ნანახია: 393
აშშ-ს ეკონომიკის მინისტრმა, ტიმოტი გეიტნერმა მოუწოდა ჩინეთს, უფრო მეტად დაეყრდნოს ქვეყნის შიდა სამომხმარებლო მოთხოვნას და შეამციროს ექსპორტზე თავისი დამოკიდებულება გეიტნერის განცხადებით, "უმჯობესია ჩინეთმა საფუძველი ჩაუყაროს ახალ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა მოთხოვნაზე". აშშ-ს ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება ჩინეთთან ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წინ ვაშინგტონში გააკეთა. მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ აშშ-ს 16 სამინისტროს და დეპარტამენტების მეთაურები და ჩინური მხარის 20 წარმომადგენელი. აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები და ეკონომისტები თვლიან, რომ ჩინეთი მიზანმიმართულად აუფასურებს საკუთარ ვალუტას ექსპორტის სტიმულირებისთვის, რითაც ეკონომიკური ზრდის წახალისებას ცდილობს.
"რეფორმებს ორივე მხარე საჭიროებს" გეიტნერის განცხადებით, ჩინეთი უნდა განვითარდეს საბაზრო ეკონომიკის და თანამედროვე საფინანსო სისტემის მიმართულებით. მინისტრმა, გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმას, რომ რეფორმები ორივე ქვეყანას ესაჭიროება, თუმცა ეს რეფორმები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ. BBC-ის კორესპონდენტის განცხადებით, ამ შეხვედრისგან მნიშვნელოვან რეზულტატს არავინ ელის, თუმცა ორივე მხარე ეცდება გავლენა მოახდინოს და შეცვალოს პარტნიორის შიდა პოლიტიკა. "ორივე მხარე აკეთებს განცხადებას მთელი რიგი საკითხების შესახებ - ჩინური იუანის კურსიდან პროტექციონიზმამდე და ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტიდან ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვამდე", - აცხადებენ ექსპერტები. ჩინური მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამერიკის ხელისუფლება, ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის მოტივით, ატარებენ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში და ხშირ შემთხვევაში მათ ამერიკის ეკონომიკაში ინვესტირების საშუალებას არ აძლევენ. აშშ-ს, თავის მხრივ, ჩინეთს აკრიტიკებს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის სერიოზული უთანხმოება არსებობს და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შეჯერება ვერ ხერხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი შეშფოთებულია ჩინეთში იმ პირების დაკავებით, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ. ჩინური მხარის წარმომადგენელი დაი ბინგო აცხადებს, რომ ჩინეთმა ბევრი მიმართულებით საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც. ორივე მხარე აცხადებს, რომ სურთ მივიდნენ საერთო პოზიციამდე და მიაღწიონ შეთანხმებას.
|