ევროპა საშიშ ზღვარს მიუახლოვდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ევროპა საშიშ ზღვარს მიუახლოვდა
ნანახია: 662

ევროპა საშიშ ზღვარს მიუახლოვდასარეიტინგო სააგენტო Moody's-ი ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში დეფოლტს პროგნოზირებს. ფინანსური ბაზრების შოკები კონტინენტის რამდენიმე სახელმწიფოს საბაზრო დაფინანსების კარს ჩაუკეტავს, რაც მათი რეიტინგების „ნაგვის“ დონემდე დაწევას, ლიკვიდურობის დეფიციტსა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების შემცირებას გამოიწვევს.

Moody's-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ევროზონა საშიშ ზღვარს უახლოვდება, რომლის შემდეგაც ბლოკის დაშლაა მოსალოდნელი. „ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და რეცესია იწყება,“ - აცხადებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი პიერ კარლო პედოანი. გუშინ ორგანიზაციამ ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2-დან 0,2%-დან შეამცირა, თუმცა პედოანის თქმით, უარესი ჯერ კიდევ წინაა: თუ ევროკავშირის ლიდერები არ მიიღებენ სათანადო ზომებს, ევროპის ეკონომიკაში რეცესია უფრო ღრმა იქნება და 2013 წლამდე გაგრძელდება.

პესიმისტურ შეფასებებს ეთანხმებიან Barclays Capital-ის ანალიტიკოსები, რომელთა თქმითაც, სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ING-ის წარმომადგენლის ტიმ გორდონის თქმით, ყველამ იცის, რომ მთელი ევროპა რისკის ზონაშია და ახლა საკითხი მხოლოდ მისი გადარჩენის ფასს ეხება. ბაზრები და პოლიტიკა ქაოსშია და რა უნდა გაკეთდეს, მარეგულირებლებსაც კი არ ესმით.

Moody's-ის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ პოლიტიკოსები უკანასკნელ მომენტამდე დაელოდებიან მოვლენების განვითარებას და მოქმედებას მხოლოდ შოკების სერიის შემდეგ დაიწყებენ.თუმცა, პედოანის თქმით, ჯერ კიდევ შეიძლება უარესი სცენარის თავიდან აცილება და მსოფლიო კრიზისის ახალი ტალღის შეჩერება.ამ ფონზე ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობა რეკორდებს ხსნის. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირის ძლიერი წევრებიც კი ახლოს არიან უფრო სუსტი ქვეყნების დასახმარებლად რეზერვების ამოწურვასთან.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ამ კვირაში წარმოდგენილი იქნება ამბიციური ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც, ევროპის ფინანსური სტაბილიზაციის ფონდი (ЕFSF) გაიზრდება. ამჟამად ფონდის მოცულობა 440 მილიარდ ევროს შეადგენს.

commersant.ge


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48