ნანახია: 960
IBM-მა თავის კორპორატიულ კლიენტებს ახალი სერვისი – LotusLiveiNotes შესთავაზა, რომელიც კორპორატიული ელექტრონული ფოსტითა და ვებ-ბრაუზერის კალენდარით მუშაობის საშუალებას იძლევა. მომხმარებელს მსგავს სერვისს Google და Microsofti სთავაზობენ. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ IBM შეძლებს SaaS-ის მომსახურებებში მნიშვნელოვან ადგილი დაიკავოს. 2009 წელს ამ სფეროს ბრუნვამ 9.6 მლრდ. დოლარი შეადგინა. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი კორპორატიული მომხმარებლისთვის იქნება. გადახდა შესაძლებელია თვიურად ან მთლიანი წლის ანგარიშით. წლიური ანგარიშით ეს მომსახურება თვეში 3 დოლარი, ხოლო ყოველთვიურად 3.75 დოლარი დაჯდება. პროგრამა შეიცავს ვირუსებისგან დამცავ სისტემას და ელექტრონულ ფოსტას ერთი გეგაბაიტის ოდენობით. ასეთ მომსახურებას Microsofti-ი და Google-ი სთავაზობენ. თუმცა ამ ორ უკანასკნელს შორის არის რამდენიმე განსხვავება: Google -ის ყოველწლიური მომსახურება 50 დოლარი დაჯდება და მისი ფუნქციონირების არეალი გაცილებით დიდია, ხოლო Microsofti -ი თავის მომსახურებას მომხმარებელს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. IBM-ი მასიურ მომხმარებელზე გასვლას სულაც არ ცდილობს და კორპორატიული კლიენტებით კმაყოფილდება. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ პროდუქტით კომპანიები დაინტერესდებიან. "IBM-ი შეძლებს Google-ს მასიური მომხმარებლის სეგმენტში კონკურენცია გაუწიოს, ამიტომ მოახდინეს მათ კორპორატიულ მომხმარებელზე კონცენტრირება", - განაცხადა iKS Consulting-ის ანალიტიკოსმა ანტონ ვარიხალოვმა. მისი განცხადებით, ყველაზე მცირე სააბონენტო ბაზის ქონის შემთხვევაშიც კი, IBM-ი ამ სფეროში პოზიციების გამყარებას მაინც მოახერხებს. მისივე განცხადებით, SaaS-ის მსოფლიო ბაზარი 2009 წელს 21.9%-ით გაიზრდება და 9.6 მლრდ. დოლარს მიაღწევს. "IBM-ს თავისი ახალი სერვისისთვის საკმარისი კლიენტურის პოვნა შეუძლია", - აცხადებს J’son & Partners-ის ანალიტიკოსი სერგეი ერმილოვი.
|