
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს მიმართა რეკომენდაციით, მიიღონ სასწრაფო ზომები ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით მონეტარულ პოლიტიკაში, კერძოდ ევროპული ბანკების რეკაპიტალიზაციის მიმართულებით, რათა რეცესიის ახალი ტალღა აიცილონ თავიდან.
„ამ ზაფხულში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ახალ საშიშ ფაზაში შევდივართ. სიტუაცია უკიდურესად ნათელია: ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაიხარა მყიფე აღდგენის პროცესი. გამოსავალი დაუყოვნებელი მოქმედებაა,“ – განაცხადა ლაგარდმა კანზას–სითის სარეზერვო ბანკის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი სიტუაციის თავისებურება არის ნეგატიური გავლენა ატლანტიკის ორივე მხარეს მდებარე სახელმწიფოებზე.
აღნიშნული გამოსვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა. თავის გამოსვლაში მან ასევე არ გაიზიარა ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ჟან–კლოდ ტრიშეს პოლიტიკა ფასების შენარჩუნებისა და იმის შესახებ, რომ საკრედიტო პრობლემებზე ფოკუსირება არაა საჭირო.