გლობალური ნაციონალიზაცია ამერიკული ფინანსური გიგანტების მოლოდინში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : გლობალური ნაციონალიზაცია ამერიკული ფინანსური გიგანტების მოლოდინში
ნანახია: 613

ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ბანკები და სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ხდებიან. იპოთეკური გიგნატი Fannie Mae სახელმწიფოს ფულის თხოვნით კვლავ მიმართავს: მას შემდეგ რაც 2008 წელს კომპანიის დანაკარგები ოცდაათჯერ გაიზარდა, მას კიდევ 15 მილიარდი დოლარი სჭირდება. კაპიტულაცია კიდევ ერთმა ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა Citigroup-მა გამოაცხადა: მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მისი აქციების 36%-ს მიიღებდა, აქციების ფასი 44%-ით დაეცა. სულ მალე შესაძლოა სადაზღვევო კომპანია American International Group (AIG) სახელმწიფოს 30 მილიარდის დახმარება სთხოვოს.
წინა კვირის ბოლოს Fannie Mae-მ 2008 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი კოლოსალურ დანაკარგებზეა. კომპანიის წარმომადგენლებს სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ და იძულებულნი გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც მინიმუმ, 15 მილიარდი დოლარის დახმარება ეთხოვათ, რაც დაეხმარებოდათ დაუბრუნებელი იპოთეკური კრედიტებისა და დანაკარგების ნელ-ნელა დასაფარად. წინა წლის მონაცემებით Fannie Mae-ს ზარალი თითქმის 60 მილიარდ დოლარს აღწევს. სწორედ ასეთმა მძიმე მდგომარეობამ აიძულა კომპანია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის ფული ეთხოვა.
წინა კვირას თითქმის საბოლოო კაპიტულაცია CitiGroup- მაც გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები კომპანიის აქციების 36% მიიღებს მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო დათანხმდა მათში 25 მილიარდი დოლარის ღირებულების პრივილეგირებული ქაღალდების კონვერტირება მოეხდინა, იმ პირობით, რომ კერძო ინვესტორები ბანკის კაპიტალში ანალოგიურ თანხას შეიტანდნენ. განცხადებამ, აქციების კონვერტაციის შესახებ, `სიტის~ აქციების საბაზრო ღირებულება 44%-ით შეამცირა.
გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ არსებულ სიტუაციაში ბანკების ნაციონალიზაცია გარდაუვალი ნაბიჯია. ეს გამოსავალი არ არის მხოლოდ აშშ-თვის – შედარებით ადრე, დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო პროგრამის განხორციელება, რომლის თანახმადაც სარისკო საბანკო აქტივების დაზღვევა მოხდება. ამ ოპერაციისთვის ბრიტანეთის ხელისუფლებამ 500 მილიარდი ფუნტი სტერლინაგი (715 მლრდ. დოლარი) გამოყო. ამის შედეგად, მთავრობამ ღოყალ Bank of Scotland-ში სახელმწიფოს წილი 95%-მდე გაზარდა. "რჩება შთაბეჭდილება, რომ ბანკებს მეტი კაპიტალი დასჭირდებათ, ამიტომ როგორც ევროპისათვის, ასევე აშშ-თვის დღის წესრიგში ბანკების ნაციონალიზაცია კვლავ დგას. ამას დასასრული აღარ უჩანს", - განაცხადა ფონდ Tilney Investment Management ხელმძღვანელმა გრემ ექსტონმა.
სახელმწიფოს ყურადღებას სადაზღვევო კომპანია American International Group (AIG) იქცევს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში კომპანიის გადასარჩენად სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48