ნანახია: 1175
4 ტრილიონი დოლარი მსოფლიო ფინანსური სისტემის გადასარჩენად
ინგლისის ბანკმა თავისი პირდაპირი ფინანსური დანაკარგები 2,8 ტრილიონ დოლარად შეაფასა. ფინანსური ბაზრის დასახმარებლად უკვე გამოყოფილია 4 ტრილიონი დოლარი, თუმცა, ფინანსების დამატება კვლავ საჭირო იქნება. დასავლეთი მიიჩნევს, რომ შექმნილი გლობალური ფინანსური კრიზისისგან მსოფლიო იმ განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა იხსნან, რომელთაც მასშტაბური სარეზერვო ვალუტა ოქროში აქვთ. ექსპერტთა აზრით, ასეთი დახმარება შესაძლებელია, თუ ზემოთ აღნიშნული ქვეყნების პროდუქციას დასავლეთის ბაზრებზე ბარიერები მოხსნილი ექნებათ. ინგლისის ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დანაკარგების შესახებ, გაცილებით მაღალია, ვიდრე მაისის თვეში გამოქვეყნებული მონაცემები. დანაკარგების გაზრდამ შესაძლებელია ბანკების ჩამოწერის პროცესი გაზარდოს, რომლებმაც კრიზისის დასაწყისისთვის 670 მლრდ. დოლარი დაკარგეს. ინგლისის ბანკის წარმომადგენლები სხვა რისკებზეც საუბრობენ - კრიზისი სულ უფრო და უფრო ურტყამს სადაზღვევო კომპანიებს, ხედჟ-ფონდებს და განვითარებად ეკონომიკას. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლრდ. დოლარი "საკმარისი" არ არის დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად და "მნიშვნელოვანი რეზერვების" მქონე ქვეყნებმა (ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები) უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიზისთან საბრძოლველად. ექსპერტების აზრით, ასეთი ქვეყნების რიცხვს რუსეთიც განეკუთვნება, რომელსაც სარეზერვო ვალუტა ოქროში აქვს და მისი მოცულობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
|