არბილებს თუ არა რუსეთი სავაჭრო პოლიტიკას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : არბილებს თუ არა რუსეთი სავაჭრო პოლიტიკას
ნანახია: 371

არბილებს თუ არა რუსეთი სავაჭრო პოლიტიკასკეთილი ნება თუ WTO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა

რუსი და ქართველი ექსპერტები ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად კონსულტაციების ჩატარებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კონსულტაციების ჩატარების შესახებ შეთანხმება მოსკოვში იქნა მიღწეული. აღნიშნულ შეხვედრაში, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო, ქართველი პოლიტიკოსები და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
`შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, პარტია `თავისუფალი საქართველოს~ ლიდერმა კახა კუკავამ, მისმა მოადგილემ გიორგი ცანავამ და რუსეთის ნაციონალური გაერთიანებების კონგრესის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხომერიკმა~, _ წერს რუსული მედია.
`ჩვენ დავასახელეთ პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც საქართველოს საკვები პროდუქცია, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები შეიძლება რუსეთის ბაზარზე დაბრუნდნენ~, _ განაცხადა ონიშჩენკომ შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება, ბიზნესისა და ექსპერტების დონეზე მოლაპარაკებების ჩატარების შესახებ.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა პირობებზეა საუბარი, `როსპოტრებნადზორის~ ხელმძღვანელი ამბობს: `რუსეთის კანონმდებლობის დაცვა და რუსული ნორმების დაცვა, რომლებიც საკვები პროდუქციის უსაფრთხოებას ეხება~.
ასევე კითხვაზე პასუხის გაცემისას ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქართული მინერალური წყალი მალე დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე ონიშენკომ უპასუხა: `სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს მოლაპარაკებას~?
მისივე თქმით, საქართველოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც იგი შეხვდა, თავიანთ თავს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს უწოდებდნენ, რომლებსაც აქვთ მანდატი მოლაპარაკებების საწარმოებლად იმისათვის, რათა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის მხრიდან დათმობაზე წასვლას და პოლიტიკის შერბილებას, ძნელი სათქმელია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა ბოლო პერიოდში გადადგა ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიმართულებით.
1 ივლისიდან რუსეთმა მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის მიწოდება განაახლა. საექსპორტო ემბარგო მოსკოვმა როგორც იძულებითი ზომა, შიდა ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით, გასული წლის 15 აგვისტოს შემოიღო. მიზეზი კი გვალვა და მოსავლის 30%–ზე მეტის დაკარგვაა.
ექსპერტები რუსეთის წლევანდელ მოსავალს 85–90 მილიონ ტონად აფასებენ. საექსპორტო პოტენციალი კი აქედან 20–25 მილიონი ტონაა. თუმცა ტრეიდერები არ ელიან, რომ მოთხოვნა რუსულ ხორბალზე 15–16 მილიონ ტონას გადააჭარბებს.
პროდუქციის ყველაზე მსხვილი დამკვეთები ეგვიპტის, ირანისა და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობები არიან. ემბარგოს მოქმედების პერიოდში რუსული ხორბალი აშშ–ის, კანადისა და ევროკავშირის პროდუქციამ ჩაანაცვლა.
ამასთან, კომპანია `პროზერნოს~ დირექტორის ვლადიმირ პეტრიჩენკოს მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში ხორბლის ფასი ტონაზე 70–80 დოლარით შემცირდა, ამის გამო რუსული მარცვლეული მოსალოდნელი 270–300 დოლარის ნაცვლად 240–250 დოლარად გაიყიდება. არ არის გამორიცხული, ფასმა 200–220 დოლარამდეც კი დაიკლოს.
ამასობაში კი შიდა ბაზარზე ზედმეტი პროდუქციის ზეწოლა ფიქსირდება. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მარაგებს ახალი მოსავალი ემატება. ტრეიდერებს იმედი აქვთ, რომ მარკეტინგული სეზონის ბოლოს, ანუ 2012 წლის ბოლოსთვის, მსოფლიო ფასები ტონაზე 300 დოლარს დაუბრუნდება, რაც რუსულ ბაზარს დაეხმარება.
რუსეთი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე 2001 წლიდან აქტიური მოთამაშეა და ყოველწლიურად ექსპორტზე 10–20 მილიონ ტონა პროდუქციას აგზავნის.
ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან ბოსტნეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა. ექსპერტებმა ბოსტნეულზე დაწესებული ემბარგო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელეს. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ზეგავლენა მოახდინა რუსულ მხარეზე.
რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ საბაჟოზე ევროკავშირიდან ბოსტნეულისა და ხილის შემოტანის ნებართვის გაცემის შესახებ ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, - `ჯერჯერობით ამ საკითხს ვსწავლობთ, თუმცა არავითარი ნებართვა გაცემული არაა~.
თუმცა მისივე სიტყვებით, საკითხი შესაძლოა დღის ბოლოსაც გადაწყდეს. ამისთვის საჭიროა შესაბამისი დირექტივები გადაეცეს ბელორუსის საბაჟოს, რადგან რუსეთს სწორედ ამ ქვეყანასთან აქვს საბაჟო კავშირი და რუსეთში მიმავალი ტვირთებიც ამ პუნქტს გადის.
თუმცა, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ჯერჯერობით ბოსტნეულის არცერთ პარტიას ევროპიდან არ გადაუკვეთავს ბელორუსის საზღვარი.
ამჟამად კი მოსკოვში აცხადებენ, რომ ემბარგოს მთელი რიგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მოხსნიან. კერძოდ, თუკი აღმოჩენილი იქნება ინფექციის წყარო და ცნობილი გახდება ის ღონისძიებები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიას დაინფიცირებული პროდუქციის შეღწევისგან დაიცავს.
მანამდე ევროკომისარმა კარელ დე გიუხტმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან ბოსტნეულის შეტანის აკრძალვა რუსეთისთვის არის ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48