უფასოდ ცხოვრების ერთი თვე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : უფასოდ ცხოვრების ერთი თვე
ნანახია: 687

გასულ წელს მსხვილმა ამერიკულმა მეიჯარე-კომპანიებმა კრიზისის პირობებში უძრავი ქონების სფეროში მოგება ნახეს. სახლის მფლობელები, რომლებიც სავალალო სიტუაციაში ჩავარდნენ, იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ სახლები ან ბანკების მფლობელობაში გადაეცათ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და მეიჯარეები, იმისათვის, რომ მიიზიდონ კლიენტები, მზად არიან დათმობებზე წავიდნენ, მაგალითად, რამდენიმე თვე უფასოდ ცხოვრების უფლება მისცენ.
ნიუ-იორკის ანალიტიკური კომპანიის Reis-ის ცნობით, წინა წლის მეოთხე კვარტალში საცხოვრებლის ფასი 0.4%-ით დაეცა. მთელი 2008 წლის განმავლობაში ბინის ქირის გადასახადი 2.2%-ით გაძვირდა. ფასების ასეთი ზრდა არაფერია 2007 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც მაცხოვრებელს ბინაში 4.6%-ით მეტის გადახდა უწევდა.
ამ ბაზარზე პრობლემები ექმნება ისეთ ქალაქებსაც კი როგორებიცაა, ნიუ-იორკი სიეტლი და სანფრანცისკო, სადაც წინა წელს ბინის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ბაზრის მიმზიდველობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი მომსახურების სფეროში სამუშაო ადგილების შემცირებასთანაა დაკავშირებული, რის შედეგადაც ბევრმა პოტენციურმა მეიჯარემ ვეღარ შეძლო ბინის დაქირავება. ამას გარდა, ბაზარზე გამოჩნდა საცხოვრებელი ადგილის შედარებით იაფი ვარიანტები. სახლის მფლობელებისა და ინვესტორების ნაწილმა, რომლებსაც სურდათ თავიანთი უძრავი ქონების, სახლების, გაყიდვა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, ვერ ახერხებენ მათ რეალიზაციას და სთავაზობენ ოჯახებისთვის ხელსაყრელ პირობებს.
ზოგი კომპანია - საცხოვრებელი ბინების მფლობელები - მზად არიან უარი თქვან გირაოზე, ან შესთავაზონ კლიენტებს უფასოდ ცხოვრების ერთი ან ორი თვე. კომპანია Archstone Apartments კლიენტებს ბინას მანჰეტენზე 3-5.5 ათას დოლარად სთავაზობს და ერთი თვის ქირას ჩუქნის. ზოგი მეიჯარე კლიენტების მიზიდვას კომპანიის ხარჯზე ფიტნეს-კლუბის წევრობით ცდილობს. მაგალითად ატლანტაში Post Properties-იმ სამოთახიანი ბინის საფასური 1480 დოლარიდან 1350-მდე შეამცირა.
როგორც ანალიტიკოსები თვლიან, შორეულ მომავალში, მაგრამ მაინც, მეიჯარეებს კვლავ ექნებათ საშუალება თავისუფლად გააქირავონ ბინები. თუ 2000 წლისათვის აშშ-ში 200 ათასი ახალი ბინა ააშენეს, გასულ წელს მხოლოდ 100.000 ბინა აშენდა - ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ დროისათვის ინვესტორები უძრავ ქონებაში ფულის ჩადებას ერიდებიან. Post Properties არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა კვარტალური დივიდენდები 45 ცენტიდან 20-მდე შეემცირებინა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48