აშშ-ს მთავრობა 410 მლრდ დოლარს მიიღებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : აშშ-ს მთავრობა 410 მლრდ დოლარს მიიღებს
ნანახია: 897

ამერიკაში ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

სამშაბათს, აშშ-ს კონგრესმა 2008-2009 წლის სამთავრობო ხარჯებისთვის 410 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი მოიწონა, რომელიც 2009 წლის 30 სექტემბერს დასრულდება. კონგრესმენმა რესპუბლიკელებმა სცადეს დაებლოკათ ამ კანონპროექტის მიღება იმ მიზეზით, რომ სამთავრობო ხარჯები 8%-ით გაიზრდებოდა. ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას კანონპროექტში ჩართული პროგრამის მიმართაც, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ მიღებული ანტიკრიზისული გეგმის ჩარჩოებში 787 მლრდ დოლარით უკვე ფინანსდება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სამთავრობო ხარჯების ზრდა აშშ-ს ბიუჯეტს რეკორდულ დეფიციტამდე, თითქმის 2 ტრლნ დოლარამდე, მიიყვანს.
აღნიშნული კანონპროექტის მიღება ჯერ კიდევ შარშან იგეგმებოდა, მაგრამ სენატორებმა შესწორებებზე შეთანხმება ვერ მოასწრეს. ამ შემთხვევაში დებატები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ 97 სენატორიდან 62-მა მას მხარი დაუჭირა. ამჟამად დოკუმენტს ხელი პრეზიდენტ ობამამ უნდა მოაწეროს. "სამთავრობო უწყებები ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას დაფინანსების არასაკმარისობას ამოწმებდნენ, მაგრამ ახლა მათთვის აუცილებელია ეს თანხები, რათა იმუშაონ ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ნევადი გარი რეიდმა. კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებითი სახსრების გამოყოფას ტრანსპორტის სამინისტროს საქმიანობაზე, თანხა გამოიყოფა სოფლის მეურნეობისა და ასევე სხვა სამთავრობო დაწესებულებების დასაფინანსებლად, ფედერალური გამოძიების ბიუროს ჩათვლით, პროექტი ითვალისწინებს კონტროლს აქციებსა და ფასიან ქაღალდებზე, მეთვალყურეობას პროდუქტების და წამლების წარმოებაზე, აგრეთვე იმ ორგანიზაციის დაფინანსებაზე, რომელმაც 2010 წელს უნდა ჩაატაროს ამერიკის მოსახლეობის აღწერა. დემოკრატებმა აგრეთვე შეძლეს თავიანთი პოზიციის შენარჩუნება კონგრესმენთათვის ყოველწლიური სახელფასო შემოსავლის ავტომატურ ინდექსაციაზე.
"მთავრობა იქცევა აბსოლიტურად სწორად, ცდილობს ეკონომიკის სტიმულირებას და პირდაპირი ფინანსირება შესაძლებელია იყოს ყველაზე ეფექტური. შეასაძლებელია პრობლემებმა იჩინოს თავი მაშინ, როცა ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება და საჭირო გახდება მაღალი ხარჯების შეჩერება და დაბრუნება მყარ საბიუჯეტო დაგეგმარებაზე", - განაცხადა ოხფორდ ეცონომიცს ეკონომისტმა ლეა ტაილერმა.
დებატებისას რესპუბლიკელმა სენატორებმა ამერიკის ბიუჯეტის რეკორდულ დეფიციტზეც ისაუბრეს, რომლის სავარაუდო ციფრი 1,75 ტრლნ დოლარია. დამოუკიდებელი ანალიტიკოსების მოსაზრებით, ამერიკის სამთავრობო ხარჯების ზრდას შესაძლებელია უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს."ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი ამ წელს იქნება 1,9 ტრლნ დოლარი", - აღნიშნა IHS global insight -ს ეკონომისტმა ნაიდჟელ გაულტმა.




აშშ ფინანსური სისტემის გადარჩენას ცდილობს

აშშ-ს მთავრობა დაიღალა მარტოდმარტო ფინანსური სისტემის კრიზისიდან გამოთრევაში და დასახმარებლად კერძო ინვესტორებს უხმობს.
როგორც Washington post-ი იუწყება ხელისუფლება ჰეჯ-ფონდებისა და კერძო ფონდებიდან სახელმწიფო მაღალრეიტინგული ფასიანი ქაღალდების შესასყიდად კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ყოველივე ამან სამომხმარებლო დაკრედიტების სტიმულირება უნდა შეძლოს. ექსპერტების განცხადება იმის თაობაზე, რომ "ტოქსიკური" აქტივების პრობლემას სახელმწიფო ინიციატივა ვერ გადაწყვეტს, კერძო ინვესტორებს ნამდვილად ვერ აღაფრთოვანებს.
Washington post-ის მონაცემებით, მთავრობა გეგმავს კერძო ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა საკრედიტო საქმიანობაში 1 ტრლნ დოლარის ოდენობით. გადაიხედება ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ პირდაპირი გზით AAA-ს უმაღლესი რეიტინგის მქონე ფასიანი ქაღალდების მფლობელების დაკრედიტება. ფედერალური სარეზერვო სისტემა გირაოში ობლიგაციების კრედიტებით აღებას საავტომობილო უზრუნველყოფით, საბარათე და სხვა ვადიანი სესხის სახით გეგმავს. ამან სტიმულირება უნდა მოახდინოს სამომხმარებლო კრედიტებზე, რაც ხელს შეუწყობს მომავალში დაგირავების ჩამონათვალის გაფართოებას და იმ ქაღალდებით სარგებლობას, რომლებსაც აქვთ დაბალი საკრედიტო რეიტინგი და არიან უფრო მაღალი რისკის მატარებლები. ამერიკელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მოცემული გეგმა სწრაფად შეძლებს აშშ-ს ფინანსური სისტემის განმტკიცებას.
"მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ფინანსურ სისტემაში კაპიტალი სხვადასხვა მხრიდან ამოქაჩოს, მაგრამ ასეთი მოქმედება მათთვის იქნება დამამძიმებელი გარანტია კაპიტალის დაბრუნებისა. გარდა ამისა, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, კერძო ინვესტორები არ გამოამჟღავნებენ ინტერესს ამ პროგრამის მიმართ", - განაცხადა ეაგან-ჯონეს რატინგს ხელმძღვანელმა შონ იგანმა.
ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი პროგრამა სრულად ვერ გადაწყვეტს ამერიკის ფინანსური სისტემის მთავარ პრობლემას. "სამწუხაროდ, ეს ინიციატივა ამერიკის ფინანსურ სისტემაში "ტოქსიკური" აქტივების არსებობის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ეს პრობლემა კი მთავარი დაბრკოლებაა აშშ-ს ფინანსური სტაბილურობის გზაზე", - აღნიშნავს IHS გლობალ ინსიგჰტ ეკონომისტი ნარიმან ბერავეში.

დოდო შენგელია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48