ნანახია: 577
რეცესიის წინააღმდეგ ომი მილიარდებს საჭიროებს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ მხარი დაეჭირათ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის და ხმა მისცეს მიზნობრივი ფონდების გაფართოებას 250 მლრდ დოლარიდან 250 მლრდ დოლარამდე. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ევროკავშირის ფინანსური უწყებების მეთაურების შეხვედრისას, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა. ევროკავშირი დათანხმდა იმას, რომ "განსაკუთრებული შემთხვევისას" ის მიიღებს მონაწილეობას მათ გაუმჯობესებაში. ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მხარდაჭერა მშპ-ს 3,3%-სა და დეფიციტის მოცულობის შემცირებაზე. ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ აღნიშნა, რომ ევროკომისიამ დაკარგა ყოველგვარი იმედი იმისა, რომ სასიკეთო გარდატეხა კრიზისში მიმდინარე წელს დადგება. ლუქსენბურგის ფინანსთა მინისტრის - იუნკერის განცხადებით, ბოლო კვირეების განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ევროზონაში მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ არსებობს. "სახეზეა ღრმა რეცესია, იმაზე უარესი, ვიდრე იყო 90-იანი წლების დასაწყისში", - აღნიშნავს იუნკერი. ალმუნიამ აღნიშნა, რომ თავისი მორიგი პროგნოზით ევროკომისია მხოლოდ მაისში (იანვრის შედეგებს მიიჩნევენ დაძველებულად) გამოვა. იანვარში ის ევროზონაში მშპ-ს შემცირებას 1,9%-ით პროგნოზირებდა. "ამ მომენტისთვის რისკი უფრო გაიზარდა", - აღნიშნა ევროკომისარმა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური მრჩეველი ლარი სამერე რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო აქციების კოორდინირებისას დამატებითი სახელმწიფო დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. იუნკერის აზრით: "კონიუნკტურის გამოცოცხლებისთვის მზად არ ვართ, პირველ რიგში, საჭიროა კონიუნკტურის შედეგებზე დალოდება, რომელიც სრულად 2010 წელს გამოჩნდება." საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურმა დომენიკ სტროს კანმა აღნიშნა, რომ რისკების ნაწილი ჯერ კიდევ დაფარულია და ქმნის ნიადაგს გაურკვევლობისთვის. თუ კრიზისმა კიდე 6 თვეს გასტანა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი საშუალებები დასჭირდება. სწორედ ამიტომაც გაზარდა მან მიზნობრივი ფონდების დაფინანსება 2-ჯერ. კრიზისი სერიოზულად შეეხო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც, რაც გასულ თვეებში არ შეიმჩნეოდა. მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით გართულდა კაპიტალის გადატანა ღარიბ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, კრიზისი შეეხო აღმოსავლეთ ევროპასაც. "თუ ჩვენ ვერ გამოვნახეთ პრობლემის დაძლევის საშუალებებს, მაშინ შევეჯახებით ნეგატიურ გამოძახილს განვითარებული ქვეყნების წარმოებებში", - განაცხადა დომენიკ სტროს კანმა. მან აღმოსავლეთ ევროპიდან კაპიტალის გადინების შესახებ, პირველ რიგში, გერმანია და საფრანგეთი გააფრთხილა.
|