ტონი ბლერი – ევროკავშირის პრეზიდენტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ტონი ბლერი – ევროკავშირის პრეზიდენტი
ნანახია: 1089

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, ირლანდიაში ჩატარებულმა განმეორებითმა რეფერენდუმმა, რომელიც ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაციას ეხებოდა, გამარჯვება ერთიანი ევროკავშირის მომხრეებს მოუტანა. ახლა ევროპაში იმაზე მსჯელობენ, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის პრეზიდენტის სკამს. ყველაზე დიდი შანსი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს – ტონი ბლერს აქვს.
2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე რატიფიკაციას მხარი ირლანდიელთა 67.1%-მა დაუჭირა, 32.9%-ი წინააღმდეგი იყო. ახლა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან რატიფიცირების სამიზნეებად მხოლოდ პოლონეთი და ჩეხეთი დარჩნენ. სხვათაშორის, პოლონეთმა საკმაოდ გასარკვევად აღნიშნა, რომ ის ირლანდიის რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
ივნისში ლისაბონის შეთანხმებასთან დაკავშირებით ირლანდიაში პირველი რეფერენდუმი ჩატარდა. მაშინ, 53.4%-ი წინააღმდეგი იყო, რამაც ევროკავშირის რეფორმირების გეგმა წელიწადნახევრით შეანელა. ბოლო დროის განმავლობაში დუბლინმა ევროკავშირისგან სერიოზული დათმობები მიიღო, რაც პირველ რიგში ირალნდიის საომარი კონტიგენტის დამოუკიდებლობას შეეხებოდა, ეროვნულ კანონმდებლობაში აბორტის შესახებ კანონის ხელშეუხებლობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ირლანდიელებმა პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალეს, არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. "ბოლო წლის განმავლობაში ირლანდიაში გააცნობიერეს, რომ ბრიუსელისგან შესაძლოა სარგებელიც იყო", - განაცხადა European Reform-ის ანალიტიკოსმა ჰიუგო ბრეიდმა. ევროკავშირის ფინანსურმა ზეგავლენამ სერიოზული დახმარება გაუწია ირლანდიის ეკონომიკას, რომელიც კრიზისისგან დაზარალდა.
ლისაბონის შეთანხმება ევროკავშირის მიერ 2005 წელს შედგენილი დოკუმენტის შემსუბუქებული ვარიანტია, რომელიც საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმზე გაიტანეს, სხვათაშორის ჩავარდა.
პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით მოხდება. ამ თანამდებობაზე ყველაზე რეალური შანს დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს აქვს. "თუ ლისაბონის შეთანხმებას პოლონეთსა და ჩეხეთშიც ისევე მარტივად მიიღებენ, როგორც ირლანდიაში, ტონი ბლერს ამ პოსტზე მიმდინარე თვის ბოლოსთვის აირჩევენ. ტონი ბლერი რუსეთისადმი თავისი კეთილგანწყობითაა ცნობილი და თუ ის მოვა ამ პოსტზე, მაშინ რუსეთსა და ბრიუსელს შორის სერიოზულად დათბება ურთიერთობები", - განაცხადა ჰიუგო ბრეიდმა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48