ნანახია: 987
პარიზში ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს ბინა, რომელშიც იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და მისი ქმარი ვინსენ კასელი ცხოვრობენ. ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როდესაც მსახიობი კანში იმყოფებოდა, სადაც ფრანგი რეჟისორის მარინა დე ვანის სურათს "არ დაბრუნდე" წარადგენდა. ბოროტმოქმედები ბინაში შეიჭრნენ, რომელიც მეოთხე სართულზე მდებარეობდა. მოპარულია ძვირფასეულობა, ასევე ნოუთბუქი და ბელუჩის იტალიური პასპორტი. გატაცებული ნივთები 80 ათას ევროდ შეფასდა.
|