
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი მოსკოვს ევროზონის დახმარებას სთხოვს.
стройная фигураReuters-ის ინფორმაციით, ლაგარდი მოსკოვში უკვე ჩავიდა და რუსეთის ხელისუფლებას, ევროპისთვის „ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილის „გაყოფა" მოსთხოვა.
ლაგარდი მოსკოვში 2 დღეს დარჩება, შემდეგ კი ვიზიტით ჩინეთსა და იაპონიას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სსფ-ის დირექტორი დიმიტრი მედვედევთან გლობალური ეკონომიკისა და ფინანსების აქტუალურ საკითხებს განიხილავს. შეხვედრაზე ისაუბრენბენ G20-ის სამიტის შედეგებსა და მსოფლიოს ფინანასური სისტემის რეფორმირერებაზე", - ნათქვამია ოფიციალური კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ თანახმაა აწარმოოს სავალო კრიზისით დაზარალებულ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები, თუმცა კონკრეტული თანხის გამოყოფაზე, კრემლში ჯერ არ საუბრობენ.
რუსეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ევროპის დასახმარებლად მხოლოდ 10 მლრდ დოლარის გაღებას გეგმავს, რაც სსფ-ის ობლიგაციებში ინვესტირების გზით მოხდება. თუმცა ევროპელ ლიდერებს გაცილებით მეტი სურთ. ევროკავშირი ევროპის სტაბილურობის ფონდის (EFSF) - 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე გააკეთა კომენტარი ლაგარდის ვიზიტზე. ლავროვის განცხადებით, განვითარებადი ქვეყნები - რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა, მზად არიან დაეხმარონ ევროპას, სავალუტო ფონდის ინსტრუმენტების მეშვეობით, თუკი მიიღებენ პირობას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რეფორმები განხორციელდება.
ლავრომა აქვე დააფიქსირა, რომ რუსეთს არ სურს თანხა პირდაპირ ევროპის სტაბილურობის ფონდში (EFSF) ჩარიცხოს.