"თუ საბერძნეთი გაკოტრდება, იმდენ ევროს ვიყიდი, რამდენიც შემეძლება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : "თუ საბერძნეთი გაკოტრდება, იმდენ ევროს ვიყიდი, რამდენიც შემეძლება"
ნანახია: 718

"თუ საბერძნეთი გაკოტრდება, იმდენ ევროს ვიყიდი, რამდენიც შემეძლება" მსოფლიო უფრო და უფრო დიდი სიძნელეების წინაშე დგას, - აცხადებს ჯიმ როჯერსი. Handelsblatt –თან ინტერვიუში გამოჩენილი ინვესტორი საუბრობს, რა გზებითაა შესაძლებელი სავალო კრიზისიდან გამოსვლა და რატომ აქვს ევროს უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკისთვის. მან ასევე განმარტა, რატომ არ არის დეფოლტი ევრო ზონის ორი-სამი ქვეყნისთვის ისეთი საშიში, როგორც ზოგიერთები წარმოაჩენენ.

- ბატონო როჯერს, მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ურჩევდით ინვესტორებს ეყიდათ სასაქონლო აქტიქვები და ინვესტირება მოეხდინათ ჩინეთში. დღესდღეობით გაქვთ თუ არა ახალი რჩევები ინვესტორებისთვის?
- თუ რაიმე ახალი გინდათ, ყურადღება მიაქციეთ მიანმარის. იქ რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს ინვესტიციები. მიანმარში ამჟამად ხორციელდება რეფორმები, რომელთა განხორციელებაც ჩინეთში 1978 წლიდან მიმდინარეობს. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი უკვე ცხადია – ჩინეთი 30 წელია წარმატებით ვითარდება.

- სხვა რამე ახალს არ გვეტყვით?
- მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ჩემი სტრატეგია შევცვალო. ბოლო 12 წლის მანძილზე ამტკიცებდნენ მის სისწორეს – ეყიდათ ნედლეული და გამოქცეულიყვნენ აშშ-დან, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოდან. ინდექსი S&P 500 ზუსტად იმ ნიშნულზეა, რომელზეც 12 წლის წინ იყო, ხოლო ჩემი ღოგერს Rogers International Commodity Enhanced ინდექსი ზუსტად ამ პერიოდში 450 პუნქტით გაიზარდა. რაც შეეხება ნედლეულის ბაზარს, აქ იდეალურად ფუნქციონირებს "ხარების" ბაზარი და სანამ ეს ასეა, საჭიროა გაგრძელდეს ყიდვების პროცესი. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ის შეუცვლელი დარჩა, რადგან მსოფლიოც არ შეცვლილა.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები აგრძელებენ ფულის ბეჭდვას და თავიანთ ვალუტას აუფასურებენ. ასეთ დროს საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომაც, მე უპირატესობას ვანიჭებ სტაბილურ ვალუტას, ამას გარდა აგრარული სექტორის სანედლეულო საქონელს, ასევე ოქროსა და ვერცხლს.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ჯერჯერობით თავს იკავებთ ოქროს შესყიდვისგან. . .
- მე ვამბობდი, რომ არ ვაპირებდი ოქროს ყიდვას მაშინ, როდესაც მისი ღირებულება პიკს აღწევდა, ამიტომაც ვიყიდი მაშინ, როდესაც ფასები კლების პროცესში იქნება.

- ბოლო დროს ოქროს ბაზარზე ცვალებადობა იზრდება. მუდმივად ხორციელდება მნიშვნელოვანი კორექტირებები. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოქროს ფასმა უკვე მიაღწია მაქსიმუმს?
- ეჭვი არ მეპარება, რომ უახლესი ათწლეულის მანძილზე ოქრო უფრო გაძვირდება. მისი ფასი, ვფიქრობ, 2 ათას დოლარამდე აიწევს უნციაზე, ან შესაძლებელია 3 ათასს დოლარსაც გადააჭარბოს. დროგამოშვებით კი ფასი დაიწევს კიდევაც. თუ დღევანდელი ტენდენცია გაგრძელდება და ოქროს თავიანთი აქტივების დასაცავად და შესანარჩუნებლად გამოიყენებენ, ცუდი ნიშანი იქნება. ინვესტიციების სამყაროში ასეთი რაღაცეები არ ხდება. ამიტომაც, კორექტირებები მუდმივად განხორციელდება. შესყიდვების გასაკეთებლად ჩემთვის კარგი პერიოდია. ყიდვას ვარჩევ იმ შემთხვევაში, როდესაც ფასები ეცემა.

