
ფასების შემცირების ტენდენციის დაწყება ინვესტორების შიშს უკავშირდება, რომელიც ევროპაში, კერძოდ, იტალიასა და ესპანეთში სავალო კრიზისის გავრცელების საფრთხის გამო გაჩნდა.
როგორც ღეუტერს-ი წერს, 12 ივლისის მონაცემებით, Brent კატეგორიის ნავთობის ფასი ბარელზე 1,46 აშშ დოლარით 115,78 აშშ დოლარამდე შემცირდა, WTI - 0,83 აშშ დოლარით 94,32 აშშ დოლარამდე.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთსა და ევროკავშირის სხვა მოვალეებს უფრო იაფ კრედიტებს, გადახდის მოქნილ პირობებსა და ფინანსურ დახმარების ჰპირდებიან, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური კრიზისის იტალიასა და ესპანეთში გავრცელება.
~ევრო აშშ დოლართან მიმართებაში შემცირდა და ევროპაში სავალო პრობლემები ყველა რისკის მქონე აქტივების გაიაფებისკენ უბიძგებს, რაც ნავთობზე ფასის შემცირებას იწვევს,” - განმარტავს BNP Paribas-ის წარმომადგენელი ჰარი ჩილინგირიანი.
ევრო შვეიცარულ ფრანკთან ისტორიულ მინიმუმამდე, დოლართან მიმართებაში კი 4-თვიან მინიმუმამდე დაეცა.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ BBრენტ კატეგორიის საწვავზე არსებული მაღალი ფასი მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული საააგენტოს (IEA) არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს გაძვირებას.
“IEA-ის მიერ მარაგების გამოტანამ ვერ შეძლო ნავთობის ბაზარზე არსებული დაძაბულობის მოხსნა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპაში IEA -მ გამოყო არა ნავთობი, არამედ ნავთობპროდუქტი, კერძოდ, დისტილერი,” - განმატებულია Bank of America Merril Lynch-ის ანგარიშში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ში ნავთობის მარაგები გასულ კვირას 2 მლნ ბარელით შემცირდა. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 800 ათასი ბარელით გაზარდა და ივნისში ამ მაჩვენებელმა 9,5-9,6 მლნ ბარელამდე მიაღწია, რაც წლის უმაღლესი მაჩვენებელია.