ნანახია: 729
გაკოტრების პირას მყოფი ბანკის, Hypo Real Estate (HRE), გადასარჩენად საჭიროა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას.. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ საფინანსო ინსტიტუტის კრახი შესაძლოა უფრო სავალალო აღმოჩდეს, ვიდრე ნიუ-იორკის ინვესტბანკის Lehman Brothers"-ის გაკოტრება. ექსპერტების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, იმის თაობაზე, რომ Hypo Real Estate-ის გარღვევა ერთ ტრილიონ ევროს შეადგენს, ცეცხლზე ნავთი დაასხა. გაზეთმა Hannoversche Allgemeine Zeitung გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა კვირის ოთხშაბათს Hypo Real Estate -მა მრავალმილიარდიანი სპეკულაცია განახორციელა ისე, რომ ბალანსში არ აღუნიშნავს. ოფიციალურ თანხებთან ერთად, რომელიც ბალანსში 400 მილიარდ ევროს შეადგენს, ეს გარიგება ერთ ტრილიონ ევროს შეადგენს. თავად ბანკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გამოცემამ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დერივატივებს ნომინალური ღირებულების რეფინანსირება არ სჭირდება." "ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქმე ასეთ მნიშვნელობას მიიღებდა," - განაცხადა სტატიის შესახებ დეპუტატმა იოხენ კონდარ ფრომემ. ბ-ნ ფრომეს განცხადებით, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ გახდება მფლობელი მიუნხენის საფინანსო ინსტიტუტის, შესაძლოა საფინანსო ინსტიტუტის მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ნიუ-იორკის საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის შემთხვევა. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში ბანკი კიდევ ერთ დარტყმას მიიღებს, რომელიც 2.6 მილიარდ ევროს შეადგენს. HRE-ს მძიმე მდგომარეობა გერმანიის პარლამენტს აიძულებს რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი ბანკების სასწრაფო ნაციონალიზაციის შესახებ. ზემო პალატას ამ კანონის მიღება მხოლოდ 3 აპრილს შეუძლია, ამიტომ SoFFin-ი ბანკს 10 მილიარდი ევროს გარანტიას აძლევს. ბერლინელი პოლოტიკოსების განცხადებით, HRE-ს ხელისუფლების ხელში გადასვლა ბანკს რეფინანსირებაზე რამდენიმე ასეულ მილიონზე დანახარჯების შემცირების საშუალებას მისცემს. პირველად სახელმწიფო უზრუნველყოფს იპოთეკური ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელობას. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა პირ შტაინბრიუკის გათვლებით სახელმწიფოს ხელში HRE-ს აქციების 75% დამატებული ერთი აქცია გადავა. შემდგომში მისი მფლობელი გახდება ამერიკელი ინვესტორი კრისტოფერ ფლაუერსი რომელიც აქციების 25%-ს უკვე ფლობს. ბანკის ნაციონალიზაციის შემთხვევაში, ფლაუერსის ვარაუდით, თითოეულ აქციაზე მან სახელმწიფოსგან 3 ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს. ასეთი იყო მისი ფასი იანვრის დასაწყისში, სანამ მისი ნაციონალიზაციის შესახებ ხმები გავრცელდებოდა. ბ-ნი შტაინბრიუკის განცხადებით, ფლაუერსის მიერ დასახელებული თანხა არ შეესაბამება მის რეალურ ფასს.
|