- ალბათ, ბირჟებზე გააქტიურდით, რადგან კოტირებები ბირჟებზე მნიშვნელოვნად ეცემა.
- მე თითქმის არ გამაჩნია აქციები ევროპულ ფასიან ქაღალდებზე, ამერიკულ ტექნოლოგიურ აქციებზე, ამ დროს კი განვითარებადი ქვეყნების აქციებზე ვდებ ფსონს მაშინაც კი, როდესაც კურსები მცირდება. დადგება მომენტი, როდესაც აქციების ბაზარზე პანიკა დაიწყება. ამ შემთხვევაში მომიწევს ჩემი პოზიციების რეალიზება მოვახდინო და სხვა რამით დავკავდე. როცა ეს მოხდება, ამ მომენტს არ გამოვტოვებ.

- რასთანაა დაკავშირებული თქვენი პესიმიზმი აქციებთან დაკავშირებით?
- დარწმუნებული ვარ, რომ უფრო რთული პრობლემები გველოდება. ბოლო წლების განმავლობაში მრავალმა მმართველობამ დახარჯა ბევრი ფული და ვინაც ეს ფული მიიღო, არც თუ ისე ცუდად ცხოვრობს. მეორე მხრივ, მთლიანად მსოფლიოში მდგომარეობა უარესდება, ვალები კი იზრდება. ადრე თუ გვიან, აშშ გადალახავს ეკონომიკურ რეცესიას, თუმცა, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება გაურკვევლობა, მით უფრო გამწვავდება სიტუაცია. აშშ ვერ შეძლებს უსასრულოდ ფულის ბეჭდვას, ბაზრები ამას არ დაუშვებენ. ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გამწვავება, რაც აზიასა და ევროპასაც გადაედება.

- მაგრამ ევროპას თავისი პრობლემებიც მრავლად აქვს, თან იმაზე გაცილებით სერიოზული, ვიდრე აშშ-ს?
- არა, აშშ ყველაზე დიდი მოვალეა ისტორიაში. ჩვენ გვაქვს შტატები, რომლებიც უკვე გაკოტრდნენ, მაგალითად ილინოისი და კალიფორნია. ამ დროს კი მედიასაშუალებების მთელი ყურადღება ევროპისკენაა მიმართული. მართალია, ევროპის პრობლემებიც ძალიან სერიოზულია: ევროპაში არსებობს გაბანკროტებული მთავრობები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ამას არ აღიარებენ და აგრძელებენ მათ დახმარებებს ტრანსფერების გამოყოფით. იგივე ეხება ბანკებსაც. ჩემი აზრით, აბსურდია, რომ ავსტრიელები, ჰოლანდიელები და გერმანელები ბანკების შეცდომების გამო იხდიან, იმიტომ, რომ ბანკებმა არასწორი საკრედიტო პოლიტიკა გაატარეს. რატომ უნდა აგოს ვინმემ პასუხი გერმანული ან ფრანგული ბანკების შეცდომებზე? თუ ბერძნებს ურჩევნიათ პლიაჟზე კოქტეილების წრუპვა, დაე, გააგრძელონ გართობა, მაგრამ მათი გართობისთვის სხვები არ უნდა იხდიდნენ;

- თქვენი ხედვით, საბერძნეთი უნდა გაკოტრდეს?
- აბსოლუტურად. არ შეიძლება უსასრულოდ ფულის მიცემა მათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ არავის უნდა აღიაროს ასეთი ჩავარდნები. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკოსებს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად ვაჟკაცობა ეყოფათ. საჭიროა ნამდვილი წესრიგის დამყარება. პოლიტიკოსები უნდა შეეჩვიონ ფაქტს, რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს ფულს. უნდა განისაზღვროს, რომელი მთავრობა და ბანკია ჯანმრთელი და რომელი არა. შედეგად, ბერძნები ვეღარ გააგრძელებენ ფულის ფლანგვას. იგივე ეხებათ ირლანდიელებსაც. ბევრი ბანკი განიცდის დანაკარგებს.

