ნანახია: 772
სატვირთო მანქანების მწარმოებელმა, მსოფლიოში სიდიდით მეორე, შვედურმა კომპანია "ვოლვომ" განაცხადა, რომ იანვარში გაყიდვები 51%-ით შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელი ახალი ტექნიკის შესყიდვაზე მასიურად ამბობს უარს. "ვოლვო"-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად ტრანსპორტზე მოთხოვნა ყველა ბაზარზე საგრძნობლად შემცირდა და რომ ეს ბრენდებზე დამოკიდებული არ არის. 2008 წლის იანვარში "ვოლვომ" სხვადასხვა მარკის 20.8 ათასი სატვირთო მანქანა გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს, ეკონომიკური კრიზისის გამო, იმდენად შემცირდა გაყიდვები, რომ გაყიდვების რაოდენობამ 10.2 ათასი სატვირთო მანქანა შეადგინა. "ვოლვოს" მესვეურთა განცხადებით, მათ ყველაზე დიდი ზარალი ყველაზე დინამიურ და მომგებიან ბაზრებზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ნახეს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვებმა 67%-ით იკლო, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ თვეში 78%-ით ნაკლები სატვირთო გაიყიდა. ეკონომიკური არასტაბილურობა და გართულებული საკრედიტო პირობები "ვოლვოს" საქმეებს უფრო ურთულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ თქვან, თუ როდის გამოსწორდება სიტუაცია. კომპანია ღენაულტ -ის მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა იანვრის თვეში, რომელიც ასევე "ვოლვოს" ეკუთვნის, 52%-ით შემცირდა და 3.1 ათასი ერთეული შეადგინა. 2009 წლის დასაწყისი სატვირთოების მწარმოებლებისთვის იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები მოელოდნენ. ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოსთვის საქმე კარგად მიდიოდა, ხოლო მწარმოებლებს ბევრი შეკვეთა ჰქონდათ, მაგრამ იანვარში მდგომარეობა გაუარესდა - "ვოლვოს" მოუხდა წარმოების შემცირება. ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკურმა კრიზისმა ავტომობილების მწარმოებლები აიძულა, რომ წარმოება თითქმის გაენახევრებინათ. ერთი წლის განმავლობაში "ვოლვოს" აქციების ფასი 61%-ით გაუფასურდა. კომპანია Scania AB-ის გაყიდვებმა 55%-ით იკლო. ჩნდება კითხვა: რა ბედი ელის ამ ბაზარს მომავალში? სპეციალისტების განცხადებით, მოთხოვნა კომერციული ორგანიზაციებისგან სულ უფრო მცირდება, ამიტომ თებერვლის შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება.
|