ნანახია: 706
2013 წელს მსოფლიო, შესაძლოა, უფრო სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, ვიდრე დღესაა - ასეთი პროგნოზი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორმა ნობია ტანაკამ გააკეთა. მისი პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ "შავ ოქროზე" ფასი ზრდას განაგრძობს, შესაძლოა, ბარელი ნავთობის ღირებულებამ 200 დოლარს მიაღწიოს. ექსპერტები ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას არ გამორიცხავენ. მათი აზრით, ბარელ ნავთობზე ფასის 70-80 დოლარამდე გაზრდის შემთხვევაში, ნავთობის მოპოვებაში ინვესტირება განახლდება, შედეგად გაჩერებული და გაყინული პროექტები ისევ ამუშავედება, რაც მოთხოვნის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ექსპერტები ახალი კრიზისის დასაწყისს ეჭვის ქვეშ აყენებენ. ბატონი ტანაკის აზრით, კრიზისის მიზეზი ბაზარზე ნავთობის არასაკმარისი მიწოდება გახდება. "თუკი ნავთობზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს, შესაძლოა, მისი დეფიციტი შეიქმნას. მე იმის თქმაც შემიძლია, რომ ნავთობის დეფიციტი 2013 წელს იქნება,"- განაცხადა ბატონმა ტანაკამ. ექსპერტების აზრით, მსოფლიოში არსებულმა ფასებმა, შესაძლოა, 2008 წლის რეკორდიც მოხსნას და ბარელი ნავთობის ფასმა 200 დოლარს მიაღწიოს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნავთობის მომპოვებელმა ყველა კომპანიამ ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენაზე ინვესტირება შეწყვიტა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ყველაზე კაპიტალტევადი პროექტების განხორციელება. ნავთობზე მოგების შემცირებაზე განცხადება ყველა დიდმა ქვეყანამ უკვე გააკეთა. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ არ ღირს სიტუაციის გამწვავება და ახალი კრიზისით ხალხის დაშინება, მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ჯერ არსებულ კრიზისსაც არ გამკლავებია. აღსანიშნავია, რომ ნავთობის წარმოება და მასზე მოთხოვნა ერთმანეთთან შეუთანხმებლობაში მოვიდნენ – როდესაც ნავთობზე მზარდი მოთხოვნა განახლდება, ამის მიუხედავად მისი წარმოება არათუ გაიზრდება, არამედ დაეცემა. ამან შესაძლოა ნავთობზე ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. როგორც კი ნავთობის მოთხოვნაზე ტენდენციური ზრდა განახლდება, ნავთობში ინვესტიციების ჭარბი შემოდინება მოხდება, ამიტომაც, მათი აზრით, ნავთობზე მაღალი ფასები მსოფლიო ეკონომიკაში ახალი პრობლემების მიზეზი არ გახდება. მაშინ, როდესაც ექსპერტების ნაწილი, იმას წინასწარმეტყველებს, თუ როგორი იქნება სიტუაცია ნავთობის ბაზარზე ოთხი წლის შემდეგ, ოპეკის წევრი ქვეყნები ორი კვირის შემდეგ შეხვედრას გეგმავენ. შეხვედრაზე საუბარი მსოფლიო ბაზარზე ფასების შენარჩუნების მიზნით ნავთობის მიწოდების ზრდის შესაძლებლობებზე იქნება.
|