ნანახია: 1701
მათი შემოსავლები ოფშორულ ზონებში ირიცხება
განვითარებადი ქვეყნები ყოველწლიურად 124 მლრდ. დოლარს მიუღებელი გადასახადების სახით კარგავენ, რომლებიც ოფშორულ ზონებში ირიცხება. საერთაშორისო საზოგადოება ასეთ ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას უწევს, რაც ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Oxfam-ის გათვლებით ამ პრობლემასთან საბრძოლველად ძალიან მცირე თანხებია. "საგადასახადო სამოთხის" პრობლემების დარეგულირება "დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ამ კვირის შეხვედრის დღის წესრიგში დადგა. განვითარებადი ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, ოფშორებში ანგარიშებზე 6,2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს ინახავენ. ამასთან ეს თანხა ყოველწლიურად 200-300 მლრდ. დოლარით იზრდება, რომლებიც შემდეგ საზღვარგარეთის ბანკებში ირიცხება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად განვითარებად ქვეყნებისათვის საერთაშორისო დახმარება წელიწადში 103 მლრდ. დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2009 წელს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს დამატებითი 25 მლრდ. დოლარი დასჭირდებათ. ექსპერტები თვლიან, რომ დონორების დახმარებით 22 ქვეყანაა დაინტერესებული, ხოლო 26 ქვეყანა "რიგში დგას", თუმცა თანხებს ჯერ არ საჭიროებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა დომენიკ სტროს-კანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ განვითარებად ქვეყნებს არ დაეხმარებიან, არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო ათწლეულის ყველა სერიოზული მიღწევა ეჭვის ქვეშ დადგეს. როგორც დომენიკ სტროს-კანმი, Oxfam-ის ექსპერტებიც მსოფლიოს მოუწოდებენ დაბალგანვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დახმარებისაკენ. იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს ის მიღწევები, რომლებიც ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მოხდა. "ეს ქვეყნები ყოველწლიურად მილიარდებს კარგავენ, რომლების შეიძლებოდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიღარიბის შემცირებაზე მიმართულიყო. ამ თანხებით შესაძლებელია განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესება, ასევე ხალხის დაცვა ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედებისაგან," - მიიჩნევს სებასტიან ფორმი Oxfam France-იდან. Oxfam-ის მონაცემებით, წელიწადში 16 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ყველა ბავშვი სკოლაში მერხით იყოს უზრუნველყოფილი და 50 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება, რომ ღარიბი ქვეყნები კლიმატური ცვლილებებისაგან იყვნენ დაცულნი.
|