
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის თანახმად, სურსათისა და საწვავის ფასების ზრდა ძირს უთხრის აზიის ეკონომიკას. სავარაუდოდ, ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ნეგატიური გავლენა საკმაოდ შესამჩნევი იქნება.
მიმდინარე წლის განმავლობაში, აზიაში შიდა სასურსათო ფასები 10%-მდე გაიზარდა. შუა აღმოსავლეთში არეულობის გამო კი ნავთობის ფასმაც მოიმატა. ბანკის მონაცემებით, სწორედ ეს ორი ფაქტორი აფერხებს აზიის ეკონომიკურ ზრდას.
უკიდურესი სიღარიბეფინანსური კრიზისი დაწყებიდან აზიაში თანდათანობით გაუარესდა ცხოვრების დონე. ADB-ის მონაცემებით, სურსათზე ფასების ზრდის გამო, განვითარებადი აზიის დაახლოებით 64 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა. ” ADB-ის უფროსი ეკონომისტი ჩანგუინ ჩიის განცხადებით, ისეთ ღარიბ ოჯახებს, რომელთა შემოსავლის 60% ისედაც მხოლოდ საკვებს ხმარდებოდა, კრიზისის დროს უფრო მეტად გაუჭირდათ. მათ, ფაქტობრივად, აღარ რჩებათ თანხა სამედეცინო მომსახურებისა და ბავშვების განათლებისთვის.
,,ფასების არაპროგნოზირებადი ზრდა მნიშვნელობას უკარგავს იმ მიღწევებს, რომელიც გვქონდა აზიაში სიღარიბესთან ბრძოლის საკითხში~, - დასძინა ჩიიმ.
ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორებიბანკი აცხადებს, რომ სურსათის ფასები უახლოეს პერიოდში კვლავ არასტაბილური იქნება. უამინდობის გამო, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსავალი განადგურდა. შედეგად, პროდუქციის ფასი კვლავ მაღალი იქნება. გარდა ამისა, მეორე ფაქტორია დოლარის მსყიდველობითი უნარის დასუსტება და საწვავის ფასების ზრდა.” ამ მიზეზების გამო, ბევრ ქვეყანაში ექსპორტზე აკრძალვები დაწესდა. ეს კი უფრო ამწვავებს სიტუაციას. ექსპერტების მოსაზრებით, უმჯობესია, ქვეყნებმა თავი შეიკავონ საექსპორტო კვების ელემენტებზე აკრძალვების შემოღებისგან და გააძლიერონ სოციალური უსაფრთხოების ქსელები.
,,სასურსათო ფასების დარეგულირება ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამ მიზნით საჭიროა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ინვესტიციების ჩადება და მოსავლის შესანახი სათავსოების აშენება, რათა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს წარმოების მოცულობა და ხარისხი", - აცხადებენ ექსპერტები.