გერმანია მსოფლიოში ლიდერი ექსპორტიორია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : გერმანია მსოფლიოში ლიდერი ექსპორტიორია
ნანახია: 2305

გერმანია მსოფლიოში ლიდერი ექსპორტიორია

ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნის მიუხედავად, გასულ წელს გერმანიის ექსპორტის ბრუნვის მაჩვენებელი რეკორდული აღმოჩნდა. ექსპერტთა აზრით, მიმდინარე წელს ამ სფეროში გერმანიას დიდი ვარდნა ელის.
2007 წელთან შედარებით, გასულ წელს გერმანული ექსპორტი 2,8 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ეს ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელი იყო 2003 წლის შემდეგ, მაშინ ექსპორტის ზრდამ მხოლოდ 2 პროცენტი შეადგინა. გერმანიის ყველაზე დიდ პარტნიორ ქვეყნებში, როგორიც შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთია, დღეისთვის არსებულმა რეცესიამ გერმანიის საექსპორტო თვიური ბრუნვა საგრძნობლად შეამცირა. ეს მაშინ, როცა ნოემბერში ვარდნამ 10,8 პროცენტი შეადგინა, რაც გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. დეკემბერში კი ეს ციფრი კიდევ 3,7 პროცენტით შემცირდა.

ვარდნა გრძელდება

გერმანიის სავაჭრო-ინდუსტრიული პალატის საგარეო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის აქსელ ნიტშკეს ვარაუდით, ეს ვარდნა 2009 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება.
გერმანიის ექსპორტმა, ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიც ავტომობილები და მანქანათმშენებლობაა, მოთხოვნების შემცირების გამო, პირველად 1993 წლის შემდეგ შესაძლებელია უარყოფითი შედეგი აჩვენოს. ნიტშკეს განცხადებით, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ყველაზე სწრაფადმზრადი სეგმენტი იყო, ექსპორტი შეიძლება 20 პროცენტით შემცირდეს.
იმპორტი ქვეყანაში 2008 წელს 5,8 პროცენტით გაიზარდა, მან 814,5 მილიარდ ევრო შეადგინა, თუმც დეკემბერში იმპორტმა, ექსპროტთან შედარებით, 4,1 პროცენტით იკლო.
გერმანელი ექსპორტიორებისა და ექსპერტების უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საგარეო ვაჭრობაზე პროგნოზები განსხვავებულია. ერთი ნაწილი თვლის, რომ ექსპროტის ზრდას კრიზისი ვერ შეაჩერებს, მეორე ნაწილის აზრით კი ვარდნა გარდაუვალია.
გერმანიის საგარეო ვაჭრობის პალატების წარმომადგენლები ოპტიმისტურად ხედავენ 2009 წლის ექსპორტს. ამასვე ადასტურებს გერმანიის გაერთიანებული სავაჭრო-ინდუსტრიული პალატის DIHK გამოკითხვის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, ექსპორტის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი, გერმანიის სავაჭრო-ინდუსტრიულ პალატში იწმუნებიან, ვარდნის შემთხვევაშიც კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტს არ გადააჭარბებსო.

რეგიონალური განსხვავებები

თუ მთლიანობაში გერმანული ფირმების საექსპორტო აქტივობის უმნიშვნელო ეკონომიკური შენელებაა მოსალოდნელი, რეგიონალურ ჭრილში პროგნოზები უფრო მძაფრია. ექსპერტთა აზრით, დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში გერმანულ ექსპორტს სტაგნაცია ემუქრება. უფრო მეტიც, გადაზიდვები ესპანეთში, ირლანდიასა და შვეიცარიაში შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს. მოსალოდნელია ექსპორტის ძლიერი ვარდნა ისეთი ქვეყნების მიმართულებით როგორიცაა შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა. გამოკითხვების თანახმად მხოლოდ შეერთებულ შტატებში გადაზიდვები 10 პროცენტით შემცირდება.
გერმანული ექსპორტისთვის მაშველ რგოლად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რჩებიან. დადებითად გამოიყურება საგარეო სავაჭრო მაჩვენებლები თურქეთთან. DIHK-ს განცხადებით, ყველა უარყოფითი ტენდენციის მიუხედავად, დადებით იმპულსებს გერმანული ექსპოტისთვის იძლევა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი.

ექსპერტთა პესიმიზმი

გერმანული ექსპორტის შესახებ გამოთქმულ ოპტიმისტურ შეხედულებებს არ იზიარებენ რიგი ავტორიტეტული ეკონომიკური ინსტიტუტების ექსპერტები, ისეთები როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი კილში (IFW), რაინ-ვესტფალის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი (RWI )ესენში. მათი პროგნოზით მოსალოდნელია ექსპორტის მნიშვნელოვანი ვარდნა. მიუნხენის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი (IFO), ექსპორტის სავარაუდო ვარდნის ციფრად, 5,7 პროცენტს ასახელებს. შედარებისთვის 2007 წელს გერმანიის ექსპორტი 8,5 პროცენტით გაიზარდა.
ეკონომისტების აზრით, გერმანულ ექსპორტზე ყველაზე უარყოფით გავლენას ის ფაქტორი ახდენს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა არა მარტო რომელიმე რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო.

იყიდიან თუ არა გერმანულ ავტომობილებს

2008 წელს გერმანიამ მსოფლიო ლიდერი ექსპორტიორი ქვეყნის ტიტული თითქმის დაკარგა,Aამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთის მზარდი საგარეო ეკონომიკური აქტივობა იყო. 2009 წელს მათი ბრძოლა მსოფლიო ლიდერობისათვის ისევ გაგრძელდება.
წინასწარი შეფასებით, 2008 წელს გერმანიის ექსპორტის მოცულობა იმავე ნიშნულზე დარჩება. ეს კი 992,7 მილიარდ ევროს შეადგენს.
DIHK-ს მთავარი ეკონომისტის აქსელ ნიტშკეს აზრთ, 2009 წელი განსაკუთრებით რთული გერმანიის ექსპროტის იმ ნაწილისთვის იქნება, რომელიც ავტომანქანებითა და მანქანა-დანადგარებით ვაჭრობას მოიცავს. ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ავტომობილებით ვაჭრობამ მთლიანი ექსპორტის 18 პროცენტი შეადგინა, მანქანა - დანადგარებმა 14,6 პროცენტი, ხოლო ქიმიური წარმოების ექსპორტი 14 პროცენტს მოიცავს.
გერმანიის ფედერალულრი სტატისტიკური სამსახურის ცნობით, გასულ წელს გერმანელმა მეწარმეებმა საზღვარგარეთ თითქმის 1 ტრილიონი ევროს - 992,7 მილიარდის საქონელი გაყიდეს. ამ მაჩვენებლით, მათ მნიშვნელოვნად გაუსწრეს ჩინეთს და მსოფლიოში ლიდერი ექსპორტიორი ქვეყნის ტიტული შეინარჩუნეს.


ნინო ნიკოლაიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48