
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მსოფლიო თანამეგობრობას სურსათზე ფასების ზრდის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ჰილარი კლინტონმა რომში, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ძირითადი პროდუქტების, მათ შორის ხორბლის და ბრინჯის ფასები ბოლო 2-წლიან რეკორდს უახლოვდება.
სურსათის გაძვირების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად სახელმწიფო მდივანი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ასახელებს. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ პროდუქციაზე ფასების ზრდის შედეგები შევამსუბუქოთ. თუ არ ვიმოქმედებთ, მომავალში ამასთან გამკლავების შესაძლებლობას დავკარგავთ,–განაცხადა კლინტონმა.