ნანახია: 721
მსოფლიო ფინანსური კრიზისის სირთულის საკუთარ თავზე გამოცდა ახლა უკვე ჩრდილოეთ ევროპას მოუწევს: ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში პირველად რეცესია დანიას, ფინეთსა და შევეიცარიასაც შეეხო. ეკონომიკის ვარდნა ნორვეგიამაც განიცადა, რომელიც ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა. შედარებით რთულ სიტუაციაში შვეიცარია აღმოჩნდა. 2008 წლის მეოთხე კვარტალში, ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა წლიურ ანგარიშში 4.9%-ით შემცირდა. მესამე კვარტალთან შედარებით მშპ-ს ზრდა 2.4%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს სტოკჰოლმის ცენტრალური სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომისტები მშპ-ს 2.7%-მდე ვარდნას ვარაუდობენ, რაც 1940 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. "ეს საშინელი ციფრებია", - განაცხადა შვეიცარიის მთავრობის ხელმძღვანელმა ფრედერიკ რაინფელდმა. მისი განცხადებით, კრიზისის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია, რის შედეგადაც ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ევროპის სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები დაზარალდებიან. შვეიცარიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე დიდი დარტყმა ექსპორტის მხრივ მიიღო, რომელიც შვედური სოფლის მეურნეობის წარმოების თითქმის ნახევარს უზრუნველყოფდა. ისეთმა კონცერნებმა როგორებიცაა, Volvo და lectrolux მსოფლიო ეკონომიკის შესახებ პროგრამები უკვე წარმოადგინეს. შვედური ეროვნული ვალუტის სუსტი კურსი ევროსთან და დოლართან მიმართებაში მეოთხე კვარტალში შეკვეთების 7.2%-ით შემცირების ერთგვარი კომპენსაცია იყო, მაგრამ დანაკარგის მთლიანად აღმოფხვრა მათ ძალებს აღემატებოდა. ექსპერტებს ყველზე მეტად შიდა მოთხოვნის შემცირება აფიქრებთ. შვედური ბანკის მთავარი ეკონომისტი რობერტ ბერგკვისტი თვლის, რომ კრიზისს ფსკერისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. სხვა ანალიტიკოსების აზრით, არსებულ სიტუაციაში პოზიტიური მომენტებიცაა. `შვედბანკის~ ანალიტიკოსი კნუტ ხალბერგის აზრით, მსხვილ ექსპორტიორ ფირმებს შესაძლებლობა მიეცათ საგრძნობლად შეემცირებინათ თავიანთი ხარჯები, რაც დადებითად აისახა მშპ-ს მაჩვენებელზე. თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საექსპორტო აქტივობა კვლავ დაეცემა, ეს არეულობასა და უმუშევართა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების გარდა, რაც დამატებითი სტიმულის მიმცემია, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, მშპ-ს 1.3%-ით გასაზრდელად ხელისუფლება ინფრასტრუქტურის აღსადგენ სამუშაოებს ჩაატარებს. შვეიცარიაში უმუშევართა რაოდენობა მომავალ წელს, სავარაუდოდ, 10.2%-ს შეადგენს. ასეთივე ნეგატიური ფაქტები ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა: დანიაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა. რეცესიას ჩრდილოეთ ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა - ფინეთი ებრძვის. ქვეყანაში 2008 წლის მეოთხე კვარტალში მშპ 2.4%-ით შემცირდა. დანია და ფინეთი ექსპორტზე არიან დამოკიდებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მტკივნეულად აღიქვამენ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გვერდით არც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას ნორვეგიას აუარა - მეოთხე კვარტალში მისი მშპ 1.3%-ით გაიზარდა. ოსლოს ცენტრალური სტატისტიკის დეპარტამენტის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდება. მიუხედავად მსოფლიო ფასების შემცირებისა, სიდიდით მეხუთე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა ჩრდილოეთ ატლანტიკაში "შავი ოქროს" მოპოვებით დივიდენდების მიღებას განაგრძობს.
|