
მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი კრიზისია. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურმა ჟან კლოდ ტრიშემ განაცხადა და დაამატა, რომ ამ კრიზისს პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე უარესი კრიზისიც კი შეიძლება ეწოდოს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საკრედიტო კრიზისთან ბრძოლის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ევროზონის ქვეყნების მთავრობებზეა და არა ცენტრალურ ბანკზე.
შეგახსენებთ: გუშინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მეორადი ბაზრიდან იტალიური ობლიგაციების გამოსყიდვა დაიწყო, რათა დაეშოშმინებინა ინვესტორები, რომლებიც პანიკის პირობებში ფასიან ქაღალდებს თავიდან იცილებენ. დღეს კი ბანკმა მათ ქაღალდების შეძენა შესთავაზა. ამით იტალიისა და ესპანეთის ვალდებულებათა მომგებიანობა კვლავ მკვეთრად გაიზარდა.
ზოგიერთი ექსპერტი აკრიტიკებს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია, რომლებიც ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ხსნის.