ნანახია: 724
ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანია American Express (AmEx) მზად არის ყველა კლიენტს 300 დოლარი გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუ ის კომპანიას ვალს დაუბრუნებს და ანგარიშს დახურავს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს ნაბიჯი დაეხმარება კომპანიას გადაუხდელი კრედიტების ზრდა შეაჩეროს. ფინანსური ბუმის პირობებში საბარათე კომპანიები კლიენტების მოსაზიდად ბაზას მაქსიმალურად აფართოებდნენ. კრიზისის პირობებში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. AmEx მზადაა გადაიხადოს ფული იმ კლიენტებისგან თავის დასაღწევად, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე მომავალში შეუქმნან. თავისი კლიენტების ერთ ნაწილს კომპანიამ უკვე შესთავაზა, რომ ამა წლის 30 აპრილამდე გაისტუმრონ ვალდებულებები კომპანიის მიმართ და საკრედიტო ანგარიშები დახურონ. კომპანიას იმ კლიენტების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია, რომლებსაც მსგავსი წინადადება შესთავაზეს, ისევე როგორც ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდა მათი შერჩევა. ეკონომიკური კრიზისით American Express ძალიან დაზარალდა. AmEx -ი ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკურენტებზე მეტად გაფართოვდა და კალიფორნიასა და ფლორიდაში უფრო მეტი კლიენტი ჰყავს, რომლებიც კრიზისისგან დაზარალდნენ. კომპანიამ უკვე მიიღო 3.4 მილიარდი დოლარი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსგან და მიმდინარე წელს 1.8 მილიარდი დოლარის ეკონომიის გაკეთებას გეგმავს. "300 დოლარის გადახდა იმისთვისაა საჭირო, რომ გავექცეთ არსებულ სიტუაციას და ვფიქრობ, კარგი გარიგებაა", - ვარაუდობს ბ-ნი კრეიგ მოურერი, ჩალყონ შეცურიტიეს-ის ანალიტიკოსი.
|