
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ფონდში ახალ მმართველ გუნდს აყალიბებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ლაგარდმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე დევიდ ლიპტონის კანდიდატურა წარადგინა, რომელმაც ჯონ ლიპსკი ჩაანაცვლა. ლიპსკის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ეწურება.
ლიპტონი მმართველი დირექტორის სოციალური მრჩეველის ფუნქციის შესრულებას 26 ივლისიდან, მოგვიანებით 2011 წლის 1 სექტემბერიდან კი პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ლიპტონი ამ დროისთვის ფონდში პრეზიდენტის სპეციალური დამხმარე და აშშ-ის ეროვნული ეკონომიკური საბჭოსა და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების უფროსი დირექტორია საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში. მანამდე ლიპტონი კომპანიაში ჩიტი გენერალური დირექტორისა და გლობალური რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობზე მუშაობდა. უფრო ადრე კი სხვა საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა.
ფონდში მმართველი დირექტორის სპეციალური მრჩეველის თანამდებობას ჩინეთის ეროვნული ბანკის მმართველი (2010 წელს) ჟუ მინი 26 ივლისიდან დაიკავებს. მინი დანარჩენ სამ მოადგილესთან ერთად დაეხმარება და ხელს შეუწყობს მმართველ დირექტორს. ჟუ მინი მანამდე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევასა და საკრედიტო ინფორმაციაზე მუშაობდა.
ფონდის მმართველი დირექტორი ირჩევს და ნიშნავს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეებს. თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურებს ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორის პოსტზე 5 ივლისიდან შეუდგა. ამნ ამ თანამდებობაზე დომინიკ სტროს-კანი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა 14 მაისს მომხდარი ფაქტის შემდეგ მიიღო. იგი ნიუ-იორკში სასტუმროში ~სოფიტელი”, მომსახურე პერსონალზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მთელი პროცესის განმავლობაში ~დაზარალებული ქალბატონი” ტყუოდა, რის საფუძველზეც კანი გაათავისუფლეს.
ლაგარდი პირველი ქალბატონია, რომელიც სსფ-ის ხელმძღვანელობს. კრისტინ ლაგარდი 55 წლისაა. ის ეროვნებით ფრანგია და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი 2007 წლიდან ეკავა. მანამდე ის საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტზე მუშაობდა.