ნანახია: 628
კრიზისი, რომელიც სამი ევროპული ქვეყნის (საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია) სახელმწიფო ვალებს უკავშირდება, ეკონომიკური შეზღუდვების არარსებობითაა გამოწვეული. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ?ინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა. ჩვენ ეკონომიკას უფლება მივეცით, თვითრეგულირებადი ყოფილიყო, განაცხადა მინისტრმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. მისი თქმით, ამჟამინდელმა პრობლემებმა ევროპას უნდა ასწავლოს, რომ მომავალში ეკონომიკაში პოლიტიკა უნდა არსებობდეს. საპატერომ განაცხადა, რომ ამჟამად ევროპა გამოცდის წინაშეა: შეძლებს თუ არა გამოვიდეს ერთიანი პოზიციით ამ სამი ქვეყნის პრობლემების მიმართ. ამასთან, ესპანელი მინისტრი დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ევროს, როგორც ვალუტის კრიზისი, და სახეზეა რამდენიმე ქვეყნის დავალიანების კრიზისი. საპატერო ფინანსური ინსტიტუტების სისტემების უფრო მკაცრი რეგულირების მოთხოვნით გამოდის, რათა ახალი მსოფლიო კრიზისი არ მოხდეს. მისი სიტყვებით, ამ გზას უკვე დაადგნენ ევროკავშირის ქვეყნები. ესპანელი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობებმა დროული ზომები უნდა მიიღონ, რათა არ დაუშვან თავიანთ ეკონომიკებში სტრუქტურული დისბალანსი. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკები მხოლოდ კრედიტების საფუძველზე არ იზრდებოდნენ საჭიროა წარმოების ზრდა, ხაზგასმით აღნიშნა საპატერომ.
|