ნანახია: 1057
რუსეთი ჩინეთს ვაჭრობას დოლარის გარეშე სთავაზობს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთს ურთიერთვაჭრობის განხორციელება თავიანთ ეროვნულ ვალუტებზე შესთავაზა. როგორც პუტინმა განაცხადა, 2010 წლისთვის რუსეთსა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვა 60 მლრდ. დოლარს მიაღწევს. თავის მხრივ, ფინანსური ბაზრის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გადახდილი იქნება ორმაგი ლისტინგის შემოღების შესაძლებლობა. ეს რუსულ და ჩინურ კომპანიებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ როგორც მოსკოვის, ისე შანხაის საფონდო ბირჟებზე. როგორც ვხედავთ, რუსეთი უკვე დღესვე სთავაზობს ჩინეთს უარი თქვას დოლარის, როგორც ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის გამოსაყენებელ ვალუტაზე. გამორიცხული არ არის, რომ ეს იდეა 15 ნოემბერს G20-ის სამიტზე იქნება გაჟღერებული, სადაც გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირებაზე იქნება საუბარი. ექსპერტები ჯერჯერობით ფრთხილობენ გადახდის მულტისავალუტო სისტემის შემოღების შესახებ კომენტარებისგან და შეფასებებისგან. გადახდის მულტისავალუტო სისტემის შემოღება დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ რუსეთი და ჩინეთი იმ სამეულში შედიან, რომელთაც ყველაზე დიდი სარეზერვო ვალუტა აქვთ ოქროში. ამ დღეებში ჩინეთის სახელმწიფო გაზეთმა People's Daily ევროპისა და აზიის ქვეყნებს "ამერიკული დოლარის თავიანთი პირდაპირი ვაჭრობებისგან ჩამოშორებისკენ" და "თავიანთი საკუთარი ვალუტით ვაჭრობისკენ" მოუწოდა, რადგანაც აშშ-მ დოლარის სამეფოს ექსპლუატაციით დამარხა გლობალური სიმდიდრე". უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ამერიკა სიტყვიდან საქმეზე გადავიდა - არგენტინა და ბრაზილია სავაჭრო ანგარიშსწორებებს პესოთი და რეალებში ახორციელებენ. რეგიონის სხვა ქვეყნები მათ ყურადღებით აკვირდებიან. მსოფლიო ფინანსურმა სისტემამ რომ გამძლეობაზე წარმატებით ვერ ჩააბარა გამოცდა, ეს უკვე აღარ არის დავისა და განსჯის საგანი. საჭიროა ახალი არქიტექტურა, ახალი წესები, რომელიც ბოლო 60 წელია არ შეცვლილა. ამის დასტურია ნიკოლა სარკოზის განცხადებაც, რომელიც `ახალი ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების~ შესახებ ხელშეკრულების დადების წინადადებით გამოდის.
|