2011 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება"მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება მთელი რიგი ფაქტორების გამო. კერძოდ, ამაში ყველაზე დიდ წვლილს ევროზონის პრობლემები და აშშ-ს უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი შეიტანს. თუმცა კრიზისის მეორე ტალღის საშიშროება არ არსებობს", - ამ განცხადებას OECD-ის პრეზიდენტი ანხელ გურია აკეთებს.
ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებად ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგრეთვე ასახელებს ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ არასტაბილურობას, საკვებზე მაღალ ფასებს, იაპონიის კატასტროფას და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის დიდ მოცულობას.
"მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გაგრძელდება. ჩვენ ვხედავთ დადებით ძვრებს ამ მიმართულებით, თუმცა ტემპები გაცილებით დაბალია, ვიდრე ვპროგნოზირებდით", - აღნიშნავს ანხელ გურია.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში OECD-მა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდის პროგნოზები გაზარდა. ბოლო შეფასებებით, "დიდი შვიდიანის" ქვეყნებში, იაპონიის გამოკლებით, პირველ კვარტალში ეკონომიკის 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის მთავარ წამახალისებელ ფაქტორებად ორგანიზაციის ანალიტიკოსები კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის ზრდას ასახელებენ.
პროგნოზები შეამცირა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით IMF-ი ეკონომიკის ზრდას წლის ბოლომდე 4.3%-ის დონეზე ვარაუდობს. მიუხედავად ამისა, 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელში სავალუტო ფონდს ცვლილებები არ შეუტანია და 4.5%-ის დონეზე დატოვა.
სავალუტო ფონდის ანგარიში წერია, რომ 2011 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკამ დიდი დანაკარგები და დარტყმა მიიღო იაპონიაში მომხდარი კატასტროფის გამო, ამერიკის დაბალი ეკონომიკური აქტივობისა და არაბულ ქვეყნებში მიმდინარე არეულობებიდან გამომდინარე ნავთობის მიწოდების შემცირების გამო.
სავალუტო ფონდა გააუარესა ამერიკის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.8%-დან 2.5%-მდე. ხოლო 2011 წლის პროგნოზი კი შტატებს 2.9%-დან 2.7%-მდე შეუმცირდა. ფონდი 2011 წელს იაპონიის ეკონომიკის ვარდნას, კატასტროფებით მიყენებული ზიანის შედეგად იაპონიის ეკონომიკა მხოლოდ 0.7%-ით გაიზრდება. ხოლო 2012 წლისთვის ამომავალი მზის ქვეყნის ეკონომიკის 2.9%-იან ზრდას ვარაუდობენ.
რაც შეეხება ევროზონას - IMF-ი ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს 0.4 პუნქტით ზრდის და 2%-ის დონემდე გაზარდა.