ნანახია: 1572
სწორება აღმოსავლეთზე
ჩინური ეკონომიკა კრიზისიდან პირველი გამოვა
განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში კრიზისმა ყველაზე ბოლოს, მაგრამ მაინც შეაღწია, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ნეგატიურ შედეგებს ეს ქვეყნები პირველები გაუმკლავდებიან. ამის შესახებ ამერიკულ ბანკ JPMorgan Chase&C-ის ანალიტიკოსებმა განაცხადა. არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაში უპირველეს როლს ჩინეთი ითამაშებს. JPMorgan-ის ანალიტიკოსების აზრით, წამყვანი განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათმა მთავრობებმა სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის რეალიზაცია დაიწყეს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დამთავრებისას სიტუაცია განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გაცილებით უკეთესად იქნება, ვიდრე სხვაგან წლის დასაწყისში. ჩინეთის, ბრაზილიის და რუსეთის საბირჟო ინდექსებმა, თითოეულმა 8%-ით მოიმატა. ჩინეთის CSI 300-მა კი საუკეთესო დინამიკა აჩვენა, რომელმაც 30%-ით მოიმატა. ის რომ გვირაბის ბოლოს შუქს პირველად ჩინეთი დაინახავს, ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება. ამა წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება 6,3%-მდე შენელდეს, მაგრამ უკვე მეორე კვარტალში ის 6,6-მდე მოიმატებს, თვლიან ეკონომისტები. ეს მნიშვნელოვანწილად მთავრობის სწორ მოქმედებებს უკავშირდება, რომელმაც აშშ-ს მთავრობაზე სამი თვით ადრე მიიღო ეკონომიკის გადარჩენის გეგმა და უკვე გამოყო 4 ტრილიონი იენა (586 მილიარდი დოლარი) ამ გეგმის განსახორციელებლად. როგორც კვლევამ აჩვენა, გამოცოცხლდა ფინანსური სექტორი. იანვარში ჩინეთის ბანკებმა სარეკორდო თანხის - 237 მილიარდი დოლარის ახალი კრედიტები გასცა. ჩინეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც 2008 წლის სექტემბრის მერე კორპორატიული და საცხოვრებელ კრედიტების სფეროში თვალშისაცემი ზრდა დაფიქსირდა, – აღნიშნა ეკონომისტმა Merrill Lynch&Tyn-მა. ასევე ჩინეთის აქტივებში არის 1,95 ტრილიონი დოლარის ოქროს ვალუტიანი რეზერვები, პროფიციტი შიდა ვაჭრობაში, დაბალანსებული ბიუჯეტი და დაბალი ინფლაცია. ჟP Mორგან-ის ექსპერტების აზრით, წელს ჩინეთის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზრდება, Credit Suisse-სა Merrill Lynch-ის ანალიტიკოსები მას 8%-მდე ზრდას უწინასწარმეტყველებენ. იმ ქვეყნებში, რომელთა რიცხვშიც რუსეთი შედის, ეკონომიკური აღდგენა დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნებში კრიზისის დაძლევაზე, რომლებიც ნედლეულის მომხმარებლები არიან, - მიიჩნევენ ანალიტიკოსები. "სხვა განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად ინდოეთი, ძლიერ დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, რეცესიასთან გამკლავებას ასე ადვილად ვერ შეძლებს. სიტუაცია რუსეთში დიდად იქნება დამოკიდებული ენერგორესურსების ფასებზე, რომლებიც რყევას გააგრძელებენ," - აცხადებს ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი ფილიპ მიულერი.
|