ალან გრინსპენმა აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ალან გრინსპენმა აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა
ნანახია: 1069

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელის ალან გრინსპენის აზრით, ამერიკის ეკონომიკის საკმაოდ პოზიტიური ზრდა 2010 წლის მეორე კვარტალში შეჩერდება. პრობლემები მას შემდეგ დაიწყება, რაც საფონდო ბირჟაზე აქტიურობა ფსკერს მიაღწევს. თუმცა, ბ-ნ გრინსპენი დარწმუნებულია, რომ რეცესიის განმეორება მოსალოდნელი არ არის.
ალან გრინსპენის აზრით, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ზრდა კორპორატიული მოგებისა და საფონდო ბირჟაზე აქტიურობით შენარჩუნდება. ბირჟის ერთ-ერთი წამყვანი ინდექსი – S&P 500 მიმდინარე წლის მარტ-სექტემბერში 56%-ით აიწია. ინვესტორების აქტიურობა ეკონომიკის ყველა სფეროზე დადებითად აისახა. მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში ქვეყნის მშპ 3-4%-ით გაიზრდება – დარწმუნებულია ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი.
ბ-ნ გრინსპენის ვარაუდით, აშშ-ს საფონდო ბაზარზე გარდაუვალი ვარდნის ფონზე 2010 წლის მეორე ნახევარში მშპ-ს ზრდა შეჩერდება. მდგომარეობა არც შრომის ბაზარზე გაუმჯობესდება: მისი ახლანდელი მაჩვენებელი 9.7%-ი კვლავ დაიწევს, თუმცა უმნიშვნელოდ. მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ შეჩერებას გამოიწვევს და რეცესიის განმეორებას არ უნდა ველოდოთ.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ინფლაციის განმეორების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მან ფედერალური სარეზერვო სისტემის მუშაობა დადებითად შეაფასა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი ბალანსის შემცირება უნდა მოხდეს და 2.2 ტრლნ. დოლარიდან 1 ტრლნ. დოლარამდე უნდა შემცირდეს.
კრიზისიდან გამოსვლის პროცესის არასტაბილურობის შესახებ მისი აზრი მსოფლიო ანალიტიკოსების ბოლო პროგნოზებს ზუსტად ემთხვევა. TD Bank Financial Group კვარტალურ ანგარიშში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გახმაურდა, აღნიშნულია, რომ აშშ-ს ეკონომიკის რეგულირება ორ ეტაპად მოხდება. პირველი – მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელდება, როდესაც წლიური მშპ-ს ზრდა 3.32%-ს შეადგენს. ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც მომდევნო წელს დაიწყება მაღალი მაჩვენებლებით სულაც არ გამოირჩევა. 2010 წელს აშშ-ს პშპ 2.4%-ით გაიზრდება – ნათქვამია დასკვნაში. HIS Globalinsight–ის ეკონომისტის პროგნოზით კი აშშ-ს ეკონომიკა მომდევნო წელს მხოლოდ 1.8%-ით გაიზრდება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48