ინვესტორებმა 50 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (127)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


მსოფლიო ეკონომიკა : ინვესტორებმა 50 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს
ნანახია: 612

NASDAQ - ის ყოფილი უფროსი დააპატიმრეს

საფონდო ბირჟის, NASDAQ- ის, დირექტორთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ერნარდ მედოფმა აღიარა თაღლითობა, რომელმაც ინვესტორებს 50 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. წინა კვირას ფედერალური გამოძიების ბიუროს მიერ დაკავებულ იქნა 70 წლის მედოფი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც 10 მილიონი დოლარი გადაიხადა, ის გაათავისუფლეს. ბრალდება ყოფილი NASDAQ- ის მმართველის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ფასიანი ქაღალდების და ბირჟის (SEC) კომისიის მიერ. მედოფი საკუთარ ბრალეულობას კატეგორიულად არ უარყოფს.Dდაპატიმრების წინ იგი ღიად ესაუბრებოდა საკუთარი კომპანიის თანამშრომლებს (Berrand L. M.adoff Investment Securities LLC), რომ იგი დაკავებული იყო მომხმარებლების აქტივების მაქინაციების გამო, რის შედეგადაც 50 მილიარდი დოლარი დაკარგა. თუმცა გასარკვევია, რამდენად ზუსტია მედოფისეული შეფასებები. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის დასაწყისში, მედოფის მმართველობის დროს, კომპანიას დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი გააჩნდა და აქტივებით NASDAQ - ის კომპანიებს შორის 23-ე ადგილს იკავებდა.
ამერიკული მასმედია აღნიშნავს, რომ მედოფმა ააგო ფინანსური პირამიდა, ცნობილი როგორც "პონცის სქემა". ამ პირამიდის არსი კარგადაა ცნობილი რუსებისთვის, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ დამწყები ინვესტორები ახალი ინვესტორების ხარჯებიდან მაღალ დივიდენდებს ღებულობენ.
მედოფმა განაცხადა, რომ არ ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის. მან განაცხადა, რომ საკუთარი ქონების (დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარი) გადაცემას თავისი კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე ამ ბიზნესით დაზარალებული ინვესტორების ნათესავებისა და მეგობრებისთვის აპირებს.
SEC- მა უკვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულს კომპენსაცია გადაეცემა. SEC - ი შეეცდება გაყინოს ბიზნესმენის და მისი კომპანიების ყველა ანგარიში, რომელიც აქციების ყიდვა-გაყიდვების ბაზარზე შედის უდიდესი ამერიკული ფირმების რიცხვში. SEC-მა ამ საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 20 თვითმხილველი დაკითხა. მიმდინარეობს ბიზნესმენის აქტივების მოძიება.
სხვადასხვა მონაცემებით, მედოფმა თვითონ მისცა ინფორმაცია გამოძიების ფედერალურ ბიუროს კომპანიის მომსახურეობის შესახებ. დამატებით ინფორმაციის მოპოვებაში ფედერალურ ბიუროს მედოფის ორი შვილი დაეხმარა, რომლებიც მამის კომპანიაში მუშაობენ. თუ 70 წლის ბიზნესმენს დამნაშავედ სცნობენ, მას 20 წელი ციხე და ჯარიმა 5 მილიონი დოლარი ემუქრება.
მედოფის ადვოკატმა დენ ჰორვინცმა შეახსენა პრესას, რომ მისი კლიენტი ფინანსური მომსახურეობის სექტორში დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ლიდერი შეულახავი რეპუტაციით. Bernard L.Madoff Investment Securities 1960 წელს დაფუძნდა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მედოფი უამრავი ინვესტორის პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა. 1990, 1991 და 1993 წლებში იგი NASDAQ- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48