ნანახია: 842
"კოკა-კოლას" ბრალი ბაზრის მონოპოლიზირების მცდელობაში ედება
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა "კოკა-კოლას" შეთავაზება წვენების ეროვნული წარმოების Huiyuan Juice Group-ის შესყიდვის თაობაზე. გარიგება დაახლოებით 2.3 მლრდ. დოლარს შეადგენდა და მისი განხორციელების შემთხვევაში ამერიკის უალკოჰოლო სასმელების წამყვანი კომპანიის ისტორიაში ის ყველაზე მსხვილი გარიგება იქნებოდა. ჩინელმა ჩინოვნიკებმა გამოთქვეს აზრი, რომ იქმნებოდა საშიშროება, რის შედეგადაც "კოკა-კოლა" ქვეყნის დომინანტ პოზიციებს დაიკავებდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ არც ისე დიდი ეროვნული კომპანიებისთვის, რომლებსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. ჩინური ბაზარი "კოკა-კოლა"-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია: წინა წელს "კოკა-კოლას" გაყიდვების მაჩვენებელმა ქვეყანაში 19%-ით მოიმატა, მაშინ როცა აშშ-ში 1%-ით შემცირდა. 2008 წელს "კოკა-კოლა" გაზიანი სასმელების 52.5%-ს ფლობდა, მაშინ როცა მისი კონკურენტი "პეპსი-კოლა" 33%-ს. ხილის წვენების ბაზარზე "კოკა-კოლას" მხოლოდ 12 % ეკავა, ამიტომ კომპანია მის გაფართოებას Huiyuan Juice Group-ის შეერთებით აპირებდა, რომელიც ბაზრის 8.5% ფლობდა. კომპანიისთვის ეს ნაბიჯი სერიოზული წინსვლა იქნებოდა რეგიონში და მას არნახულ მოგებას მოუტანდა. გასული წლის სექტემბერში "კოკა-კოლას" მესვეურებმა კომპანია Huiyuan -ის ძირითადი აქციონერებისგან შეთანხმებაზე თანხმობა მიიღო, მაგრამ ჩინური ბაზრის სხვა წარმომადგენლებმა ხლისუფლებას თხოვნით მიმართეს, დაეცვა ისინი უფრო ძლიერი უცხოური კონკურენტისგან. ვაჭრობის სამინისტროს რამდენიმე თვე დასჭირდა იმისათვის, რომ შეემოწმებინა, ეს შეთანხმება ექვემდებარებოდა თუ არა ახალ ანტიმონოპოლიურ კანონს, რომელიც ძალაში 2008 წელს შევიდა."ჩინური მოსახლეობის ნაწილი ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც Huiyuan , შენარჩუნებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ~,- განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტმა ლინდა იუმ. "კოკა-კოლა" პირველი უცხოური კომპანია გახდა, რომელიც ახალი ანტიმონოპოლიური კანონის შედეგად დაზარალდა. ეს დოკუმენტი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროკავშირის სავაჭრო პალატის, კრიტიკის საგანი ერთხელ უკვე გახდა. ჩინეთის მთავრობამ გადაწყვეტილება, არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური ფაქტორების გამოც მიიღო.
|