
ძვირფასი ლითონებისგან და ქვებისგან დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობები სულ უფრო პოპულარული ხდება და ლუქს-კლასის საქონლის კატეგორიად ითვლება. ახლახანს, მსგავსი მოწყობილობა ბრიტანეთში კომპანია იPად-მა დაამზადა. ნივთის ღირებულება მართლაც რომ შოკისმომგვრელია.
კომპანიის მიერ გამოშვებული ახალი, ძვირადღირებული მოწყობილობის სრული დასახელება გახლავთ Exclusive Solid Gold iPad. იგი შეზღუდული სერიით კომპანია Camael London-ის სპეციალისტების მიერ არის დამზადებული. იPად-ის კორპუსი სუფთა ოქროსგან არის დამზადებული. ამასთან, კლიენტს თავად ეძლევა შესაძლებლობა გემოვნების მიხედვით აარჩიოს სასურველი ფერი. კერძოდ, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ვარდისფერ, თეთრ და ყვითელ ოქროს კორპუსს. ცალკე შეიძლება, აგრეთვე, ძვირფასი ქვებით მოჭედვის შეკვეთაც.
თითოეულ Exclusive Solid Gold iPad-ს მოყვება ავტორიზაციის სერტიფიკატი და სრული გარანტია. მისი ღირებულება 147 850 დოლარს შეადგენს.
თუ Exclusive Solid Gold iPad-ის ფასად ლუქს-კლასის ავტომობილის ყიდვაა შესაძლებელი, თანხით, რომელიც iPad 2 Gold History Edition-ის შესაძენადაა საჭირო, მთელი ავტოპარკის ყიდვა შეიძლება. iPad 2 Gold History Edition-ი უძველესი ძვირფასი ქვებით და დინოზავრის ძვლებით არის დამზადებული და მისი ფასი 8 მილიონ დოლარს შეადგენს.