ნანახია: 293
სააგენტო Eurostar- ის მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს ევროზონის ქვეყნებში სახელმწიფო ვალმა ისტორიულ პიკს მიაღწია. 2009 წლის შემდეგ რეგიონში სახელმწიფო ვალი 5,5%-ით გაიზარდა და 85,1 პროცენტი შეადგინა. ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელმწიფო ვალი 80%-მდე გაიზარდა. 2009 წელს ეს ნიშნული 74,4 %-ს წარმოადგენდა. ევროზონაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 6-6,4 % მდე დაეცა. 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 6,3- 6,8 % იყო. მშპ-ს საბაზრო ფასები ევროზონაში 6,6%-ს წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირში 4,2 პროცენტს. სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტის თანახმად (ევროპულ სახელმწიფოებს შორის საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის მარეგულირებელი ხელშეკრულება), ბიუჯეტის წლიური დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 3 %-ს, ხოლო სახელმწიფო ვალის მოცულობა არ უნდა იყოს 60%-ზე მეტი. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი დაფიქსირდა ირლანდიაში (მშპ-ს 32,4). Mმეორე ადგილი დაიკავა საბერძნეთმა (მშპ-ს 10,5%), შემდეგ ბრიტანეთი (10,4%), ესპანეთი (9,2%) და პორტუგალია (9,1%). ერთადერთი ქვეყნა, რომელმაც მოახერხა პროფიციტული ბიუჯეტის შექმნა და რომელიც 2001 წელს შეუერთდა ევროზონას, არის ესტონეთი (0,1%). ხოლო შვედეთის ბიუჯეტის დეფიციტი იყო ნულოვანი. მშპ-თან მიმართებაში ყველაზე დაბალი სახელმწიფო ვალი იყო ესტონეთში (6,6%), შემდეგ ბულგარეთსა (16,2%) და ლუქსემბურგში (18,4%). ხოლო ევროზონის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლეთა მშპ-ს სახელმწიფო ვალი 90%-ზე მეტი იყო ასე გამოიყურება: საბერძნეთი (142%), იტალია (119%), ბელგია (96,8 %), ირლანდია (96,2%), პორტუგალია (93%). ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, 60%-ზე მეტი, სახელმწიფო ვალი დაფიქსირდა გერმანიაში 83,2%, საფრანგეთში - 81,7%, ბრიტანეთშინ - 80%.
|