ნანახია: 1910
მსოფლიო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე სტროს კან დომინიკი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, - "ეგრეთწოდებული კრიზისის მესამე ტალღა ქვეშ მოიყოლებს განვითარებად ქვეყნებს".
მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, სიღატაკის ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის დამატებითი 25 მილიარდი დოლარის გამოყოფა გახდება საჭირო იმისათვის, რომ მათ არსებული კრიზისი დაძლიონ. აქედან 22 სახელმწიფო დონორი ქვეყნების დახმარებას უთუოდ საჭიროებს, ხოლო დანარჩენ 26 ქვეყანას კი, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ფულადი სახსრების გამოყოფა ჯერ არ სჭირდება.
სავალუტო ფონდი 2008 წელთან შედარებით, 2009–ში დახმარების 30% -ით შემცირებას არ გამორიცხავს.
მათივე აზრით, ძირითად პრობლემას არსებულ სიტუაციაში დაბალი მოთხოვნა ექსპორტზე და ასევე ევროპისა და ამერიკის სტაბილურ ქვეყნებში დასაქმებული პირებისგან ფულადი გზავნილების შემცირება წარმოადგენს.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სოციალურ–პოლიტიკური განყოფილების თავმჯდომარის მარკ პირსონის განცხადებით:"ღარიბ ქვეყნებში განვითარებული არასტაბილური სოციალური მდგომარეობა გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და მძიმედ დააზარალებს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც."
მსოფლიო ბანკების წამყვანმა ექსპერტებმა უკვე გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირება მსოფლიოში 46 მილიონ ადამიანს სიღატაკის პირას მიიყვანს.
არსებულმა კრიზისმა და ზოგადად, პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებამ საგრძნობლად დააზარალა არა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტები, არამედ მსოფლიო ავტო და საავიაციო ბიზნესებიც. კატასტროფის პირას დგანან ასევე ავტონაწილების დილერი კომპანიები.
თებერვლის მონაცემებით, მსოფლიო ავტობიზნესში ახალი ამერიკული, ევროპული და იაპონური მანქანების გაყიდვების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. ბოლო 30 წლის მანძილზე მსგავსი რამ არ მომხდარა, - აცხადებენ კომპანიები.
სავალალო აღმოჩნდა ორი მძლავრი კომპანიის თოყოტა და Hონდა-ს ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი. თებერვლის მონაცემებით, მან 32% შეადგინა და 21%-ით დაიწია. Nისსან-ის ფირმის ავტომობილების გაყიდვები კი 35% არის შემცირებული.
შვეციის პრმიერ-მინისტრმა ფრედერიკ რაინფელდტმა ექსპერტების ანტიკრიზისული საბჭოს სამიტზე ბრიუსელში ევროპელ ავტომწარმოებლებს მოუწოდა, რომ მათ ავტომობილების წარმოების მოცულობა 1/3 უნდა შეამცირონ, ანუ 18 მილიონი ერთეულის ნაცვლად, წელიწადში 12 მილიონი უნდა გამოუშვან. აქედან გამომდინარე, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ავტოინდუსტრიაში, წარმოების შემცირების ფონზე, მცირდება ხელფასები და ზოგიერთები საერთოდ კარგავენ კიდეც სამუშაო ადგილებს. მაგალითად, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი კონცერნი Volkswagen 16,5 ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. კომპანიამ თანამშრომლების ნაწილს უკვე გაუნახევრა სამუშაო განაკვეთი.
ანალიტიკოსების პროგნოზით, გაყიდვების მაჩვენებლის 6.5% შემცირების ფონზე, გერმანია დაახლოებით 3 მილიონს ავტომობილს გამოუშვებს, რაც ყველაზე დაბალი ციფრია 90-იანი წლების შემდეგ. მწარმოებლების გვერდით ასევე მძიმედ დაზარალდნენ ავტოდილერი კომპანიები.
