ბანკებს სპეციალური რეჟიმს დაუწესებენ
ნობელის პრემიის მფლობელები საფინანსო სისტემის რეფორმირებას ითხოვენ
დიდი ოცეულის სამიტის წინ, ეკონომიკური მეცნიერების "წმინდანები" მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მთავრობებს არსებული საბანკო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, მიღებული ანტიკრიზისული ზომები ვერაფერს შეცვლის. ისინი თვლიან, რომ არსებულ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ გარკვეული შეზღუდული საბანკო სტრატეგიაზე დაბრუნებითაა შესაძლებელი.
მომავალში ბანკების გარიგებების არეალი განსაზღვრული უნდა იყოს მათი მთავარი ამოცანებით, ბიზნესი და ბიზნესის დეპოზიტები საფინანსო ბიზნესისგან გამოყოფილი უნდა იყოს - აღნიშნა ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა ედმუნდ ფელპსმა თავის წერილში, რომლითაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს მიმართა. "ზომები, რომლებიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, ესაა კომერციული ბანკებიდან საინვესტიციო ბანკინგის განყოფილების გამოყოფა ან სრული გაუქმება," - თვლის ბ-ნი ფელპსი.
მის შემოთავაზებებსაც იმავე მიმართულება აქვს, აკტ გლასას - სტიგალას, რასაც 1933 წელს "დიდი დეპრესიების" შესახებ ფრანკლინ როსველტმა მოაწერა ხელი. ეს კანონი, მისი მრავალგზის კორექტირების შემდეგ, 1999 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, სრულად იქნა უარყოფილი. მისი მიზანიც კომერციული და საინვესტიციო ბანკების განცალკევებით იმ სიტუაციისგან თავის დაღწევა იყო, რომლის შედეგადაც არსებობდა რისკი, რომ კერძო პირების მიერ ბანკებში შეტანილი თანხა საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო.
ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ედმუნდ ფელპსი, ორგანიზაცია Center on Capitalism and Society-ის დაკვეთით წერს, რომლის მიხედვითაც წამყვანი ეკონომისტები ფინანსური სისტემის გადარჩენის გზებს გვთავაზობენ. ამ "გონიერი წევრების" სიაშია ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი, ასევე, ცნობილი პროფესორები, რობერტ შილერი და ჯეფრი საკსი. მათი ღია წერილი ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გზების თაობაზე ახალი დისკუსიის წამოწყების მყარ იმპულსებს იძლევა.
ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მთავრობები ძალების კონცენტრირებას მილიარდობით დოლარად ღირებულ პაკეტებზე აკეთებდნენ, რომლის მეშვეობითაც მსხვილი ბანკების გადარჩენა და საინვესტიციო კომპანიების რეგულირება უნდა მომხდარიყო. ჯოზეფ სტიგლიცის აზრით, მთავრობებმა დახმარება უნდა გაუწიონ "კარგ ბანკებს" და ახლად მოძიებული მილიარდები "ცუდ ბანკებში" არ უნდა დააბანდონ.
წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს მთავრობას შეეძლო 700 მლრდ. დოლარის დახმარების აღმოჩენა ერთ-ერთი საკრედიტო ინსტიტუტისთვის, რომლის აქტივები 7 მლრდ. დოლარს აღწევს. ასევე, გაცილებით მომგებიანი იქნება ნოვატორული კომერციული პროექტების დაფინანსება, იმისათვის, რომ ეკონომიკას დაუბრუნდეს გლობალური მასშტაბის დინამიურობა.
წამყვანი ეკონომისტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია იდეას, რომლის თანახმადაც საჭიროა შეზღუდულ საბანკო სტრატეგიაზე დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოდელი ცხოვრებაში იქნება დანერგილი, ისეთი კონცერნები როგორიცაა მაგ., Citigroup და Deutsche Bank სამომავლოდ საინვესტიციო ბანკირების პოლიტიკის განხორციელებას ვეღარ მოახერხებენ.
გერმანიის ბიუჯეტში 70 მლრდ. ევროს გარღვევაა მოსალოდნელი
Deutsche Bank-სა და Commerzbank-ის მონაცემების მიხედვით, გერმანიის მშპ მიმდინარე წელს 5-7%-ით შემცირდება. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ შესაძლოა გერმანიის ბიუჯეტში 70 მლრდ. ევროს დეფიციტი შექმნას. შედეგად, ევროპაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა შესაძლოა 3%-იან ზონას გასცდეს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა, რაც ევროპის ვალუტის კურსისადმი ნდობის მაჩვენებელს შეამცირებს. ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებას ასეთ პირობებში ეკონომიკისთვის საგადასახადო წნეხის შესუსტებაზე უარის თქმა მოუწევს.