- ძალიან მტკივნეული პროცესია,...
- რა თქმა უნდა. მე არ მითქვამს, რომ ჩემი წინადადებები მარტივი და სასიამოვნო იქნებოდა. პირიქით, ისინი ძალიან მტკივნეულ პროცესებს გამოიწვევენ. ერთი მხრივ, თუ ჩვენ ახლავე შევუდგებით საქმეს, მაშინ ტკივილი არც ისე ძლიერი იქნება, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესები გვიან დაიწყება. ალტერნატივა მდგომარეობს იმაში, რომ იგივე სიტუაციას მივიღებთ 2012 წელს და ეს განმეორდება 2014 სა და 2016 წლებში. მაგრამ ყოველ ჯერზე, კრიზისი უფრო მეტად მწვავე იქნება.
- 1990-იანი წლების დასაწყისში შვედებმა გადაწყვიტეს მტკივნეული რეფორმების გატარება. მათ ფინანსური სექტორი დაყვეს "კარგ" და "ცუდ" ბანკებად, თითქოს ისინი გააცალკევეს ქირურგიული სკალპელით. ამ ოპერაციის პირველი წლები საშინელი იყო. ბანკები გაკოტრდნენ, ხალხი იტანჯებოდა. თუმცა, ამის შემდეგ შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები გადაიქცნენ წარმატებულ მმართველობებად. გადაწყვეტილება გამართლებული იყო. იგივე გზა გაიარეს სამხრეთ კორეამ, მექსიკამ და რუსეთმა. ყველა მთავრობამ, რომლებმაც მტკივნეული გზა აირჩიეს, კრიზისიდან უფრო გაძლიერებულები გამოვიდნენ.

- გჯერათ ევროს მომავლის?
- მსოფლიოს ძალიან სჭირდება ევრო, რადგან საჭიროა დოლარს კონკურენტი ჰყავდეს. ევროს თეორიაში ყველაფერი რიგზეა: დიდი ეკონომიკური სივრცე, ნაკლებობა არა მხოლოდ ისეთი გიგანტური ვალის მქონე ქვეყნებში, როგორიც აშშ-ია, არამედ დეფიციტთან ახლოს მყოფ ქვეყნებშიც. პრაქტიკულად ევრო პოლიტიკურ ვალუტას წარმოადგენს. ვშიშობ, პოლიტიკოსები ევროს კრახამდე მიიყვანენ და ის ვერ გადარჩება.

- შესაძლებელია, რომ გამოსავალი საგადასახადო გაერთიანების შექმნა იყოს?
- რა თქმა უნდა, ეს ევროსთვის უკეთესი იქნება, ვიდრე მისი ახლანდელი სტატუსი. მაგრამ სისტემის გადარჩენა შესაძლებელია საგადასახადო გაერთიანების შექმნის გარეშეც, თუ მხოლოდ ბანკროტ ქვეყნებს მისცემენ გაკოტრების საშუალებას. თუ საბერძნეთი გადახდისუუნარო გახდება, ეს ევროს დასასრულს სულაც არ ნიშნავს. არსებულ სისტემას შეუძლია მომავალშიც არსებობა, თუ ყველა აღიარებს არსებულ რეალობას. ეს ნიშნავს, რომ ბანკები ჩამოწერენ თავიანთ ტოქსიკურ სესხებს, არავინ აღარ იყიდის სულელურ ობლიგაციებს, საბერძნეთს თავის პრობლემებთან თვითონ მოახერხებს გამკლავებას. ეს ყველაფერი ძალიან წაადგება სიტუაციას.

- ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ საბერძნეთით არ შემოიფარგლება.
- სისტემა ამასაც აიტანს. თუ ევროზონაში გაკოტრდება ორი ან სამი სახელმწიფო, სხვებს ეცოდინებათ, რომ წესების დაცვით უნდა ითამაშონ, სხვა შემთხვევაში ფულს ვეღარ მიიღებენ. თუ ეს ასე მოხდება, მე ევროში განვახორციელებ იმდენ ინვესტიციას, რამდენიც შემეძლება. რა თქმა უნდა, თავიდან ევრო დაეცემა - და ამას ყველა მტკივნეულად იგრძნობს. მაგრამ, ამ შემთხვევაში მეცოდინება, რომ ევროზონაში ქვეყნები სწორი გზით მიდიან. თუ ხალხს კარგად გამოაფხიზლებენ, იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ის, ვინც ერთხელ უკვე გაკოტრდა, აღარ დახარჯავს იმ ფულს, რომელიც მას არ ეკუთვნის. ამ მაგალითს, როგორც მინიმუმ, ერთი თაობა კარგად დაიმახსოვრებს.


მოამზადა ეკა ღვინჯილიამ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48