რუსეთის ფედერაციის დადებითმა სავაჭრო სალდომ 2009 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, 12,1 მილიარდი დოლარიდან 8,4 მილიარდ დოლარამდე დაიწია. სტატისტიკის მონაცემებით, 2009 წლის იანვარში, რუსეთის საბაჟოზე ექსპორტის მოცულობამ 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის განცხადებით 2008 წლის იანვართან შედარებით ეს ციფრი 50,3%-თაა შემცირებული. იგივე სამსახურის მტკიცებით, 2009 წელს რუსეთში ექსპორტის შემცირება გამოწვეულია როგორც საექსპორტი საქონლის ფიზიკური რაოდენობის შემცირებით, ასევე თვით საქონლის შედარებითი გაიაფებით.
ნავთობის ფასი დაეცა, ნავთობისა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ძირითადი საექსპორტო საქონელია. ასევე შემცირდა მისი მოპოვებისა და გადამუშავების ტემპი. ამ ყველაფერმა რუსეთის სავაჭრო მოცულობის შემცირებაზე ჰპოვა ასახვა. 2009 წლის იანვარში რუსეთის ექსპორტმა 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამით 2008 წლის იანვრის მაჩვენებელს 37,4%-ით ჩამორჩა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო ვაჭრობამ 25,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მონაცემზე 46,6%-ით ნაკლებია. სავაჭრო ბალანსის დადებითმა სალდომ 8,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 12,1 მილიარდი დოლარით ნაკლებია 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რუსეთის საბაჟო სტატისტიკის მონაცემებით კი 2009 წელს სავაჭრო ბალანსის სალდო 2,4-ჯერ შემცირდა.
აკვირდებიან რა რუსეთის მიერ გადახდისუნარიანობის დინამიკის განვითარებას და ასევე იმპორტის შემცირების მიმდინარე პროცესებს,
ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს პროგნოზს, რომ 2009 წელს მოსალოდნელია საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდო.
საბაჟოს სტატიკის მონაცემებით 2009 წლის იანვარში, რუსეთის ფედერაციის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: ჩინეთი, რომელთანაც საქონლის ბრუნვამ 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ 64,6%-ით ნაკლები 2008 წლის იანვართან შედარებით, ნიდერლანდები - 2,1 მილიარდი დოლარი 46,7%-ით ნაკლები, გერმანია - 1,8 მილიარდი დოლარი 41,6%, Iტალია - 1,7 მილიარდი დოლარი 39,7%, თურქეთი - 1,5 მილიარდი დოლარი 68,7%, იაპონია 1,1 მილიარდი დოლარი 69,8%, აშშ - 1 მილიარდი დოლარი 78,8%-ით ნაკლები.
რაც შეეხება რუსეთ - იაპონიის სავაჭრო ურთიერთობას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა, იანვრის მონაცემებით მისი მოცულობა განახევრდა. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ვაჭრობამ არსებული კურსით 918 მილიონი დოლარი შეადგინა და რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებულ 1 მილიარდ დოლარს, სინამდვილეში ვერ მიაღწია. იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ზოგადად ქვეყნიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი 65%-ით შემცირდა. ელექტროტექნიკის 86%-ით, ავტომობილების 75%-ით, ხოლო საკვები პროდუქციის ექსპორტი 80%-ით.
პარალელურად რუსულმა ექსპორტმა იაპონიაში 35%-იანი შემცირება განიცადა. განსაკუთრებით შემცირდა ალუმინისა და ფერადი ლითონის მიწოდება, რასაც რუსეთ-იაპონიის ექსპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
პრობლემა იაპონიაში ამ საქონელზე მოთხოვნის შემცირებაა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში და ავტომობილების წარმოებაში წარმოქმნილმა ვარდნამ განაპირობა. სანაცვლოდ რუსეთიდან ხე-ტყის, ფოლადისა და ნახშირის ექსპორტი გაიზარდა.
