ამერიკის მშპ რეკორდულად დაეცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ამერიკის მშპ რეკორდულად დაეცა
ნანახია: 791

აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობათა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მშპ 3.8%-ით შემცირდა. მომხმარებლის შემცირების, კომპანიების, სავაჭრო მარაგისა და ექსპორტის დაცემის ფონზე კი ეს მაჩვენებელი 6.2%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები ჯერ კიდევ პესიმისტურად არიან განწყობილნი და გარკვეულ პოზიტივებს არ ელიან.
ექსპერტთა თქმით, ასეთი უცაბედი ვარდნა საქონლის რეზევრზე მომხმარებლის დინამიურმა მოთხოვნამ და ექსპორტზე მომხმარებლის დანახარჯების შემცირებამ გამოიწვია, რომელზეც ამერიკის ეკონომიკის დაახლოებით 70% მოდის და ბოლო ხანებში 4.8%-ით შემცირდა (რეკორდული მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ). დანახარჯების შემცირება ბიზნესის სფეროშიც საკმაოდ მაღალია: კაპიტალდაბანდებები ბოლო 28 წლის მანძილზე მაქსიმალურად - 21%-ით დაეცა. ხოლო ბიზნესკომპანითა მიერ სხვადასხვა ხელსაწყოს შესყიდვებზე დანახარჯებმა მესამედით იკლო, რაც პირველი შემთხვევაა 1958 წლის შემდეგ.
ოფიციალური ცნობების თანახმად, სავაჭრო რეზერვები არა 6.2 მლრდ. დოლარით გაიზარდა, რასაც კრიზისის დაწყებამდე მოელოდნენ, არამედ, პირიქით, 19.9 მლრდ. დოლარით შემცირდა. ექსპორტი, რომელიც ამერიკული ეკონომიკის "მთავარ საყრდენად" ითვლებოდა, შარშანდელი წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში, 1971 წლიდან მოყოლებული, პირველად 23.6%-ით შემცირდა. "ეკონომიკსთვის ეს მეტად ძალიან ცუდი რეზულტატია, ხოლო რაც შეეხება მომავალს, ნათელი წერტილებს მასში ჯერაც ვერ ვხედავ", - განაცხადა "არ ბი ქეი დეილის" ანალიტიკოსმა მილერ თაბაკმა. "ეკონომიკის კრახი ძალიან სწრაფად და შეიძლება ითქვას, მოულოდნელადაც მოხდა. მწვავე და ხანგრძლივ რეცესიში კი ჯერ კიდევ დიდი ხნით დავრჩებით," - აცხადებს "ბლუმბერგი".
ექსპერტთა აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ აშშ-ს ეკონომიკამ წელს "ამოსუნთქვა" შეძლოს. უმუშევრობის ტემპების ზრდაც ძალიან მაღალია, ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა რიცხვმა უკვე 8.1%-ის მიაღწია, რაც პირველი შემთხვევაა 1983 წლის შემდეგ. რეცესია უმუშევრობას ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაეტყო, უმუშევართა რიცხვმა მაშინ უკვე 3.6 მილიონს მიაღწია და მას შემდეგ ბიზნესისა და მომხმარებლის დანახარჯების შემცირება დღემდე გრძელდება. პიტერ ბუკვარის გათვლებით აშშ-ს მშპ ახლო მომავალში კიდევ 5%-ით იკლებს, რაც აშშ მთავრობამაც აღიარა. "ჩვენ ველით რეცესიის გაგრძელებასა და აშშ-ს ეკონომიკაში საკმაო დაცემასაც", - განაცხადა წინა კვირას წლის მომავალი ბიუჯეტის გაცნობისას ბარაკ ობამას მრჩეველმა ეკონომიკის სფეროში ქრისტინა რომერმა. მისი თქმით, ამჟამად ბიუჯეტში 1.75 ტრილიონი დოლარის დეფიციტია. აღსანიშნავია ისიც, რომ როცა ერთიანი რეცესიის დასრულებას წლის მიწურულისაკენ ელიან, ქრისტინა რომერის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური კრიზისი ამ დროისათვის უნდა გამძაფრდეს და მხოლოდ 2010 წლის შუა პერიოდისათვის გაიზრდება ეკონომიკა 3.2%-ით.
როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ს მთავრობა ეკონომიკის გადარჩენის ახალ გეგმაზე მუშაობს და მას კიდევ 1 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ცინა კვირას განაცხადა, რომ ახალი პროგრამის რეალიზება უკვე დაწყებულია და იგი ფასიანი ქაღალდების გირაოდ ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებლისა და კერძო ბიზნესისთვის კრედიტთა გაცემას ითვალისწინებს. მთლიანად ეს პროგრამა 200 მლრდ. დოლარი ჯდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარსაც კი მიაღწევს, რადგანაც რეგულატორები რაც შეიძლება დაკრედიტების მეტ სტიმულაციასა და კრედიტთა სეკიურიტიზაციას ცდილობენ.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 20 მილიარდი დოლარი ასევე გამოყო შესაძლო დანაკარგების დასაფარად. მომავალში შესაძლოა ეს რიცხვიც გაიზარდოს და 100 მლრდ. დოლარს მიაღწიოს. "საბოლოო ჯამში, პროგრამამ უნდა დასწიოს კრედიტთა გაბერილი ღირებულება და მომხმარებლისა და ბიზნესისთვის ახალი კრედიტების ხელმისაწვდომობა გაზარდოს", - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ.
რასაკვირველია, გარკვეული დახმარება აშშ-ს ბანკებსაც ესაჭიროებათ; აშშ-ში მცირე ბანკების დახურვა გრძელდება. რეგულატორებმა გასულ კვირას Freedom Bank of Georgia-იც დახურეს. "როიტერის" ცნობით, იგი სიდიდით მე-17 ბანკი გახლდათ აშშ-ში; "ფრიდომ ჯორჯია ბანკის" ფედერალური დეპოზიტის სადაზღვევო კორპორაციის განაცხადებით, ბანკს აქტივებში 173 მილიონი დოლარი ჰონდა ჩადებული, ხოლო დეპოზიტებში 161 მილიონი დოლარი. დანაკარგები კი, სავარაუდოდ, 36.2 მილიონ დოლარს შეადგენს. "ნორზერნისთ ჯორჯია ბანკი" უკვე დათანხმდა "ფრიდომ ჯორჯია ბანკისაგან" დეპოზიტთა მიღებას. ამ უკანასკნელის ფილიალები კი ორშაბათს უკვე "ნორზერნისთ ბანკის" ფილიალებად გაიხსნება.
ასე რომ, ნათელია, აშშ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია და გვირაბის ბოლომდე - სინათლემდე მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ნინო ფარიზოვა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48