"სავარაუდოდ, ფედერალურ ბიუჯეტში დეფიციტი არა მხოლოდ 70 მლრდ. ევრო იქნება", - განაცხადა საფრანგეთის საბიუჯეტო პოლიტიკის სპიკერმა ალექსანდრ ბონდემ. მისი სიტყვებით, 2009 წელს მოსალოდნელი არასასურველი შედეგები გაცილებით დიდია, ვიდრე ეს მთავრობას აქვს გათვალისწინებული. მისივე თქმით, ბიუჯეტში ბანკების გადასარჩენად თანხები უნდა იქნას გათვალისწინებული.
გასულ კვირას გერმანიის ფინანსთა მინისტრმა პიერ შტაინბიუკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება გასულ წელთან შედარებით 11.5 მლრდ ევროთი გაიზრდება და 36.9 მლრდ. ევროს შეადგენს. მისი თქმით, სიტუაცია შესაძლოა უფრო სავალალო აღმოჩნდეს. მისივე თქმით, გერმანია ახლა რეცესიაში იმყოფება და ხელისუფლების წლიური ანგარიშები და გათვლები არ ამართლებს. მან ახალი ციფრები არ გააჟღერა, თუმცა აღნიშნა, რომ მშპ-ს შემცირება სახელმწიფოს მიერ გათვლილ ციფრს, 2.25%-ს, გადააჭარბებს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა გაჟღერებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მშპ. შესაძლოა 4.5%-ით შემცირდეს. ბევრი გერმანული ინსტიტუტიც თვლის, რომ გერმანიის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, ხოლო Deutsche Bank და Commerzbank-ის გათვლებით ეკონომიკა 5-7%-ით შემცირდება.
როგორც ექსპერტმა კილია ალფრედ ბოსმა განაცხადა, თუკი მშპ 4.5%-მდე შემცირდება, 2008 წელთან შედარებით, სახელმწიფო ხაზინა 25 მლრდ. ევროთი შემცირდება. წინა მაჩვენებლების მიხედვით, წინა წელს სახელმწიფო ბიუჯეტებმა, ცენტრალურმა და რეგიონულმა, დაახლოებით 562 მლრდ. ევრო მიიღეს გადასახადების სახით.
თუკი ასეთი პროგნოზები გამართლდება, გერმანიის საბიუჯეტო დეფიციტი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.
დოლარს წასვლა არ სურს
აშშ ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შემოღების წინააღმდეგია
მაშინ, როდესაც ყველა ექსპერტი მხარს უჭერს ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შემოღებას, რომელმაც დოლარი უნდა შეცვალოს, აშშ მის წინააღმდეგ გამოდის. წინა კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, რომ დოლარის პოზიციები ამჟამად მყარია, ხოლო ინვესტორების რწმენა და ამერიკული ეკონომიკის სტაბილურობა ზრდას განაგრძობს. ექსპერტების აზრით, ვაშინგტონის ვარაუდი და იმის შიში, რომ ახალი ვალუტა დოლარს ლიდერის პოზიციებს ჩამოართმევს, უსაფუძვლო სულაც არ არის, უფრო მეტიც, ის აშშ-ს ლიდერის პოზიციებს დააკარგვინებს.
"ახალი გლობალური ვალუტის შექმნის აუცილებლობა არ არის", - განაცხადა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განცხადებით, მისივე ადმინისტრაციის ქმედებების წყალობით, აშშ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც მას კრიზისიდან თავის დაღწევაში ეხმარება, ხოლო ინვესტორებს ამერიკული ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობა არ გააჩნიათ. ობამას ეს განცხადება ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოწოდებას მოჰყვა, შექმნილიყო ახალი მსოფლიო ვალუტა, რომელიც მან ოცი წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტების სამიტზე ლონდონში გააკეთა. ჩინელი ფინანსისტის აზრით, ახალი ვალუტის შექმნა სპეციალური სამართლის სესხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალურ ბაზაზეა შესაძლებელი. შედარებით ადრე ახალი ვალუტის შექმნის აუცილებლობაზე განცხადება რუსეთმა და ყაზახეთმა გააკეთეს. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ამ წინადადებას "დიდი ოცეულის" შეხვედრაზე აუცილებლად გააჟღერებს. ჩინეთისგან განსხვავებით რუსეთი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ახალი ვალუტის ემიტენტი შესაძლოა სხვა ფინანსური ინსტიტუტიც გახდეს, მათ შორის ამ მიზნისათვის შექმნილიც.
