ევროკავშირი კერძო კრედიტორებისთვის საბერძნეთის დეფოლტს ამზადებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირი კერძო კრედიტორებისთვის საბერძნეთის დეფოლტს ამზადებს
ნანახია: 274

ვენაში გამართულ ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საბერძნეთის ვალების გადახდის ვადის გაგრძელების საკითხი განიხილებოდა.
ჩინოვნიკების განცხადებით, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხზე ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწია. მაგრამ საბერძნეთი უნდა დათანხმდეს გარკვეულ პირობას, რომელიც კერძო კრედიტორებს შეეხება.
ევროზონის ქვეყნების ხელისუფლებები იმ კერძო კრედიტორებს, რომელთა ობლიგაციების დაფარვის ვადაც უკვე მალე დადგება, შესთავაზებენ გაცვალონ თავიანთი ობლიგაციები უფრო გრძელვადიან ფასიან ქაღალდებში. თუ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხი 20 ივნისს გადაწყდება, ზემოთხსენებული პროცესის დაწყება შეიძლება ივლისში მოხდეს. გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვალების 7 წლით გადავადებას თავაზობს პარტნიორებს.
ევროპელი ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი საბერძნეთისთვის მომავალი გაზაფხულისთვის აუცილებელი იქნება. საინფორმაციო წყაროების ცნობითYყველაზე აქტიური ამ გეგმის განხორციელებაში და წინ წაწევაში გერმანული მხარეა. თუ კერძო კრედიტორები ევროკავშირის ინიციატივას მიიღებენ და უარს არ იტყვიან ვალის დაბრუნების გახანგრძლივებაზე, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი უფრო მცირე იქნება, ხოლო ოფიციალურ ათენს საშუალება ექნება 30 მილიარდი ევროს დაბრუნება 3 წელზე გადაანაწილოს.
მთავრობების აქტიური ქმედებების მიუხედავად, გერმანიისა და ფინანსურად სტაბილური სხვა ქვეყნების მოსახლეობა არ არის თანახმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. ევროპელი პოლიტიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ პრობლემის გადაჭრის კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც საბერძნეთის ფეხზე დადგომას შეუწყობდა ხელს და იმავდროულად მოსახლეობისთვის და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისთვის მისაღები იქნებოდა.
საბერძნეთის ხელოვნური დეფოლტი, თუნდაც მცირე ხნით, მძიმე ნაბიჯია. ეს გეგმა, პირველ რიგში, უნდა დაამტკიცოს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა, შემდეგ კი ნაციონალურმა ლიდერებმა ივნისის სამიტზე. ერთიანი პოზიცია მათ შორის კი ჯერ-ჯერობით არ არის. საფრანგეთი არ არის მზად კერძო კრედიტორების ინტერესები დათმოს საბერძნეთის სასარგებლოდ. თვით გერმანელი ჩინოვნიკებიც თვლიან, რომ ერთიანი პოზიციის შეჯერება ამ საკითხზე ძალიან ძნელი იქნება. თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. უფრო მძიმე და გაცილებით ძნელად გადასაწყვეტი საკითხი, კრედიტორების დარწმუნება და დათანხმებაა იმაზე, რომ უარი არ თქვან კრედიტის გადავადებაზე. ევროპელი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ თუ სარეიტინგო სააგენტოები კერძო კრედიტორების მიმართ ვალების გადავადების საკითხს დეფოლტად არ შეაფასებენ, ამით არაფერი დაშავდება.
ამ გეგმის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე ევროპის ცენტრალური ბანკია, რომელიც შიშობს, რომ ეს პროცესი ევროზონაში საბანკო კრიზისის მიზეზი გახდება. ამის საბაბს ის ფაქტი იძლევა, რომ ინვესტორები ბერძნული ვალებიდან ბევრ დანაკარგს მიიღებენ.
ამიტომ, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი ვეტოს დაადებს ამ ინიციატივას, ევროკავშირს არჩევანის საშუალება აღარ ექნება. იგი იძულებული იქნება, კერძო ინვესტორების ინტერესები დაიცვას და საბერძნეთს შემცირებული ფინანსური დახმარება გაუწიოს.
კერძო კრედიტორების მხრიდან თანხმობის მისაღებად ევროკავშირი მოქმედებების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ახალ ობლიგაციებს შეეხება და მხოლოდ ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით. ძველი ფასიანი ქაღალდები რესტრუქტურიზაციაში ჩართული არ იქნება.
სარეიტინგო სააგენტო Standart & Poor's-ი აცხადებს, რომ თუ კრედიტორები რესტრუქტურიზაციის შედეგად უფრო ნაკლებად სასარგებლო პირობებს მიიღებენ, ვიდრე ეს დღეს ბაზარზეა შესაძლებელი, ეს მათი მხრიდან დეფოლტად განიხილება.
შეგახსენებთ, მეორად ბაზრებზე საბერძნეთის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 15%-ია, 2-წლიანის - 20%.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48