რეკორდულ დონეს რუსეთ - იაპონიის ვაჭრობამ 2008 წელს, 29,6 მილიარდ დოლლარს, მიაღწია. ამ მაჩვენებლით რუსეთი იაპონიისათვის, ევროპაში გერმანიის შემდეგ, მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ასეთივე რყევებს განიცდის რუსეთის მეორე მეზობელი და დიდი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის ექსპორტი და ეკონომიკა დააზარალა. Eექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, ქვეყნის საერთო ეროვნულ პროდუქციის 60% შეადგენდა. უცხოეთში მოთხოვნების შემცირებამ კი ჩინეთის ეკონომიკის დამუხრუჭება და უმუშევრობა გამოიწვია.
საექსპორტო ქვეყნებში არსებული ფინანსური კრიზისის და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩინეთი არ ამბობს უარს თავის განზრახვაზე, განავითაროს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და იყოს ლიდერი ამ სფეროში, აცხადებს ჩინეთის მთავრობის პრემიერი ვენ ცზიაბაო.
Aარსებულ სიტუაციაში არსებობს საშიშროება, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა პროტექციონალისტური პოლიტიკა განახორციელონ ექსპორტის მიმართ. ამის საპასუხოთ ჩინეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობს თავი დაიზღვიოს და გააქტიუროს ქვეყნის შიდა ბაზარი.
`აუცილებელია მოხდეს იმპორტ - ექსპორტის მუშაობის ხელშეწყობა, უნდა გადაიხედოს და დარეგულირდეს საგარეო ვაჭრობის წესდება, გაუმჯობესდეს ვაჭრობის პირობები~, - განაცხადა ვენ ცზიაბაომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა ყრილობის გახსნაზე. ექსპერტები თვლიან, რომ, შიდა მოხმარების დონის გაზრდაზე ზეგავლენას ახდენს ისიც, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ ძირითადად ტრადიციული სოფლის მეურნეობის მატარებელი ქვეყანაა, რომელიც მყარადაა მიბმული სოციალურ-სადაზღვევო სისტემებზე.
რაც შეეხება ცვლილებებს თვიდან თვემდე, 2009 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბალანსის სალდომ 2008 წლის დეკემბერთან შედარებით საგრძნობლად, 28,2 მილიარდი დოლარით შემცირდა. 1,5-ჯერ შემცირდა ექსპორტი დეკემბრიდან იანვრამდე და 2-ჯერ იმპორტის მოცულობის ღირებულება.
ანალიტიკოსთა აზრით, თუ ნავთობის ფასი მიღწეულ სტაბილურობას
შეინარჩუნებს, მაშინ პირველ კვარტალში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა არსებულ
მცირე დადებით სალდოზე დარჩება.
G2008 წელს სავაჭრო ბალანსის სალდო 201,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2007 წელს კი იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 152,2 მილიარდი დოლარი იყო.
შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობის ბალანსმა 167,9 მილიარდი დოლარი
შეადგინა, 2007 წელს კი იგი 129,4 მილიარდი დოლარი იყო.
დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბალანსის სალდო 2007 წელთან შედარებით გაიზარდა და 33,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2007 წელს კი ეს მხოლოდ 22,8 მილიარდი დოლარი იყო.
რაც შეეხება რუსეთს, `გალიონ კაპიტალის~-ის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის ალექსანდრე რაზუვაევის განცხადებით, რუსეთის ექსპორტის ვარდნა როგორც ნავთობზე ფასის ვარდნამ, ასევე ლითონის ბაზრის შემცირებამ გამოიწვია. `ჩვენ წელს ვნახავთ ბუნებრივ გაზზე ფასის ვარდის შედეგებსაც~, - დასძენს ის. მისი აზრით, სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აუცილებელია რუბლის კურსის რეგულირებისათვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა გასული წლის შედეგებით რუსეთიდან 100 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა.
2009 წელს რუსეთში ექსპორტის 45%-იანი ვარდნას ელოდებიან. ბუნებრივია ეს ვარდნა უარყოფითად აისახება მისი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.
ნინო ნიკოლაიშვილი