"ახლა საერთაშორისო ვალუტის ფუნქციებს ამერიკული დოლარი ასრულებს, რაც დღემდე ბევრს აწყობდა, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დიდი ეკონომიკა აქვს", - განაცხადა Deutsche UFG Capital Management -ის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ალექსეი ილიუხინმა. "ამავდროულად ამერიკული დოლარის ალტერნატივის გამოჩენას უნდა გამოეწვია კიდეც აშშ-ს კრიტიკა, რადგან ეს ქვეყნებიდან სერიოზული ინვესტიციების უკან გამოტანას გამოიწვევს და გაართულებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს".
აშშ-ს პრეზიდენტის გარდა ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გეიტნერი და ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ Bერნანკე. კონგრესში ამ თემასთან დაკავშირებით მათ დისკუსიის ალბათობაც კი გამორიცხეს.
ჩეხეთი ამერიკის გადარჩენის გეგმის წინააღმდეგ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპალენკმა ამერიკის გადარჩენის გეგმა გააკრიტიკა. სტრასბურგში ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ჩეხეთის პრეზიდენტმა ამ გეგმას "გზა, რომელიც ჯოჯოხეთში მიდის" უწოდა. მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მხრიდან ამერიკულ საბანკო სისტემაზე უზარმაზარმა ზეგავლენამ შესაძლოა გლობალური ფინანსური სტაბილურობა დაანგრიოს. აშშ არასწორი გზით წავიდა და შესაძლოა გასული საუკუნის 30-იანი წლების შეცდომები გაიმეოროს, თვლის ჩეხი პრემიერი.
მსოფლიო ვაჭრობა საომარ მდგომარეობაშია
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 9%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოლფიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება იმით, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა, ქვეყნების დიდი ნაწილი პროტექციონისტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მიდის. თუმცა ანგარიშის მომზადებისას ავტორებმა ოპტიმიზმის მიზეზი მაინც იპოვეს: ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ეკონომიკის გამოჯანმრთელების სიმპტომებია, რომელიც "კრიზისის ძირის გამოჩენაზე" მიუთითებს.
ამ დღეებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საბოლოო ანგარიშს წარადგენს: "მსოფლიო ვაჭრობა: 2009 წლის პერსპექტივები". ორგანიზაციის გათვლებით, მსოფლიო მოთხოვნის წარმოუდგენელმა შემცირებამ, რომელიც გლობალურმა კრიზისმა გამოიწვია, იქამდე მგვიყვანა, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 9%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენციები ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო: მსოფლიო ვაჭრობის საერთო ზრდამ 2008 წლის მონაცემებით 2% შეადგინა, მაშინ როცა 2007 წელს 7%-ს აღწევდა.
ასევე, ექსპერტების განცხადებით, შედარებით ძლიერად ექსპორტი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ხოლო განვითარებადში - 2-3%-ით. რუსი ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ექსპორტის ზრდასთან.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ასეთ დაბალ მაჩვენებლებს იმით ხსნიან, რომ თანამედროვე ეროვნული ეკონომიკები ყველაზე მეტად არიან განვითარებულნი, ვიდრე ოდესმე, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა ერთობლიობაში არასაკმარის დაფინანსებასა და კრედიტების უკმარისობას განიცდის. ხოლო მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზად პროტექციონიზმი სახელდება.
მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2009 წლის პირველი რამდენიმე თვის მონაცემებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იმპორტის დადებით დინამიკაზე მიუთითებენ, მაგალითად ჩინეთში, სინგაპურსა და ვიეტნამში. ზოგიერთი ექსპერტის აზრით შესაძლოა სწორედ ეს ქვეყნები იქცნენ ლოკომოტივად, რომელიც მთელი მსოფლიოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.
ჩინეთი დოლარისგან დაიღალა
ჩინეთი ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შექმნის საკითხს საერთაშორისო ფინანსური სისტემის რეფორმირებისთვის სერიოზულ ნაბიჯად თვლის. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჩოი სიაოუჩინამა განაცხადა. მან ასევე აღიარა, რომ ახალი რესურსის გამოჩენას დიდი დრო დასჭირდება.
ევროპული ბანკების მდგომარეობა უმჯობესდება
ევროპული ბანკები მათი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ განცხადებას აკეთებენ. წინა კვირას Deutsche Bank და Credit Suisse განაცხადეს, რომ 2009 წლის დასაწყისი მათი ბიზნესისთვის წარმატებული იყო და შესაძლოა, ეს წელი მომგებიანი იყოს. ექსპერტებს საკრედიტო ორგანიზაციების ოპტიმიზმი ნაადრევად მიაჩნიათ და საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას 2010 წლამდე არ ელოდებიან.
