
პრეზიდენტი ბარაკ ობამა სახელმწიფო ვალის დასაფარად ამერიკელი გადამხდელებისთვის, რომელთაც 1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, ახალი მოსაკრებლის დაწესებას აპირებს. ეს იდეა ამერიკელ მილიარდერს უორენ ბაფეტს ეკუთვნის.
გადასახადების ზრდის საკითხი იქნება იმ რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი სპეციალურად კონგრესის კომიტეტზე განიხილავს. კომიტეტი სახელმწიფოს 1.5 მილიარდ დოლარიანი გრძელვადიანი დეფიციტისგან თავის დაღწევის გზებს ეძღვნება.
პრეზიდენტს ჯერ არ დაუწესებია მინიმალური საგადასახადო განაკვეთი ყველაზე მაღალშემოსავლიანებისთვის, რაც იმისთვის კეთდება, რომ დარწმუნდნენ ყველაზე მდიდრები ნაკლებად ეფექტიან საგადასახადო განაკვეთს იხდიან, ვიდრე საშუალოშემოსავლიანები.
ახალი სახის გადასახადის დაწესებას რესპუბლიკელებეს მხრიდან წინააღმდეგობა ელის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გადასახადების გაზრდა მაღალშემოსავლიანებისთვის დააზარალებს პატარა ბიზნესებს და შეამცირებს ინვესტიციებს.
ამასთან ერთად, რესპუბლიკელები ობამას სახელფასო გადასახადის შემცირების გეგმასაც აკრიტიკებენ.
აშშ-ს რესპუბლიკელების პარტიის ლიდერმა პრეზიდენტ ობამას გეგმა გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ დასაქმების გასაზრდელად სახელფასო გადასახადის შემცირება, მიმდინარე ჩავარდნის დასრულების შემდეგ, გადასახადების ზრდას გამოიწვევს.
რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ მიმართვაში, სპიკერმა ჯონ ბონერმა, უმრავლესობის ლიდერმა ერიც ცანტორმა და ხხვა ლიდერებმა დეტალურად განიხილეს სახელფასო გადასახადის შემცირების იდეა, რომელიც ობამას 447 მილიარდ აშშ დოლარიანი დასაქმების გეგმის მთავარი ნაწილია. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამ გეგმის უარყოფით შედეგს 2013 წელს, მისი ამოწურვისთანავე მოიმკიან.
`მიმდინარე გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებამ შესაძლებელია განავითაროს წინასწარ განუსაზღვრელი უარყოფითი მოვლენები~, _ აცხადებენ კანონმდებლები. ლიდერებმა ასევე თქვეს, რომ იმედი აქვთ თეთრ სახლთან გამართავენ პატიოსან და შედეგიან განხილვებს, და ორივე პარტიის კანონმდებლების დახმარებით მიაღწევენ კონკრეტულ შეთანხმებას საგადასახადო დებულებასთან დაკავშირებით.
ობამას დასაქმების გეგმა ერთმანეთს უპირისპირებს ორ პარტიას. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ 8 სექტემბერს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საგადასახადო პაკეტი და დანახარჯების გეგმა მძიმედ აწვება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სკოლების მოდერნიზების გეგმას, რომელიც 2009 წლის ეკონომიკის სტიმულირებისთვის იყო შემოღებული. ისინი ამბობენ, რომ 9.1 პროცენტიანი უმუშევრობა იმის დამადასტურებელია, რომ წინა ღონისძიებებმა არ იმუშავა.
რესპუბლიკელების ლიდერები და ზოგიერთი დემოკრატი დანახარჯების დასაფარად გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგება. დანახარჯები მოიცავს მაღალ გადასახადებს საინვესტიციო შემოსავლებზე, ასევე, გდასახადებს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიებში.
შეთანხმებასახელფასო გადასახადის შემცირების წინადადება გულისხმობს დასაქმებულების წახალისებას, რადგან პროგრამა ზრდის ხელფასის მოცულობას, რაც საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ხარჯების გაზრდას გამოიწვევს.
რესპუბლიკელები სხვა არგუმენტებს იშველიებენ სახელფასო გადასახადის შემცირების უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ობამას წინადადება, კომპენსირება მოახდინოს ადრინდელი დანახარჯების მდიდარი გადამხდელების ხარჯზე, შეუმცირებს დაფინანსებას ათასობით ეკლესიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას. ისინი ეწინააღმდეგებიან ობამას მიერ ინიცირებულ პროექტს შენობების მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას შედეგი არ გამოუღია.
გზების რეკონსტრუქციარესპუბლიკელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პრეზიდენტის შემოთავაზებას 50 მილიარდი აშშ დოლარის გზების რეკონსტრუქციის ფონდში ჩარიცხვის თაობაზე, ასევე ახალი ინფრასტრუქტურის ბანკის შექმნას, რადგან დამატებითი ხარჯები გაიწევა მანამ, სანამ გადაწყდება რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს.
ექსპერტები, მათ შორის მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომისტები, ამბობენ, რომ დანახარჯების ზრდა არ იქნება ისეთი ძლიერი სტიმულატორი, მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბევრ კომპანიას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ისესხოს ფული, ამის ნაცვლად კი გადასახადების გამოქვითვის დაჩქარებული პროცესი მიმდინარეობს.
ნაკლებად კეთილშობილურითუ კონგრესი რამეს არ მოიმოქმედებს, შედეგად 2012 წლისთვის გაუფასურებულ ბონუსებს მივიღებთ, მანამ, სანამ 2013 წლისთვის ჩვეულებრივი წესები არ განახლდება.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ სურთ ობამას წინადადება უფრო გააფართოვონ და გადადონ კანონის ძალაში შესვლის დრო, მათ სურთ, რომ ფედერალურმა, სახელმწიფო და ადგილობრივმა მმართველობებმა უარი თქვან კონტრაქტორისთვის გადასახადების 3%-ის გადახდაზე, რათა შეუტიონ საზოგადოებრივ სექტორთან მომუშავე კომპანიებს, რომლებიც გადასახადებს მალავენ.
ობამა 1 წლით ვადის გადაწევას ცდილობს, რათა მიღებული წესების ეფექტი 2014 წელს იხილოს. რესპუბლიკელები, რომელთაც აშშ-ს სავაჭრო პალატა უჭერს მხარს, აპირებენ გააუქმონ კანონის წელს მიღების მოთხოვნა.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ისინი ობამას შემოთავაზების იმ ნაწილს ემხრობიან, რომელიც გულისხმობს ვეტერანების დაქირავებისთვის საგადასახადო კრედიტების გაზრდას. ისინი ამბობენ: `ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს~.