
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ჩინეთში ინფლაციის ზრდი ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. მარტში სამომხმარებლო ფასებმა აიწია და მან 5,4 %-ს მიაღწია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე თვის მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია. გარდა ამისა, წლიური მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა. ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიმართავს არსებული სასურსათო და სხვა პროდუქციის ფასების შესანარჩუნებლად. ოქტომბრიდან საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა, თუმცა ამის მიუხედავად, ინფლაცია მაინც იმატებს.
,,მაჩვენებლები მოსალოდნელზე ბევრად მაღალია, განსაკუთრებით მაღალია სამომხმარებლო ფასების ინდექსი. სწორედ ეს ფაქტი მიუთითებს ყველაზე მკაფიოდ იმაზე, რომ ეკონომიკურ სისტემაზე ინფლაციის ზეწოლა კვლავ მაღალია", - განაცხადა შანხაიში ,,ჰაბოი თრასთის"(Hwabao Trust) წარმომადგენელმა ნაი ვენიმ. ინფლაციასთან ბრძოლა” ჩინეთის პრეზიდენტმა ჰიუ ჯინტაომ განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკური სისტემა კვლავ არასტაბილურია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯინტაომ ჩინეთის ერთ-ერთ კუნძულზე, ჰაინეზზე, ჩატარებულ კონფერენციაზეც ისაუბრა. ამ კონფერენციის თემა აზიის ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა და შეფასება გახლდათ.” ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვენ ჯიაბაოს განცხადებით კი მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ინფლაციასთან საბრძოლველად.
,,ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავარეგულიროთ ფასები, წელს ჩვენს მიზანს ეკონომიკის სწორი კუთხით წაყვანა და მისი დარეგულირება წარმოადგენს~, - განაცხადა ვენიმ, მთავრობის წევრების შეხვედრაზე.
სასურსათო ფასებისურსათის ფასების ზრდა ინფლაციის ძირითადი მიზეზია. მარტში, ჩინეთში სურსათის ფასები 11.7 % -ით გაიზარდა, საცალო გაყიდვების ფასი კი წლის პირველ კვარტლში 16,3%-ით. ”ინფლაციის გავლენის სხვა პარამეტრს წარმოადგენს ნავთობზე მოთხოვნის გაზრდა. ნავთობის ფასმა აიწია და წინა წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ზრდადი ინფლაციის გამო, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა არსებულ ბანკებს სარეზერვო ფონდის გახსნა და სესხების გამოყოფის შემცირება მოსთხოვა. ანალიტიკოსების აზრით, ამგვარ ნაბიჯს ბანკებში საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოჰყვება.