის საფასური 12.700 აშშ დოლარი გახდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2.800 დოლარს დამატებული 12.000 აშშ დოლარი დამატებითი შემოსავლიდან, ანუ 23%-ი სახელმწიფოს ახალი ჯანდაცვის სისტემას გადასახადის სახით მიაქვს. 23%-ი დიდი უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა, იმის გამო, რომ ეს 23%-ი დაემატა იმ გადასახადებს, რაც ოჯახებს ისედაც ჰქონდათ. ოჯახების უმეტესობის გადასახადებმა 50% გადააჭარბა. რამაც რეიგანის მიერ ჩამოყალიბებული რევოლუციის სრულ წინააღმდეგობაში მოდის. ადამიანები იმედოვნებენ, რომ სანამ ეს კანონად დამტკიცდება, ის სახეს იცვლის. მაგრამ ვერანაირი ცვლილება არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის. მაღალი საგადასახადო კოდექსი ობამას ჯანმრთელობის სისტემის რეფორმირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ჯანმრთელობის რეფორმები იმითაა გამოწვეული, რომ მაღალი ფასების გამო, ბევრ ადამიანს დაზღვევის საშუალება არ აქვს. ისინი აპირებენ სადაზღვევო კომპანიებს მოსთხოვონ, რომ ყველა საზოგადოებისთვის მისაღებ ფასებში დააზღვიონ. პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა, თავის მხრივ, კიდევ ერთ პრობლემას ქმნის. ჯანმრთელი ადამიანებისთვის სადაზღვევო სისტემისთვის სავალდებულო გადასახადები ცუდი ვარიანტია. ის ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება რაიმე სახის სპეციალური მკურნალობა, იძულებული ხდება ასეთი დიდი საფასური სრულიად უსარგებლო რამეში გადაიხადოს. ამას გარდა, დღის წესრიგში უამრავი სხვა პრობლემაც დგას. მაღალფასიანი სადაზღვევო გადასახადი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ასე რომ, ჯანდაცვის რეფორმის ავტორები იძულებული გახდებიან მოსახლეობას სუბსიდიები შესთავაზონ. მაგრამ აქ თავს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს: თუ ამერიკელებს შემოსავლების და განურჩევლად ჯანმრთელობის დაზღვევის მაღალ სუბსიდიებს შესთავაზებენ, მაშინ პროგრამის ღირებულება რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რაც გადასახადზე კიდევ უფრო ნათლად აისახება. ზემოთაღნიშნული ნეგატიური ჯაჭვური რეაქცია მიგვითითებს, რომ ამ ჯანმრთელობის პროგრამის განხორციეელება არ ღირს. პრეზიდენტ ობამას მიერ ამ რეფორმის წარმატება დამყარებულია რწმენაზე, რომ ჯანდაცვის გამართული სისტემა ყველა ამერიკელის უფლებაა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, პრეზიდენტ ობამას მიერ გატარებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა პრეზიდენტ რეიგანის მიერ მიღწეულ დაბალ საგადასახადო სისტემას მთლიანად ძირს გამოუთხრის.
ირმა ზარნაძე
|