ნანახია: 279
სამ დღიანი ზრდის შემდეგ, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე ინდექსები დაეცა. ვერც საფრანგეთისა და გერამანიის ლიდერების შეხვედრამ და ვერც Fitch Ratings-ის მიერ აშშ-თვის "ААА" რეიტინგის დამტკიცებამ, ბაზრაზე ინვეტორების ნდობა ვერ დააბრუნა.
Reuters-ი ცნობით, ინდექსების ვარდნის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები კვლავ, ევროპაში მოსალოდნელ კრიზისს ასახელებენ.
სამშაბათს, აშშ-სსაფონდო ბაზარზე ყველაზე მეტად ფინანსური კომპანიების აქციები გაუფასურდა, რის გამოც ინდექსი S&P 500-ი 1.9 %-ით შემცირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, Dow Jones -ის ინდექსი 0,67%-ით 11.405.93 პუნქტამდე დაეცა. Standard & Poor's 500 -ი 0,97%-ით შემცირდა 1.192.76 პუნქტზეა,
Nasdaq Composite კი, 1,2%-იანი ვარდნის შემდეგ, 2.523.45 პუნქტამდე ჩამოვიდა.
სამშაბათის ვაჭრობა მხოლოდ საცალო ბაზარზე მოვაჭრე კომპანიების Wal-Mart Stores Inc და Home Depot Inc-თვის გამოდგა წარმატებული. Wal-Mart-ის აქციები 3,9%-ით, Home Depot - 5,2%-ით გაიზარდა.
ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. სამშაბათს გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, გერმანიის მშპ მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა. საპროგნოზო მაჩვენებელს ჩამორჩება ევროზონის მშპ-ც.
„ვნახეთ, რომ საფრანგეთის ეკონომიკაში უძრაობაა. ზრდა არც გერმანიის ეკონომიკაში ფიქსირდება. ეს ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკებში სტაგნაცია იწყება," - განაცხადა ფრედ დიქსონი D.A. Davidson & Co-დან.
GBC
|