მეტად არასახარბიელო ვითარებაა ამერიკის ავტოწარმოებაშიც. ჩჰრყსლერ-ის მიერ წარმოებული ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 50%-ით შემცირდება, General Motors გაყიდვები 45%-ით ნაკლები ივარაუდება, ხოლო Ford -ის გაყიდვები, რომელმაც უარი განაცხადა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ დახმარების პაკეტზე, 42% -მდე დაეცემა. სიტუაციას მეტად ართულებს ის ფაქტიც, რომ ეგრეთწოდებული ,დიდი სამეული“ თუ დროულად არ დაძლევს კრიზისს და მოგებას ვერ ნახავს, შესაძლოა გაკოტრდეს, რადგან მას სახელმწიფოს 17,4 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი აქვს.
გარდა ამისა, AIG განცხადებით, ზოგადად ამერიკის კორპორაციულ ისტორიაში მეტად შემაშფოთებელი ციფრი დასახელდა, ზარალმა მეოთხე კვარტალში 61,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მთლიანად წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,3 მილიარდი დოლარია.
ბანკროტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ ევროპის 300-ზე მეტი ავტონაწილების მომწოდებელი კომპანიები. ექსპერტები თვლიან, რომ ეს არის ყველაზე მძიმე პერიოდი საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში.
Handelsblatt -თვის მიცემულ ინტერვიუში კომპანია ღოლანდ Bერგერ-ის პარტნიორი იმავე სეგმენტში მარკუს ბერეტი აცხადებს, რომ "აპრილის ბოლოსთვის კიდევ 20–30 კომპანიის გაკოტრების საკითხი შესაძლებელია აქტუალური გახდეს". .მისი აზრით, თუ კომპანიის მენეჯერების ვედრებას, დახმარების გაწევის თაობაზე, იგნორირება მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ კიდევ უფრო მძიმე სურათი შეიძლება დავინახოთ. 2009 წლის ბოლომდე ავტონაწილების მომწოდებელი კიდევ 100 კომპანია გაკოტრდება.
მძიმე მდგომარეობა დაფიქსირდა ასევე ავიაკომპანიებშიც. 2008 წელს მსოფლიო ავიაციაში ზარალმა 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაცია IATA -ას განცხადებით, ნავთობზე ფასების არასტაბილურობა, უარყოფით გავლენას ახდენს ავიაკომპანიების მუშაობის ეფექტურობაზე, ამ ფაქტორის მოგვარების შემთხვევაში, 2009 წელს ზარალი 2,5 მილიარდით შეიძლება შემცირდეს.
IATA-ას პროგნოზით, 230 ავიაკომპანია, რომელიც მსოფლიო გადაზიდვების 93% უზრუნველყოფს, მარტო ერთ კვარტალში 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს დააფიქსირებს.
ჟურნალ ,,ფორტუნამ“ ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგული ცხრილი შეადგინა. უკვე მეორე წელია Apple ლიდერობს, მეორე ადგილზეა უორენ ბაფეტის საინვესტიცო კომპანია Berkshire Hathaway. სიაში ვერ მოხვდნენ რუსი პრეტენდენტები "გაზპრომი", "ლუკოილი" და "სურგუტნეფეგაზი". აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ამ რეიტინგში მოხვედრილთა 80% ამერიკული კომპანიებია.
Apple-ის გენერალური დირექტორის სტივ ჯობსის ავადმყოფობისა და ეკონომიური კრიზისის მიუხედავად, კომპანია დღესაც აფართოებს თავის ბიზნესს და ამიტომ იგი დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს აღნიშნულ რეიტინგში. Berkshire Hathaway-ის მეორე პოზიცია იმან განაპირობა, რომ არსებული კრიზისის გამო, მისი შემოსავლების დანაკარგი კვარტალში მსოლოდ 4 % იყო.
მესამე ადგილს დასჯერდა "ტოიოტა", რომელიც რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდა. "ტოიოტა" ლიდერთა გრაფაში ერთადერთი არაამერიკული კომპანიია. რუსული კომპანიები მხოლოდ მე–12, მე–13, მე–15 ადგილებს დასჯერდნენ.
მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისისგან გამოწვეული მოვლენები, შეიძლება ითქვას, რომ შეუქცევადი გახდა. მან უკვე საზოგადოების არსებობის მანძილზე შექმნილი თითქმის ყველა სეგმენტი მოიცვა. გამოსავალს ეძებენ ყველგან, შედეგები ჯერ ისევ ბუნდოვანია.
ქეთი სიხუაშვილი
|