ნანახია: 753
ამერიკის ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს ფინანსურ ბაზრებზე პანიკის შეჩერებას. კომისია ფასიანი ქაღალდებით და აშშ-ს ბირჟებით უკვე მომდევნო თვიდან შეძლებს დაუბრუნდეს კოტირების ზრდის მოქმედ წესებს, შეზღუდვებს, რომლებიც აქციების გაყიდვებზე იყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ წესების შემოღებამ შეიძლება შეამციროს ვალენტურობა საბარჟო ვაჭრობაზე, მაგრამ მათ მართვასა და ინვესტორების განწყობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის მარტამდე ამერიკის აქციის ბაზარმა 1 ტრლნ დოლარი დაკარგა. საფონდო ბირჟაზე ვარდნის შესამცირებლად ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა ყურადღება გასული წლის პრაქტიკას მიაქციოს და კოტირების ზრდის წესი დააბრუნოს. ეს ნორმა მიმართულია შორტ–სეილერების შესაჩერებლად, რომლებმაც აქციები ბროკერებისგან - გამყიდველებისგან მომავალში ფასის ვარდნის მოლოდინში შეიძინეს. მას შემდეგ რაც აქციების ფასი დაეცემა, შორტ-სეილერები გამოისყიდიან აქციებს და ბროკერებს დაუბრუნებებ, ხოლო ფასებს შორის სხვაობას გარიგების მონაწილეები ჩაიდებენ ჯიბეში. მათი აზრით, აქციების "შემოკლება" შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღირებულება აიწევს იმ ფასზე მაღლა, რომლითაც შორტ-სეილერმა შეიძინა აქციები. ეს წესი შემოღებული იქნა 1938 წელს ბაზრების ჩამოშლის შემდეგ, შემაერთებელი ეფექტების შესამცირებლად, რომლის მიზანი "დათვური" რეიდისგან გაყიდვების და ბაზრების გადარჩენა იყო. ერთი მხრივ, ის უგულვებელყოფილი იქნა 2007 წლის ივლისში კრიზისის წინ. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) მაშინ ჩათვალეს, რომ თანამედროვე პირობებში ისინი ვერ გამოამჟღავნებდნენ მნიშვნელოვან გამოვლინებებს საბირჟო ვაჭრობის განვითარებაში. სამშაბათს ფინანსური კომიტეტის წარმომადგენელმა ბარნ ფრანკმა აღნიშნა, რომ ამ წესის ახლიდან შემოღება უკვე აპრილიდანაა შესაძლებელი. SEC-ს წარმომადგენელი შპილერი, - "მე ვიმედოვნებ, რომ ერთი თვის განმავლობაში კოტირების ზრდის წესი აღდგება". SEC-ში წესის დაბრუნების ვადები შეიძლება აპრილში გადაიხედოს. მისი ამოქმედება ამა წლის ზაფხულამდე შეუძლებელია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მცირე გაყიდვების შეჩერებას საბირჟო ვაჭრობის გრძელვადიან დინამიკაზე აქვს შეზღუდული ეფექტი. ,,მთავრობები უბრალოდ ცდილობენ შეაჩერონ კოტირების თავისუფალი ვარდნა, გზაზე საფეხურების დაყენებით, კოტირების ზრდის წესის გამოყენებით", - მიაჩნიათ ექსპერტებს. Cantor Fitzgerald-ის მთავარი სტრატეგი სტივენ პოუტი დარწმუნებულია, რომ ამ წესის ძალაში შესვლა ვაჭრობის მიმართულებებს შეცვლის.
|