ნანახია: 342
აზერბაიჯანს სურს, თურქეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე ფასების მომატება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში ტურისტულ მომსახურებაზე ფასების ზრდა დამსვენებლებს აზერბაიჯანის ტურისტულ ობიექტებში მიიზიდავს. ის დამსვენებლები, რომლებიც უპირატესობას თურქეთის კურორტებს ანიჭებდნენ, ახლა აზერბაიჯანში დაისვენებენ. ჩვენი ინფრასტრუქტურა ამისთვის მზადაა, განაცხადა ისმიევმა. დღეს ბაქოში მყოფმა, თურქეთის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა რამაზან ოზგიუმუშბურგამ აღნიშნა, რომ თურქეთის ტურისტულ ობიექტებზე ფასები ამ დარგის დანაკარგების ასანაზღაურებლად გაიზარდა, რადგან ბოლო წელს, ტურისტებმა დასვენების პროცესში დანახარჯები შეამცირეს და შარშანდელთან შედარებით, თურქული კურორტებისგან მიღებულმა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო. თურქეთის ოპერატორებმა მომსახურების ფასები ჯერჯერობით მხოლოდ 20%-ით გაზარდეს.
|