ბელორუსმა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 39%-მდე გაზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ბელორუსმა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 39%-მდე გაზარდა
ნანახია: 331

ინფლაცია ბელორუსში 2011 წელს 33-დან 39 პროცენტამდე გაიზრდება, თუ ქვეყნის ნაციონალური ბანკი არ შეცვლის პოლიტიკას, რომელიც ბელორუსული რუბლის რყევას უკავშირდება. ამის შესახებ ბელორუსის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ტური საუბრობს.
ტურმა განაცხადა, რომ 1 ივნისისთვის ინფლაცია 15%-ს შეადგენს. "ბელსტატის" მონაცემებით, ამჟამად ის უკვე გადასცდა ამ დონეს. აპრილში ბელორუსში დაფიქსირებული იყო ფასების ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 8 წლის განმავლობაში და ინფლაციის თვიური მაჩვენებელი 4,5% დაფიქსირდა. ხელისუფლების მონაცემებით, 2011 წელს ინფალციის დონე 7,5-8,5%-ს არ უნდა გადასცდენოდა.
24 მაისს ბელორუსის მთავრობამ ნაციონალური ვალუტის დევალვაცია 55%-ით მოახდინა, რაც ფასების მნიშვნელოვანი ზრდისა მიზეზი გახდა. მაგალითად, ნავთობპროდუქტების ფასები 20-24%-ით გაიზარდა. ფასების მაღალი ზრდა ასევე შეიმჩნევა საკვების პროდუქტებზე.
ტურის შეფასებით, დაბალანაზღაურებადი ოჯახების რაოდენობა წლის განმავლობაში ორჯერ გაიზრდება 5,2დან 10%-მდე. მისივე განცხადებით, მთავრობა არ გაზრდის პირველი დონის ტარიფს, რომლის მეშვეობითაც იგეგმება სამთავრობო მუშაკების შრომის ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ ხელფასები დროებით გაყინული იქნება.
ამავე დროს მთავრობა გეგმავს წლის ბოლოსთვის გაზარდოს კომპენსაციური გადახდები, იუწყება "ინტერფაქსი". ეს გადახდები 60-დან 120-130 ათას ბელორუსულ რუბლამდე გაიზრდება. ასევე იგეგმება უმუშევრობის დახმარებების და სტუდ. სტიპენდიების ინდექსაცია, სოც. პენსიების ზრდა.
სავალუტო კრიზისი ბელორუსში 2010 წლის ბოლოს დაიწყო, აჟიოტაჟური მოთხოვნის გამო დოლარსა და ევროზე, რომელიც გამოწვეული იყო ჭორებით რუბლის დევალვაციაზე. ამასთან დაკავშირებით ნაციონალურმა ბანკმა გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
6 მაისს ბელორუსის ცენტრალურმა ბანკმა გააფართოვა სავალუტო დერეფანი პლიუს/მინუს 8%-დან პლიუს/მინუს 12 %-მდე. 11 მაისს ბანკმა ნება დართო გამცვლელებს დამოუკიდებლად დაეყენებინათ ბელორუსული რუბლის კურსი, ხოლო 24 მაისს ჩაატარა მასშტაბური დევალვაცია, რის შედეგადაც ვალუტა ორჯერ გაიაფდა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48