როგორც გასულ კვირას Deutsche Bank-ის გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აკერმანმა განაცხადა, ეს წელი ბანკისთვის კარგად დაიწყო. ბ-ნ აკერმანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს 3.8 მლრდ. ევროს ზარალი ნახა, საკრედიტო ორგანიზაცია ამ წელს მოგების აღდგენას შეეცდება. "2008 წლის შედეგებით იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოგება Deutsche Bank აღუდგეს", - აღნიშნა ბ-ნ აკერმანმა აქციონერებისთვის მიწერილ წერილში. Deutsche Bank-ს ინვესტორების კაპიტალის მიზიდვის აუცილებლობა არ აქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესში მდგომარეობა გაუმჯობესდა, შვეიცარიულმა Credit Suisse-მ განაცხადა. მათივე განცხადებით: "2009 წლის დასაწყისი ძლიერი იყო". გასული წლის მონაცემებით, შვეიცარულმა ბანკმა 8.2 მლრდ. ფრანკის (7.3 მლრდ დოლარის) ოდენობის ზარალი ნახა.
ორი მსხვილი ევროპული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადებები, წინა თვეში ამერიკული ბანკების Citigroup, JP Morgan Chase და Bank of America განცხადებებს მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ბანკების ოპტიმიზმი და გაუმჯობესებული მდგომარეობა მყარი არ არის.
მთლიანობაში საბანკო სექტორის გაუმჯობესება, ექსპერტ იენ გორდონის განცხადებით, არ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ეკონომიკაში პრობლემების ზრდა თავისთავად გამოიწვევს დეფოლტების რაოდენობის ზრდას.
უგო ჩავესმა კრიზისის დაძლევის საკუთარი გეგმა შეიმუშავა
ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად თავისი გეგმა შეიმუშავა. იგეგმება ბიუჯეტის შეკვეცა, ნავთობის მოპოვების შემცირება და ასევე მაღალშემოსავლიან ჩინოვნიკებზე ეკონომიის გაკეთება.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ვენესუელის ეკონომიკის კრიზისი, რომელიც ნედლეულზეა დამოკიდებული და მასში ნავთობის ექსპორტი 91%-ს აღწევს, განსაკუთრებით შესამჩნევია აღმოჩნდა: მიმდინარე წლის მარტამდე ადგილობრივ ნავთობზე კუბური ბარელის საშუალო ფასი 37.3 დოლარი იყო (გასული წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის თითქმის ნახევარია) ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2008 წლის ბოლოსთვის 4.8%-ი შეადგინა (2007 წელს 8.4%-ი იყო) პირველ რიგში მთავრობა მიმდინარე ბიუჯეტის გადახედვას შეცდება, რომლის მიხედვითაც ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 60 დოლარს შეადგენს. ახალ ბიუჯეტში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 40 დოლარი იქნება გათვალისწინებული.
ამავდროულად უგო ჩავესმა პოპულისტური ნაბიჯებიც გადადგა. მაგალითად, დაპირება, რომ შრომის მინიმალური ანაზღაურება 20%-ით გაიზრდებოდა და ბენზინზე ფასი შენარჩუნდებოდა, რომელიც ვენესუელაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
ამასთან ვენესუელის პრეზიდენტი მოსახლეობას სოციალური პროგრამების გაფართოებას შეჰპირდა, რითაც ის პოპულარობას ინარჩუნებს.
ბოლო დროს უგო ჩავესი აქტიურად ეძებს სასარგებლო კონტაქტებს სხვადასხვა ქვეყანასთან. მიმდინარე თვეს რაფაელ რამირესმა და რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა რუსეთ-ვენესუელას ენერგეტიკული შეთანხმების დამატებით პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
ევროკავშირის ბიუჯეტი მცირდება
როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, ევროპის ზონაში არსებული ეკონომიკები 2009 წელს 4.1%-ით შემცირდება. ოფიციალური პროგნოზი 31 მარტს გამოქვეყნდება, თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ცნობილია. გერმანიის ეკონომიკის განვითარება 5.1%-ით შემცირდება, იტალიის – 4.2%-ით. ერთობლიობაში ექსპერტები ევროპის მომავალს გაცილებით ცუდად სახავენ, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები, რომელთა გათვლითაც ევროპის მშპ ამ წელს 3.2%-ით შემცირდება.
მოამზადა ირმა ზარნაძემ