შეწყვეტს თუ არა ევროზონა არსებობას » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : შეწყვეტს თუ არა ევროზონა არსებობას
ნანახია: 356

შეწყვეტს თუ არა ევროზონა არსებობასBloomberg-ის ჩატარებული კვლევით 2016 წლისთვის ევროზონიდან ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გასვლას რესპონდენტთა 59% ელოდება


ევროზონამ საკუთარი არსებობა, შესაძლოა, 2013 წლისთვის დაასრულოს, რადგან მისი წევრი ქვეყნების მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ თავიანთ მეზობლებს, სულ უფრო მცირდება. ამის შესახებ კვლევითი კომპანია Centre for Economics and business Research (CEBR)–ის ანალიტიკოსები აცხადებენ.
ევროს გამყარება და სახელმწიფო ხარჯების შემცირება სერიოზული წინააღმდეგობა იქნება სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური აღდგენის გზაზე. ამასთან, ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის – გერმანიის გამო სულ უფრო ძლიერდება უკმაყოფილება პრობლემატური ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფის საკითხში.
`ადრე თუ გვიან თავად ბერძნები და საერთაშორისო საზოგადოება დაიღლება ამ უაზრო ბრძოლით, რაც სავალუტო კავშირის რღვევას გამოიწვევს~, – განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დუგლას მაკვილიამსმა.
ექსპერტები ევროზონის დაშლას პირველად არ ვარაუდობენ. მარტში სააგენტო Bloomberg–მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1000–მა ინვესტორმა, ანალიტიკოსმა და ტრეიდერმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები არცთუ დამამშვიდებელია: 2016 წლისთვის ევროზონიდან ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გასვლას რესპონდენტთა 59% ელოდება.
`ის, რაც ევროზონაში ხდება, მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი რისკია~, – აცხადებდა ნიუ–იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ნურიელ რუბინი, სხვა ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ევროზონას საბერძნეთი და პორტუგალია დატოვებენ.
გერმანიის ინსტიტუტის IFO–ს ხელმძღვანელი ჰანს–ვერნერ ზინი ჯერ კიდევ შემოდგომაზე აცხადებდა, რომ საბერძნეთისთვის ყველაზე ნაკლები ბოროტება ერთიან ვალუტაზე უარის თქმა იქნებოდა. თუმცა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ ტრიშემ ერთ–ერთი სახელმწიფოს ევროზონიდან გასვლის შესაძლებლობას `აბსურდული ჰიპოთეზები~ უწოდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48